მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1998: ფინალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1998
ტურნირი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1998
თარიღი 12 ივლისი 1998
არენა სტად დე ფრანსი, სენ-დენი
საუკეთესო ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი საფრანგეთის დროშა
მსაჯი საიდ ბელქოლა (მაროკო)
დასწრება 80000
1994
2002

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1998: ფინალიმუნდიალი 1998-ის ფინალური მატჩი. გაიმართა 12 ივლისს სტად დე ფრანსზე. ფინალში ასპარეზოდბნენ ტურნირის მასპინძელი, საფრანგეთის, და მოქმედი ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრებები. საფრანგეთის ნაკრები პირველად თამაშობდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. საფრანგეთმა მოიგო ზიდანისა და პეტის გოლებით. ფინალში ბრაზილიელთა მთავარი თავდამსხმელის, რონალდოს თამაში მხოლოდ თამაშის დაწყებამდე 45 წუთით ადრე გადაწყდა. მან 22-ე წუთზე შექმნა პირველი სახიფათო მომენტი საფრანგეთის კართან. საფრანგეთმა პირველივე ტაიმში გაიტანა ორი გოლი. ორივე გოლი ზიდანმა გაიტანა კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით. 68-ე წუთზე მასპინძლები დარჩნენ კაცნაკლულნი, რადგან მარსელ დესაიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ბრაზილიამ გააძლიერა ზეწოლა, მაგრამ დამატებულ წუთებზე მიიღო კონტრშეტევა და ემანუელ პეტის გოლი, რომელიც პატრიკ ვიეირას პასის შედეგად გავიდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ფრანგი ზინედინ ზიდანი დასახელდა.

ამ მოგებით საფრანგეთი პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ამ ტიტულით ის შეუერთდა მსოფლიო ჩემპიონობის მანამდე მომგებ ხუთ ნაკრებს. ბრაზილიისთვის ეს იყო ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხება მსოფლიო ჩემპიონატებზე, სანამ 2014 წელს მათ უფრო დიდი ანგარიშით არ წააგეს გერმანიასთან. მატჩს ესწრებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი. მოგებიდან რამდენიმე დღეში ნაკრები დატოვა მწვრთნელმა ემე ჟაკემ.

საფრანგეთმა მოიგო შემდეგი დიდი ტურნირიც: ევრო 2000, რომელსაც ნიდერლანდებმა და ბელგიამ უმასპინძლა. ბრაზილიამ კი ერთი წლის შემდეგ მოიგო კოპა ამერიკა და შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი.

გზა ფინალამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილიის დროშა ბრაზილია რაუნდი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
გუნდი გატ გაშ სხვ
ბრაზილიის დროშა ბრაზილია 3 2 0 1 6 3 +3 6
ნორვეგიის დროშა ნორვეგია 3 1 2 0 5 4 +1 5
მაროკოს დროშა მაროკო 3 1 1 1 5 5 0 4
შოტლანდიის დროშა შოტლანდია 3 0 1 2 2 6 −4 1
ჯგუფური ეტაპი
გუნდი გატ გაშ სხვ
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 3 3 0 0 9 1 +8 9
დანიის დროშა დანია 3 1 1 1 3 3 0 4
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 3 0 2 1 3 6 −3 2
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი 3 0 1 2 2 7 −5 1
ოპონენტი შედეგი პლეი-ოფის ეტაპი ოპონენტი შედეგი
ჩილეს დროშა ჩილე 4–1 მერვედფინალები პარაგვაის დროშა პარაგვაი 1–0 (დ.დ.)
დანიის დროშა დანია 3–2 მეოთხედფინალები იტალიის დროშა იტალია 0–0 (4–3 პენ.)
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 1–1 (4–2 პენ.) ნახევარფინალები ხორვატიის დროშა ხორვატია 2–1

ბრაზილია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილია გამოდიოდა A ჯგუფში შოტლანდიის, მაროკოსა და ნორვეგიის ნაკრებებთან ერთად. ჩემპიონატის გახნის მატჩში ბრაზილიელებმა მოუგეს შოტლანდიას 2-1, შემდეგ მოიგეს მაროკოსთან 3-0 და გაინაღდეს ჯგუფში პირველი ადგილი. მესამე, უმოტივაციო მატჩი, ბრაზილიამ წააგო ნორვეგიასთან 1-2. მერვედფინალისა და მეოთხედფინალის უხვგოლიანი მატჩები ბრაზილიამ მოუგო შესაბამისად ჩილესა და დანიას. ჩილეს ბრაზილიამ სეზარ სამპაიუსა და რივალდუს დუბლების წყალობით მოუგო, დანიასთან მატჩი კი მძიმე აღმოჩნდა. დანიელები დაწინაურდნენ მე-2 წუთზე. ბებეტოსა და რივალდოს გოლებით ბრაზილია პირველივე ტაიმში დაწინაურდა, მაგრამ 50-ე წუთზე ბრაიან ლაუდრუპმა შგაათანაბრა ანგარიში. გამარჯვების გოლი რივალდომ მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გაიტანა. ნახევარფინალური ეხვედრა ნიდერლანდების წინააღმდეგ ფრედ, 1-1 დასრულდა. ბრაზილია იგებდა რონალდოს გოლით, მაგრამ პატრიკ კლეივერტმა მატჩის მიწურულს აღადგინა წონასწორობა. ბრაზილიამ ფინალში ასპარეზობის უფლება მხოლოდ პენალტების სერიით მოიპოვა.

საფრანგეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთი გამოდიოდა C ჯგუფში, სადაც მოიგო სამივე მატჩი. საფრანგეთმა სამხრეთ აფრიკას მოუგო 3-0, ხოლო საუდის არაბეთს 4-0. ბოლო მატჩი საფრანგეთმა დანიას მოუგო 2-1. პლეი-ოფის ეტაპზე პირველი ორი მატჩის მოგება საფრანგეთამ ძირითად დროში ვერ შეძლო. მერვედფინალში საფრანგეთი დაუპირისპირდა პარაგვაის, რომელთანაც გამარჯვება მხოლოდ ოქროს გოლის მეშვეობით მოახერხა. გოლი ლორან ბლანმა გაიტანა. მეოთხედფინალში კი იტალიის წინააღმდეგ გაიმარჯვა პენალტების სერიით. ნახევარფინალური მატჩი ხორვატიის წინააღმდეგ ხორვატების უპირატესობით დაიწყო. პირველი გოლი ხორვატმა დავორ შუკერმა გაიტანა. ფრანგმა მცველმა ლილიან ტურამმა მალევე გაათანაბრა, ხოლო 20 წუთში მანვე გაიტანა გამარჯვების გოლი. ტურამს მანამდე ეროვნული ნაკრებში გოლი არ გაეტანა. ამ თამაშში მოედნიდან გააძევეს ფრანგი ცენტრალური მცველი ლორან ბლანი, რომელსაც ფინალის გამოტოვება მოუხდა.

მატჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატჩს წინ უძღოდა სპეკულაციები ბრაზილიელი თავდამსხმელი, რონალდოს შესაძლო თამაშის შესახებ. რონალდოს ჰქონდა კონვულსია, რის გამოც შეიძლებოდა არ ეთამაშა. მხოლოდ თამაშის დაწყებამდე 72 წუთით ადრე გახდა ცნობილი, რომ, მიუხედავად მისი ცუდი ფიზიკური ფორმისა, ის ითამაშებდა. რონალდო ბრაზილიისთვის შეუცვლელი მოთამაშე იყო. მან ტურნირზე ოთხი გოლი გაიტანა სა სამი საგოლე პასი გააკეთა.

მატჩის დაწყებიდან ნახევარ საათში ზინედინ ზიდანი გახდა პირველი გოლის ავტორი. ემანუელ პეტიმ ჩააწოდა კუთხური, ხოლო ზიდანმა გაიტანა თავური დარტყმით. ერთი წუთის შემდეგ რონალდომ მიიღო დუნგას შორეული პასი, მაგრამ შეეჯახა ფრანგ მეკარე ბარტეზს. ბრაზილიელი გამთამაშებლები, რივალდო და ლეონარდო თამაშიდან გამოთიშეს ფრანგმა საყრდენმა ნახევარმცველებმა, დეშამმა და კარემბუმ. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ზიდანმა კვლავ გაიტანა. მან მეორე გოლიც კუთხურის შემდეგ, თავური დარტყმით გაიტანა. მეორე ტაიმში რონალდოს კვლავ ჰქონდა სახიფათო მომენტი. მან ბურთი მეკარის მოედანთან მიიღო, მაგრამ დარტყმა ბარტეზმა აიღო. მატჩის ბოლო 20 წუთის განმავლობაში საფრანგეთი 10 მოთამაშით დარჩა მცველ მარსელ დესაის გაძევების გამო. ემანუელ პეტიმ 90-ზე წუთზე გაიტანა ბოლო გოლი მატჩში. მან „არსენალელი“ თანაგუნდელის, პატრიკ ვიეირას გამჭოლი პასი მიიღო და ერთი-ერთზე დარჩა.

დეტალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

12 ივლისი 1998
21:00
ბრაზილია ბრაზილიის დროშა 0–3 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი სტად დე ფრანსი, სენ-დენი
მაყურებელი: 80 000
მსაჯი: საიდ ბელქოლა (მაროკო)
ანგარიში ზიდანი გოლი 27'45+1'
პეტი გოლი 90+3'
ბრაზილია
საფრანგეთი
GK 1 კლაუდიო ტაფარელი
RB 2 კაფუ
CB 3 ალდაირი
CB 4 ჟუნიორ ბაბაიანო Booked after 33 minutes 33'
LB 6 რობერტო კარლოსი
CM 5 სეზარ სამპაიუ შეცვლაზე გამოყვანა 73 წუთის შემდეგ 73'
CM 8 დუნგა
AM 10 რივალდო
AM 18 ლეონარდო არაუხო შეცვლაზე გამოყვანა 46 წუთის შემდეგ 46'
CF 20 ბებეტო
CF 9 რონალდო
შეცვლები:
MF 19 დენილსონ დე ოლივეირა შეცვლაზე შესვლა after 46 წუთი 46'
FW 21 ედმუნდო ალვეშ დე სოუზა ნეტუ შეცვლაზე შესვლა after 73 წუთი 73'
მწვრთნელი:
მარიო ზაგალო
GK 16 ფაბიენ ბარტეზი
RB 15 ლილიან ტურამი
CB 8 მარსელ დესაი Booked after 48'Booked again after 68'წითელი ბარათი after 68' 48', 68'
CB 18 ფრანკ ლებეფი
LB 3 ბიშენტე ლისარასუ
DM 7 დიდიე დეშამი Booked after 39 minutes 39'
CM 19 კრისტიან კარემბუ Booked after 56 minutes 56' შეცვლაზე გამოყვანა 57 წუთის შემდეგ 57'
CM 17 ემანუელ პეტი
AM 10 ზინედინ ზიდანი
AM 6 იური ჯორკაეფი შეცვლაზე გამოყვანა 74 წუთის შემდეგ 74'
CF 9 სტეფან ჟივარში შეცვლაზე გამოყვანა 66 წუთის შემდეგ 66'
შეცვლები:
MF 14 ალან ბოღოსიანი შეცვლაზე შესვლა after 57 წუთი 57'
FW 21 კრისტოფ დიუგარი შეცვლაზე შესვლა after 66 წუთი 66'
MF 4 პატრიკ ვიეირა შეცვლაზე შესვლა after 74 წუთი 74'
მწვრთნელი:
ემე ჟაკე

საუკეთესო მოთამაშე:
ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)

თანამსაჯები:
მარკ უორენი (ინგლისი)
ახმატ სალი (სამხრეთ აფრიკა)
მეოთხე მსაჯი:
აბდულ რაჰმან ალ-ზადი (საუდის არაბეთი)

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილია საფრანგეთი
გოლი 0 3
დარტყმა 12 13
დარტყმა კარში 7 5
ბურთის ფლობა 34% 66%
ჯარიმა 15 13
თამაშგარე 5 3
ყვითელი ბარათი 1 6
მეორე ყვითელი ბარათი 0 1
წითელი ბარათი 0 0

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]