მსოფლიო მემკვიდრეობის ყოფილი ძეგლების სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელბის ხეობა, დრეზდენი

მსოფლიო მემკვიდრეობის ყოფილი ძეგლები - მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში გაერთიანება წარმოადგენს ფრიად პრესტიჟულ საქმეს [1][2]. ეს არაა მარტო ღირსების საქმე, იგი გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე, რადგან ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლმა შეიძლება დაკარგოს თავისი დანიშნულება, თუკი მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი ჩათვლის, რომ იგი არაა სათანადოდ დაცული. უპირველეს ყოვლისა კომიტეტი ძეგლს მიანიჭებს საფრთხის ქვეშ მდგარი ძეგლის სტატუსს და ადგილობრივ ხელისუფლებასთან გამართავს მოლაპარაკებას სიტუაციის გამოსასწორებლად. თუკი კომიტეტის მითითებებს გაითვალისწინებს ხელისუფლება მაშინ იგი ცვლის თავის გადაწყვეტილებას.

ყოფილი ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომანი 2007[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს ომანის თეთრი ანტილოპების ნაკრძალი გახდა პირველი მსოფლიო მემკვიდეობის ძეგლი, რომელიც ამოიშალა აღნიშნული სიიდან. [3] ნაკრძალი მსოფლიო მემკვიდრეობის სიას შეუერთდა 1994 წელს. ბრაკონიერობამ დიდი ზარალი მიაყენა ნაკრძალს. მოისპო ანტილოპების უმრავლესობა. [4] მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ძეგლის ამოშლის მომენტში მხოლოდ 4 წყვილი ანტილოპა-ღა მოითვლებოდა ნაკრძალის ტერიტორიაზე. [5]

გერმანია 2009[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის 25 ივნისს იუნესკოს კომიტეტმა ხმა მისცა დრეზდენის ელბის ხეობისათვის ძეგლის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ. ამის მიზეზი გახდა 2007 წელს ვალდშლოსენის ხიდის აშენება, რომელმაც შუაზე გაყო ხეობა.[6] 20 კმ სიგრძის ხეობა იუნესკოს ძეგლების შემადგენლობაში გაწევრიიანდა 2004 წელს. ძეგლის სიიდან ამოღებას წინ უსწრებდა დიდი ბრძოლა დრეზდენის ადგილობრივ ხელისუფლებასა და ხიდის აშენების მოწინააღმდეგეებს შორის.

2009 წელს კომიტეტის სევილიის შეხვედრაზე 14 ხმით 5-ის წინააღმდეგ ძეგლი სიიდან ამოშალეს. [7][8]

სიიდან ნაწილობრივ ამოღებული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველო 2017[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუნესკომ ბაგრატის ტაძარი ამოიღო მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან 2017 წელს, რადგან თვლიდა რომ რეკონსტრუქცია წარიმართა საზიანოდ და მოხდა ძეგლის ავთენტურობის დარღვევა. ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია 1994 წლიდან, ხოლო 2010 წლიდან საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში აღმოჩნდა. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება შეენარჩუნებინათ გელათის მონასტერი, ხოლო ბაგრატის ტაძარი ამოეღოთ სიიდან[9].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. UNESCO strips Dresden of World Heritage site title. Reuters (2009-06-25).
  2. Mexico to propose San Luis Potosi as UNESCO World Heritage Site“, Sina.com, 2009-06-18. წაკითხვის თარიღი: June 25, 2009. 
  3. Arabian Oryx Sanctuary: UNESCO World Heritage Centre. UNESCO World Heritage Centre (2009-06-27). წაკითხვის თარიღი: 2009-06-27.
  4. People's Daily Online.. (June 26, 2009) Germany's Dresden deleted from UNESCO's World Heritage List. წაკითხვის თარიღი: June 27, 2009.
  5. UNESCO removes Oman oryx sanctuary from heritage list“, Reuters, June 30, 2007. წაკითხვის თარიღი: June 25, 2009. 
  6. Dresden Elbe Valley: UNESCO World Heritage Centre. UNESCO World Heritage Centre (2009-06-27). წაკითხვის თარიღი: 2009-06-26.
  7. Connolly K and The Guardian offices.. (June 25, 2009) Bridge takes Dresden off Unesco world heritage list. წაკითხვის თარიღი: June 27, 2009.
  8. Dresden is deleted from UNESCO's World Heritage List. UNESCO World Heritage Centre (2009-06-25). ციტატა: „Dresden is only the second property ever to have been removed from the World Heritage List. The Oman's Arabian Oryx Sanctuary was delisted in 2007.“ წაკითხვის თარიღი: 2009-06-27.
  9. UNESCO World Heritage Centre. “Gelati Monastery, Georgia, removed from UNESCO’s List of World Heritage in Danger“, unesco, 10 July 2017. წაკითხვის თარიღი: 14 July 2017. (en)