მსოფლიო აბლაბუდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მსოფლიო აბლაბუდის „ისტორიული“ ლოგო, რომელიც რობერტ კაიომ 1990 წელს შექმნა. თავად კაიოს მიხედვით, ლოგო შედგება Optima Bold ფონტით შესრულებული სამი „W“ ასოსგან.

მსოფლიო აბლაბუდა (ინგლ. World Wide Web; ასევე: ვები, W3, WWW) — დანაწილებული საინფორმაციო სისტემა, რომელშიც დოკუმენტები და სხვა ვებ-რესურსები იდენტიფიცირდება რესურსების უნიფიცირებული ლოკატორით URL (Uniform Resource Locator), მაგალითად https://www.example.com/, რომელიც შესაძლებელია ურთიერთდაკავშირებული იყოს ჰიპერტექსტთან და ხელმისაწვდომია ინტერნეტით.[1][2] აბლაბუდის რესურსები გადაიცემა ჰიპერტექსტის გადაცემის პროტოკოლით HTTP და შეიძლება წვდომადი იყოს მომხმარებლებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, რომელსაც ეწოდება ვებ-ბრაუზერი და გამოქვეყნებულია პროგრამული უზრუნველყოფით, რომელსაც ეწოდება ვებ-სერვერი.

ინგლისელმა ინჟინერმა, სერ ტიმოთი ჯონ ბერნერს-ლიმ მსოფლიო აბლაბუდა გამოიგონა 1989 წელს. საკუთარი პირველი ვებ-ბრაუზერი მან 1990 წელს, CERN-ში მუშაობისას დაწერა, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.[3][4] ბრაუზერი CERN-ის ფარგლებს გარეთ პირველად გამოქვეყნდა 1991 წელს, ჯერ სხვა კვლევითი ორგანიზაციებისთვის 1991 წლის იანვარში, ხოლო 1991 წლის აგვისტოში ფართო საზოგადოებისთვის. მსოფლიო აბლაბუდა არის ინფორმაციული ერის მშენებლობის ცენტრალური ნაწილი და ძირითადი საშუალება, რომლითაც მილიონობით ადამიანი ურთიერთქმედებს ინტერნეტში.[5][6][7][8][9]

ვებ-რესურსი შეიძლება იყოს ჩამოტვირთული ნებისმიერი ტიპის მედია, ვებ-გვერდები კი, არის ჰიპერტექსტური მედია, რომელიც ფორმატირებულია ჰიპერტექსტური მონიშვნის ენით (HTML).[10] მსგავსი ფორმატირება საშუალებას იძლევა ჩაშენებულ იქნას ჰიპერბმულები, რომლებიც შეიცავენ URL-ს და მომხმარებელებს სხვა ვებ-რესურსებზე გადასვლის საშუალებას აძლევენ. ტექსტის გარდა, ვებ-გვერდები შეიძლება შეიცავდნენ სურათის, აუდიო, ვიდეო და პროგრამულ კომპონენტებზე ცნობებს, რომლებიც მომხმარებლის ბრაუზერში გამოისახება მულტიმედიიური მასალის შემცველი შეკავშირებული გვერდების სახით.

საერთო თემის, საერთო დომენური სახელის, ან ორივეს ერთდროულად მქონე მრავალრიცხოვანი ვებ-რესურსი ქმნის ვებსაიტს (არ შეგეშალოთ ვებ-გვერდში). ვებ-საიტები ინახება კომპიუტერებში, რომელზეც გაშვებულია პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც ეწოდება ვებ-სერვერი და იგი პასუხობს მომხმარებებლების კომპიუტერებზე გაშვებული ვებ-ბრაუზერებიდან ინტერნეტით გამოგზავნილ მოთხოვნებზე. ვებსაიტის შემცველობა შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს უმეტეს წილად გამომქვეყნებლის მიერ, ან უზრუნველყოფილი იყოს ინტერაქტიულად მომხმარებლების მიერ წვლილის შეტანით, ან შემცველობა დამოკიდებული იყოს თავად მომხმარებლებზე ან მათ მოქმედებაზე.

ვებ-საიტები შეიძლება წარმოდგენილი იყოს საინფორმაციო, გასართობი, კომერციული, სამთავრობო ან არასამთავრობო და სხვა უთვალავი მიზნით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რობერტ კაიო, ჟან-ფრანსუა აბრამატიკი და ტიმ ბერნერს-ლი (მარცხნიდან მარჯვნივ) „მსოფლიო აბლაბუდის“ 10 წლისთავზე.

ტიმ ბერნერს-ლის წარმოდგენა გლობალური ჰიპერბმული საინფორმაციო სისტემის შესახებ, განსახორციელებლად შესაძლებელი გახდა 1980-იანების მეორე ნახევარში.[11] 1985 წლისთვის, გლობალურმა ინტერნეტმა დაიწყო გავრცელება ევროპაში, შეიქმნა დომენურ სახელთა სისტემა (რომელზეც დაშენებულია URL ლოკატორი). 1988 წელს პირველად დამყარდა პირდაპირი IP-კავშირი ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის და ბერნერს-ლიმ დაიწყო ღია მსჯელობა CERN-ში ვების მსგავსი სისტემის მოწყობის შესაძლებლობაზე.[12]

CERN-ში მუშაობისას ბერნერს-ლი იმედგაცრუებული გახდა სხვადასხვა კომპიუტერზე ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებით არსებული სირთულეებითა და არაეფექტიანობით.[13] 1989 წლის 12 მარტს მან CERN-ის ხელმძღვანელობას წარუდგინა მემორანდუმი სახელწოდებით „ინფორმაციის მართვა: შეთავაზება“,[14] რომელიც განკუთვნილი იყო სისტემა „Mesh“-ისათვის, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებული იყო მის მიერვე 1980 წელს შექმნილი მონაცემთა ბაზისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროექტ „ENQUIRE“-სთან. მემორანდუმში გამოიყენებოდა ტერმინი „ვები“ და აღწერილი იყო ინფორმაციის მართვის უფრო რთული და დამუშავებული სისტემა, რომელიც ეყრდნობოდა ტექსტობრივად წარმოდგენილ ბმულებს: „წარმოიდგინეთ, რომ ამ დოკუმენტში არსებული მითითებები იყოს დაკავშირებული იმ რაღაცის ქსელურ მისამართთან, რომელზეც ისინი მიუთითებენ, იმგვარად, რომ ამ დოკუმენტის კითხვისას თქვენ შეგეძლოთ გადახვიდეთ მათზე მაუსის დაწკაპუნებით“. ასეთი სისტემა, მისი თქმით, შესაძლებელია მიკუთვნებულ იქნას სიტყვა „ჰიპერტექსტის“ ერთ-ერთი მნიშვნელობის გამოყენებასთან, რომელიც, მისი თქმით, გამოგონილ იქნა 1950-იანებში. მემორანდუმის შეთავაზებაში ნათქვამია, რომ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ასეთ ჰიპერტექსტულ ბმულებს არ შეუძლიათ მოიცვან მულტიმედიური დოკუმენტები, მათ შორის გრაფიკა, ვიდეო და ლაპარაკი, ამგვარად ბერნერს-ლი გადადის ტერმინ „ჰიპერმედიას“ გამოყენებაზე.[15]

CERN-ის მონაცემთა ცენტრში განთავსებული მსოფლიო აბლაბუდის სერვერები, 2010 წელი

საკუთარი კოლეგების და ჰიპერტექსტის ენთუზიასტის რობერტ კაიოს დახმარებით, ტიმ ბერნერს-ლიმ 1990 წლის 12 ნოემბერს გამოაქვეყნა ოფიციალური წინადადება „ჰიპერტექსტური პროექტის“ შესაქმნელად სახელად „WorldWideWeb“ (ერთ სიტყვად), რომელსაც ჰიპერტექსტური დოკუმენტების „აბლაბუდის“ სახე ექნებოდა, და მისი ხილვა შესაძლებელი იქნებოდა „ბრაუზერით“ კლიენტ-სერვერული არქიტექტურის გამოყენებით.[16]

ამ დროისთვის, უკვე ორი თვის განმავლობაში შემუშავების პროცესში იყო HTML და HTTP, ხოლო პირველი ვებ-სერვერის პირველი წარმატებული ტესტის ჩატარებამდე ერთ თვემდე რჩებოდა. ბერნერს-ლის შემოთავაზებაში ნათქვამი იყო, რომ დაახლოებით სამ თვეში შემუშავებული იქნებოდა მხოლოდ-კითხვადი ქსელი, და კიდევ ექვსი თვე დასჭირდებოდა „მკითხველების მიერ ახალი ბმულების და ახალი მასალის შექმნას, [რითაც] ავტორობა ხდება უნივერსალურად“ ისევე როგორც „მკითხველის ავტომატური შეტყობინება როდესაც მისთვის საინტერესო ახალი მასალა ხელმისაწვდომი ხდება“. იმ დროს, როდესაც მხოლოდ-კითხვადი[17] ქსელის შექმნის მიზანი მიღწეულ იქნა, ხელმისაწვდომი ავტორობით ვებ-რესურსების განვითარებას გაცილებით დიდი დრო დასჭირდა, ვიკის კონცეპტის, WebDAV-ის, ბლოგების, Web 2.0-ის და RSS/Atom-ის წყალობით.[18]

იდეა მოდელირებულ იქნა SGML-მკითხველის — Dynatext-ის კომპანია Electronic Book Technology-ის მიერ შემუშავების შემდეგ, რომელიც ბრაუნის უნივერსისტეტის ინფორმაციის ინსტიტუტის პროდუქტი იყო. CERN-ის მიერ ლიცენზირებული სისტემა Dynatext-ს საკვაძო ადგილი ეკავა SGML ISO 8879:1986-ის გაფართოვებაში Hypermedia-მდე HyTime-ში, მაგრამ მიჩნეულ იქნა ზედმეტად ძვირადღირებულად და ჰქონდა შეუსაბამო სალიცენზიო პირობები მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთო საზოგადოებაში გამოსაყენებლად, კერძოდ ფასიანი იყო თითოეული დოკუმენტი და დოკუმენტის თითოეული ცვლილება. ბერნერს-ლის მიერ მსოფლიოში პირველი ვებ-სერვერის სახით გამოყენებულ იქნა NeXT Computer, ამავე მანქანაზე დაწერა პირველი ვებ-ბრაუზერი 1990 წელს. 1990 წლის დეკემბრის დასასრულს, ბერნერს-ლიმ დაასრულა ქსელის მუშაობისთვის ყველა აუცილებელი ყველა ხელსაწყო:[19] პირველი ვებ-ბრაუზერი (WorldWideWeb, რომელიც ვებ-რედაქტორიც იყო) და პირველი ვებ-სერვერი. პირველი ვებ-გვერდი[20] გამოქვეყნდა 1990 წლის 20 დეკემბერს და მასში აღწერილი იყო თავად პროექტი.[21]

ბერნერს-ლის სამუშაო სადგური NeXTcube, რომელზეც პირველი ვებსერვერი ამუშავდა. გაკრული წარწერა: „ეს მანქანა სერვერია. ᲐᲠ ᲒᲐᲛᲝᲠᲗᲝᲗ!!“. ექსპონატი წარმოდგენილია ლონდონის სამეცნიერო მუზეუმში

მსოფლიოში პირველი ვებ-გვერდი შეიძლება დღეისთვის დაკარგული ყოფილიყო, თუმცა ჩაპელ-ჰილსში ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორის პოლ ჯონსის მიერ 2013 წლის მაისში გამოცხადებულ იქნა, რომ ბერნერს-ლიმ 1991 წელს ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსისტეტის სტუმრობისას მას გადასცა, მისი თქმით, ყველაზე ძველი ვებ-გვერდი. ჯონსმა რარიტეტი შეინახა მაგნიტურ-ოპტიკურ დისკზე და საკუთარ NeXT-კომპიუტერზე.[22] 1991 წლის 6 აგვისტოს ბერნერს-ლიმ გამოაქვეყნა World Wide Web-ის პროექტის მოკლე შეჯამება მის სიახლეების ჯგუფში alt.hypertext.[23] ეს თარიღი ხშირად ეშლებათ პირველი ვებ-სერვერის საჯარო გამოქვეყნების თარიღში, რომელსაც ადგილი ჰქონდა ერთი თვით ადრე. კიდევ ერთი მსგავსი ცდომილების ნიმუშია, რამდენიმე მასობრივი საინფორმაციო საშუალების მიერ გამოცხადებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ქსელში პირველი ფოტოსურათი ატვირთულ იქნა ბერნერს-ლის მეირ 1992 წელს, CERN-ის შინაური ბენდის „Les Horribles Cernettes“-ის ფოტოსურათი გადაღებული სილვანო დე ჯენაროს (Silvano de Gennaro) მიერ; ჯენარომ უარყო ეს ამბავი, და დაწერა, რომ მედიამ „სრულიად დაამახინჯა ჩვენი სიტყვები სიაფფასიანი სენსაციონიზმისთვის“.[24]

ევროპის ფარგლებს გარეთ პირველი ვებ-სერვერი დაყენდა კალიფრონიის ქალაქ პალო-ალტოში მდებარე სტენფორდის წრფივი ამაჩქარებლის ცენტრში 1991 წლის დეკემბერში, SPIRES-HEP მონაცემთა ბაზის განსათავსებლად.[25][26][27][28] ჰიპერტექსტის საფუძვლების კონცეპტი აღმოცენდა წინამორბედ, 1960-იანი წლების პროექტებში, როგორებიცაა ბრაუნის უნივერსიტეტის Hypertext Editing System (HES), ტედ ნელსონის პროექტი Xanadu და დაგლას ენგელბარტის oN-Line System (NLS). თავისმხრივ, ნელსონიცა და ენგელბარტიც, ორივე შთაგონებული იყო ვენევარ ბუშის მიკროფილმზე დაფუძნებული მემექსით, რომლის აღწერა მოცემული იყო 1945 წელს გამოქვეყნებულ ესეში „როგორც შეიძლება გვეფიქრა“.[29]

ბერნერს-ლის მიღწევა იყო ინტერნეტისა და ჰიპერტექსტის შეერთება. თავის წიგნში „აბლაბუდის ქსოვა“, ბერნერს-ლი ყვება, რომ იგი ხშირად უხსნიდა ორივე ტექნიკური საზოგადოების წევრებს, რომ ორი ტექნოლოგიის შეერთება შესაძლებელი იყო. თუმცა, როდესაც მის გამოგონებას არავინ მოკიდა ხელი, საბოლოოდ მან თვითონ ჩაუდგა პროექტს სათავეში. ამ პროცესში, მან სამი ძირითადი ტექნოლოგია შეიმუშავა:

  • გლობალური უნიკალური იდენტიფიკატორების სისტემა აბლაბუდაში და სხვაგან განთავსებული რესურსებისთვის — დოკუმენტის უნივერსალური იდენტიფიკატორი UDI, რომელიც შემდგომში ცნობილი როგორც რესურსების უნიფიცირებული ლოკატორი გახდა URL და რესურსების უნიფიცირებული იდენტიფიკატორი URI;
  • დაკაბადონების ენა HTML;
  • ჰიპერტექსტის გადაცემის პროტოკოლი HTTP.[30]

მსოფლიო აბლაბუდას რიგი განსხვავებები ჰქონდა სხვა ჰიპერტექსტური სისტემებისაგან, რომლებიც მაშინ არსებობდა. აბლაბუდა მოითხოვდა მხოლოდ ცალმხრივ ბმულს, ორმხრივი ბმულის ნაცვლად, რაც საშუალებას აძლევდა მომხმარებელს დაკავშირებულიყო სხვა რესურსთან, რესურსის მფლობელის მხრიდან რამენაირი მოქმედების აუცილებლობის გარეშე. ამან ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა ვებ-სერვერების და ბრაუზერების დანერგვის სირთულე (ადრინდელ სისტემებთან შედარებით), თუმცა თავის მხრივ ასევე გააჩინა მკვდარი ბმულის ქრონიკული პრობლემა. წინამორბედებისაგან განსხვავებით, როგორიც იყო HyperCard, მსოფლიო აბლაბუდა არ იყო კერძო საკუთრება, რაც საშუალებას იძლეოდა შეემუშავებინათ სერვერები და კლიენტები დამოუკიდებლად და დაემატებინათ გაფართოებები სალიცენზიო შეზღუდვების გარეშე. 1993 წლის 30 აპრილს, CERN-მა გამოაცხადა, რომ მსოფლიო აბლაბუდა იქნება თავისუფალი ყველასთვის, მოსაკრებელი გადასახადის გარეშე.[31] Gopher-ის პროტოკოლის სერვერული რეალიზაციის ლიცენზირებაზე მოსაკრებლის დაწესების შესახებ გავცელებული განცადებიდან ორი თვის თავზე ახალი ღია და თავისუფალი პროტოკოლის გაჩენამ, Gopher-ის მომხმარებლების სწრაფი გადინება გამოიწვია WWW-სკენ. ადრინდელი გავცელებული ბრაუზერი მსოფლიო აბლაბუდაში ნავიგაციისთვის იყო X Window System და ViolaWWW Unix-ისთვის.

ისტორიკოსები ძირითადში თანხმდებიან, რომ გარდამტეხი მომენტი ვებისთვის დაიწყო 1993 წელს გრაფიკული ვებ-ბრაუზერის Mosaic-ის წარმოდგენით,[32][33] რომელიც შემუშავდა ერბანა-შემპეინში ილინოისის უნივერსიტეტის სუპერკოპიუტერული აპლიკაციების ეროვნულ ცენტრში. ბრაუზერის შემუშავების პროექტს ხელმძშვანელობდა მარკ ანდრესენი, ფინანსური მხარდარდაჭერა კი ხორციელდებოდა შეერთებული შტატების მაღალი წარმადობის გამოთვლებისა და კომუნიკაციების საკანონმდებლო ინიციატივისა და მაღალი წარმადობის გამოთვლების 1991 წლის აქტის ფარგლებში, რომელიც იყო აშშ-ის სენატორის ალ გორის მიერ წამოწყებული რამდენიმე კომპიუტერულ პროექტთაგან ერთ-ერთი.[34] Mosaic-ის გამოჩენამდე, ვებ-გვერდებში, როგორც წესი, გრაფიკული ელემენტები ტექსტში არეული არ იყო, და WWW იყო ნაკლებად პოპულარული, ვიდრე ძველი პროტოკოლები, როგორებიცაა Gopher და WAIS. Mosaic-ის სამომხმარებლო გრაფიკულმა ინტერფეისმა ხელი შეუწყო ვებს გამხდარიყო ყველაზე პოპულარული პროტოკოლი ინტერნეტში. 1994 წლის ოქტომბერში, ტიმოთი ბერნერს-ლიმ ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN-იდან გათავისუფლების შემდეგ, დააარსა World Wide Web Consortium (W3C). ინტერნეტის პიონერი კონსორციუმი დაარსდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ისტიტუტის კომპიუტერული მეცნიერებების ლაბორატორიაში DARPA-ს ხელშეწყობით. მეორე საიტი დაარსდა საფრანგეთის კომპიუტერული კვლევების ეროვნულ ლაბორატორიაში ევროკომისიის DG InfSo-ს დახმარებით; ხოლო 1996 წელს მესამე კონტინენტური საიტი შეიქმნა იაპონიის კეიოს უნივერსისტეში. 1994 წლის დასასრულს ვებსაიტების ჯამური რაოდენობა ჯერ კიდევ შედარებით მცირე იყო, თუმცა ბევრი ცნობილი ვებსაიტი უკვე მუშაობდა, რაც დღეს ინტერნეტის ყველაზე პოპულარული სერვესების მომასწავებელი და შთაგონების წყარო იყო.

ინტერნეტით დაკავშირებული საიტები მთელ მსოფლიოში იქმნებოდა, განაპირობა პროტოკოლებისა და ფორმატირებისათვის საერთაშორისო სტანდარტების შემუშავების აუცილებლობა. ბერნერს-ლი აგრძელებდა ჩართულობას ვებ-სტანდარტების შემუშავების ხელმღვანელობაში, მათ შორის მონიშვნის ენების სტანდარტების შემუშავებაში, სადაც იგი იცავდა სემანტიკური აბლაბუდაზე საკუთარ შეხედულებებს. მსოფლიო აბლაბუდამ შესაძლებელი გახადა ინფორმაციის გავცრცელება ინტერნეტით მარტივი და მოქნილი ფორმატით. ამიტომ, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მსოფლიოში ინტერნეტის მოხმარების პოპულარიზაციაში.[35] მიუხედავად იმისა, რომ ტერმინები მსოფლიო აბლაბუდა და ინტერნეტი ხშირად შერეულად გამოიყენება, მსოფლიო აბლაბუდა არ არის ინტერნეტის სინონიმი.[36] ვები არის საინფორმაციო სივრცე, რომელიც შეიცავს ჰიპებმულოვან დოკუმენტებს და ხვა რესურსებს, რომლებიც იდენტიფიცირდებიან URI-ს საშუალებით.[37] იგი რეალიზებულია როგორც სერვერული ასევე კლიენტური პროგრამული უზრუნველყოფის სახით ინტერნეტის პროტოკოლების გამოყენებით, როგორებიცაა TCP/IP და HTTP.

2004 წელს ტიმოთი ბერნერს-ლი დედოფალმა ელისაბედ II-მ რაინდად აკურთხა „ინტერნეტის გლობალურ განვითარებაში დამსახურებებისთვის“.[38][39] მას საკუთარი გამოგონებები არასოდეს დაუცვია საავტორო უფლებებით.

ფუნქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინები ინტერნეტი და ვები ხშირად გამოიყენება მათ შორის სხვაობის გამოკვეთის გარეშე. თუმცა, ეს ეს ორი ტერმინი ორ სხვადასხვა რამეს აშნიშნავს. ინტერნეტი - ურთიერთდაკავშირებული კომპიუტერული ქსელების გლობალური სისტემაა. ვები კი, არის დოკუმენტების და სხვა რესურსების გლობალური კოლექცია, რომელბიც დაკავშირებულნი არიან ჰიპერბმულებითა და URI-ით. ვებ-რესურსებთან წვდომა ხორციელდება HTTP ან HTTPS პროტოკოლების გამოყენებით, რომლებიც აპლიკაციის დონის ინტერნეტის პროტოკოლებია, რომლებიც იყენებენ ინტერნეტის სატრანსპორტო პროტოკოლს.[40]

ვებ-გვერდის მსოფლიო აბლაბუდაში ნახვა სტრანდარტულად იწყება ან ბრაუზერის სამისამართო ზოლში ვებ-გვერდის URL-ის აკრეფით, ან ჰიპერბმულზე მიყოლით, რომელიც გვამისამართებს ამ გვერდზე ან რესურსზე. ამის შემდეგ, ბრაუზერი იწყებს ფონური საკომუნიკაციო მესიჯების სერიების გაგზავნას, რომელიც განკუთვნილია მოთხოვნილი გვერდის ამოსარჩევად და გამოსასახად. 1990-იანებში, ბრაუზერის გამოყენებით ვებ-გვერდების ნახვა და ერთი გვერდიდან მეორეზე ჰიპერბმულებით გადასვლა ცნობილი გახდა როგორც „ბრაუზინგი“ ვებ-სერფინგი“ ან „ვებ-ნავიგაცია“. ამ ქცევის ადრეულმა გამოკვლევებმა აღმოაჩინეს ვებ-ბრაუზერების გამოყენების სხვადასხვა პატერნი (მოდელი). მაგალითად, ერთ-ეთი კვლევა აღმოაჩინა მომხმარებლის ხუთი პატერნი: გამოკვლევითი სერფინგი, ფანჯრული სერფინგი, განვითარებული სერფინგი, შემოსაზღვრული ნავიგაცია და მიზნობრივი ნავიგაცია.[41]

შემდეგი მაგალითი აჩვენებს ვებ-ბრაუზერის ფუნქციონირებას, როდესაც ხდება მიმართვა URL-ზე http://example.org/home.html. ბრაუზერი გარდაქმნის URL-ის სერვერის სახელს example.org ინტერნეტ პროტოკოლის მისამართად გლობალურად დანაწილებული დომენურ სახელთა სისტემის (DNS) დახმარებით. DNS-ისგან ბრაუზერს უბრუნდება მიწოდებულ URL-ში სერვერის სახელის შესაბამისი IP მისამართი, მაგალითად 203.0.113.4 ან 2001:db8:2e::7334. შემდგომ, ბრაუზერი მთელი ინტერნეტის გავლით, DNS-ისგან მიღებულ მისამართზე განთავსებულ კომპიუტერს უაგზავნის HTTP მოთხოვნას რესურსის მოთხოვნით. მოთხოვნის გაგზავნა ხდება კონკრეტული სერვისის TCP პორტის ნიმერზე, რომელიც კარგად არის ცნობილი HTTP სერვისისთვის, შესაბამისად მიღებს შეუძლია გაარჩიოს HTTP მოთხოვნა სხვა ქსელური მოთხოვნებისგან, რომელსაც შეიძლება მანქანა ემსახურება. HTTP პროტოკოლი როგორც წესი იყენებს პორტს ნომრით 80, ხოლო HTTPS პროტოკოლი იყენებს პორტს ნომრით 443. HTTP მოთხოვნის შიგთავსი შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ორ სტრიქონიანი მარტივი ტექსტისგან:

GET /home.html HTTP/1.1
Host: example.org

HTTP მოთხოვნის მიმღების კომპიუტერი აგზავნის მას ვებ-სერვერთან, რომელიც უსმენს მოთხოვნებს პორტზე ნომრით 80. თუ ვებ-სერვერს შეუძლია მოთხოვნის დაკმაყოფილება, იგი აგზავნის HTTP პასუხს წარამატების შესახებ უკან ბრაუზერისკენ:

HTTP/1.1 200 OK
Content-Type: text/html; charset=UTF-8

რომელსაც მოყვება მოთხოვნილი გვერდის შიგთავსი. ჰიპერტექსტური მონიშვნის ენა (HTML) სანიმუშო ვებ-გვერდისთვის შეიძლება იყოს შემდეგი სახის:

<html>
  <head>
    <title>Example.org – მსოფლიო აბლაბუდა</title>
  </head>
  <body>
     <p>მსოფლიო აბლაბუდა — დანაწილებული საინფორმაციო სისტემაა...</p>
  </body>
</html>

ბრაუზერი ატარებს მიღებული HTML მონიშვნის, რომლითაც გარსშემორტყმულია სიტყვები, სინტაქსურ გარჩევას, და ინტერპრეტირებს მას ტექსტურ ფორმატში (<title> სათაური, <p> პარაგრაფი და ა. შ.), რომელიც შემდეგ გამოისახება ეკრანზე. ბევრი ვებგვერდი იყენებს HTML-ს სხვა რესურსების URL-ზე მისათითებლად, როგორებიცაა სურათები, ჩაშენებული მედია, სკრიფტები — რომლითაც იმართება გვერდის ქცევა, და კასკადურ სტილთა ფურცლები (CSS), რომლებიც მოქმედებენ გვერდის გაწყობაზე. ბრაუზერი ახორცეილებს დამატებით HTTP მოთხოვნას ვებ-სერვერის მისამართით ამ სხვა ინტერნეტ-მედია ტიპის მონაცემების მისაღებად. მას შემდეგ, რაც მიიღებს მოთხოვნილ კონტენტენტს ვებ-სერვერისგან, ბრაუზერი იწყებს თანმიმდევრობით გვერდის გამოსახულების აწყობას ეკრანზე, ამ გვერდის HTML-ის და დამატებითი რესურსების შესაბამისად.

HTML[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

HTML არის მონიშვნის სტანდარტული ენა ვებ-გვერდებისდა ვებ-აპლიკაციების შესაქმენელად. კასკადურ სტილთა ფურცლებთან (CSS) და JavaScript-თან ერთად, HTML ქმნის მსოფლიო აბლაბუდის საკვანძო ტექნოლოგიების ტრიადას.[42]

ვებ-ბრაუზერები HTML-დოკუმენტებს იღებენ ვებ-სერვერებისგან ან ლოკალური სანახებიდან, და დამუშავების შემდეგ, გამოსახავან დოკუმენტს მულტიმედიური ვებ-გვერდების სახით. HTML აღწერს გვერდის სემანტიკურ სტრუქტურას და შეიცავს დოკუმენტის იერსახის შესახებ საწყის ინფორმაციას.

HTML-ის ელემენტები აგურებია, რომლისგანაც აგებულია HTML-გვერდი. HTML-კონსტრუქციების დახმარებით, სურათები და სხვა ობიექტები, მაგალითად, ინტერაქტიული ფორმები, შეიძლება ჩაშენებულ იქნას გამოსასახ გვერდში. HTML იძლევა სტრუქტურირებული დოკუმენტების შექმნის ხელსაწყოებს ტექსტის ისეთი სემანტიკური ელემენტებისთვის, როგორებიცაა სათაურები, პარაგრაფები, სიები, ციტატები და სხვა. HTML-ის ელემენტები განისაზვრება ტეგებით, რომლებიც იწერება კუთხოვან ფრჩხილებში. ტეგები, როგორებიცაა <img/> და <input/> უშუალოდ ათავსებენ კონტენტს გვერდზე. სხვა ტეგები, როგორიცაა მაგალიად <p> , გარს არტყავენ და გვერდის ტექსტს და განსაზვრავენ მასი მოქცეული კონტენტის რაობას; ისინი შეიძლება შეიცავდნენ სხვა ტეგებს ქვეელემენტების სახით. ბრაუზერები HTML-ტეგებს არ გამოსახავენ, არამედ ამ ტეგებით მონიშნულ დოკუმენტს ამუშავებენ და ინტერპრეტირებენ გვერდის შიგთავსის წარმოსადგენად.

HTML-ში შეიძლება ჩაშენებულ იქნას ისეთ სკრიფტულ ენებზე დაწერილი პროგრამები, როგორიცაა JavaScript, რაც გავლენას ახდენს გვერდის და მისი შიგთავსის ქცევაზე. CSS-ის ჩართვით, განისაზღვრება გვერდის შიგთავსის იერი და განლაგება. როგორც CSS ასევე HTML სტანდარტების ტექნიკურ მხარდაჭერას ემსახურება World Wide Web Consortium (W3C) და 1997 წლიდან აქტიურად ახალისებს CSS -ის გამოყნებას HTML-ზე.[43]

ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვერდების უმრავლესობა შეიცავს ჰიპერბმულებს, რომლებიც მიუძღვებიან მონათესავე სხვა გვერდებისკენ, ან შესაძლოა ჩამოტვირთვადი ფაილებისკენ, დოკუმენტებისკენ, აშწერებისკენ და სხვა ვებ-რესურსებისკენ. HTML კოდში, ჰიპერბმული გამოიყურება შემდეგი სახით: <a href="http://example.org/home.html">Example.org Homepage</a>

ამგვარ გამოსადეგ, მონათესავე რესურსების კოლექციებს, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან ჰიპერტექსტური ბმულების გამოყენებით , ეწოდება ინფორმაციის აბლაბუდა. ინტერნეტ-პუბლიკაციებმა შექმნეს ის, რასაც ტიმ ბერნერს-ლიმ პირველად, 1990 წლის ნოემბერში, უწოდა WorldWideWeb (პირვანდელი სახით დასახლება იწერებოდაც CamelCase-ის გამოყენებით, მოგვიანებით ამაზე უარი თქვეს).[16]

ვების ჰიპერბმულური სტრუქტურა აღწერილია წებგრაფით: ვებ-გრაფის კვანძები შეესაბამება ვებ-გვერდებს (ან URL-ს), ხოლო წიბოები მათ შორის – ჰიპერბმულებს. დროთა განმავლობაში, ბევრი ვებ-რესურსი, რომელზეც უთითებენ ჰიპერბმულები, ქრება, ხდება მათი გადატანა ან ჩანაცველაბა სხვა კონტენტით. ეს ჰიპერბმულებს დაძველებულად აქცევს; ამ ფენომენს, ზოგიერთ წრეში უწოდებენ ბმულების ლპობას, ხოლო იმ ჰიპერბმულებს, რომელსაც შეეხო ეს ფენომენი ხშირად ეწოდებათ მკვდარი ბმულები. ვების ამგვარმა ეფემერულმა ბუნებამ დღის წესრიგში დააყენა ვებ-გვერდების არქივაციის საჭიროება. 1996 წლიდან მოქმედებს ვებ-გვერდების არქივი Internet Archive, რომელიც ყველაზე განთქმულია ამგვარ სერვისებს შორის.

წინსართი www[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოსტის ბევრი სახელი მსოფლიო აბლაბუდაში იწყება სამი სიმბოლოთი www, რაც გამოძახილია ძველი ტრადიციის, რომლის მიხედვითაც Internet-ის ჰოსტის სახელი შეირჩეოდა იმ სამსახურიდან გამომდინარე, რასაც იგი ემსახურებოდა. ვებ-სერვერის ჰოსტის სახელი ხშირ შემთხვევაში არის www, ისევე, როგორც ftp შეიძლება იყის FTP სერვერის ჰოსტი, ხოლო news ან nntp Usenet-ის სიახლეების სერვერი. აღნიშნული ჰოსტის სახელები წარმოდგენილია ხოლმე როგორც DNS ან ქვედომენური სახელი, მაგალითად: www.example.com. www ჰოსტის სახელის გამოყენება არ არის სავალდებულო და არ არის რეგლამენტირებული არც ერთი ტექნიკური თუ პოლიტიკის სტანდარტით, ამიტომ ბევრი საიტი არ იყენებს მას. პირველი ვებ-სერვერი იყო nxoc01.cern.ch.[44] პაოლო პალაზინის თქმით,[45] რომელიც ტიმ ბერნერს-ლისთან ერთად CERN-ში მუშაობდა, www-ის პოპულარიზაცია ქვედომენური სახელის სახით შემთხვევითობა იყო; გეგმის მიხედვით World Wide Web-ის პროექტის გვერდი უნდა გამოქვეუნებულიყო www.cern.ch-ზე, მაშინ როცა თავად CERN-ის საშინაო გვერდი უნდა ყოფილიყო info.cern.ch, თუმცა DNS-ის ჩანაწერები აღარ გასწორებულა, რაც სხვებმაც დააკოპირეს და ვებგვერდის დომენური სახელის წინ www-ის დართვა პრაქტიკაში შევიდა.

ბევრი ვებსაიტი დღემდე იყენებს წინსართს, ან სხვა ქვედომენურ სახელებს, მაგალითად როგორიცაა www2, უსაფრთხოების ან სხვა სპეციალური დანიშნულებით. ბევრი ამგვარი ვებსერვერი გაწყობილია იმგვარად, რომ როგორც ძირითადი დომენური სახელი (მაგ., example.com), ასევე www ქვედომენი მიმართავს ერთსა და იმავე საიტს; ზოგიერთ სხვა ვებსერვერი ითხოვს მხოლოდ ერთს ან მეორეს, ან შესაძლოა ისინი ასოცირებულ იქნას განსხვავებულ ვებსაიტებთან. ქვედომენური სახელის გამოყენება სასარგებლოა შემომავალი ვებ-ტრაფიკის დატვირთვის გაწონასწორებისთვის CNAME ჩანაწერის გაკეთების გზით, რომელიც მიუთიითებს ვებსერვერთა კლასტერზე. ვინაიდან, ამ დროისთვის, CNAME-ში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ ქვედომენი, იმავე შედეგის მიღწევა შეუძლებელია მხოლოდ შიშველი ძირეული დომენის გამოყენებით.[46]

როდესაც მომხმარებელს ვებ-ბრაუზერის სამისამართო ველში შეყავს არასრული დომენური სახელი, ზოგიერთი ვებ-ბრაუზერი ცდილობს ავტომატურად დაუმატოს დასაწყისში „www“ წინასართი, ხოლო ბოლოში, შესაძლოა „.com“, „.org“, „.net“, იმის მიხედვით რა ნაწილი აკლია შეყვანილ მისამართს. მაგალითად, თუ შევიყვანთ „microsoft“ ეს შესაძლოა გადაიქცეს „http://www.microsoft.com/“-ად, ხოლო სიტყვა „openoffice“-ის შეყვანის შემთხვევაში გადაიქცეს „http://www.openoffice.org“-ად. ეს შესაძლებლობა პირველად გაჩნდა Firefox-ის ადრეულ ვერსიებში, როდესაც ჯერ კიდევ მისი სამუშაო სახელი იყო „Firebird“, ადრეულ 2003 წელს, რომელშიც ამ პრაქტიკამ გადაინაცვლა ისეთი ბრაუზერიდან როგორიცაა Lynx.[47] როგორც ცნობილია, Microsoft-მა 2008 წელს აშშ-ში მიიღო პატენტი ამავე იდეაზე, თუმცა მხოლოდ მობილური მოწყობილობებისთვის.[48]

ინგლისურ ენაზე, www ხშირად იკითხება როგორც „დაბლ-იუ – დაბლ-იუ– დაბლ-იუ“.[49] ზოგიერთი მომხმარებელი, კერძოდ კი ახალ ზელანდიაში წარმოთქვამენ მას როგორც „დაბ-დაბ-დაბ“. ინგლისელმა მწერალმა დაგლას ადამსმა ერთხელ გაზეთთან The Independent on Sunday-თან იხუმრა:[50]

ვიკიციტატა
„World Wide Web არის ერთადერთი რამ რაც ვიცი, რომლის შემოკლებული ფორმის თქმას სამჯერ მეტი დრო სჭირდება, ვიდრე იმის, რისთვისაც ის შემოკლდა

. მანდარინულ ჩინურში World Wide Web ტრადიციულად ითარგმნება როგორც ფონო-სემანტიკური შესაბამისობის წესით — „wàn wéi wǎng“ (ჩინ. 万维网) რომელიც შეესაბამება www-ს და ნიშნავს „უთვლადი განზომილების ქსელი“,[51] რაც ასახავს მსოფლიო აბლაბუდის არქიტექტურულ კონცეპტს და მისი გავრცელებას. ტიმ ბერნერს-ლის ვებ-სივრცეამტკიცებს, რომ „World Wide Web“ ოფიციალურად იწერება სამი განცალკევებული სიტყვის სახით, თითოეული სიტყვის პირველი ასო მასში უნდა დაიწეროს მაღალი რეგისტრით, დეფისების გარეშე.[52] Www პრეფიქსის გამოყენება შემცირება დაიწყო განსაკუთრებით, მაშინ როდესაც Web 2.0 ვებ-აპლიკაციები ცდილობდნენ თავიანთი დომენური სახელები ცნობადად და მარტივად წარმოთქმადად ექციათ.[53] მობილური ვებ-ის პოპილარობის ზრდასთან ერთად, ისეთი სერვისები, როგორებიცაა Gmail.com, Outlook.com, Myspace.com, Facebook.com და Twitter.com ხშირ შემთხვევაში მოიხსენიება დომენურ სახელზე „www“-ის (ან „.com“-ის) დამატების გარეშე.

სქემის სპეციფიკატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

URI-ს დასაწყისში სქემის სპეციფიკატორები http:// და https:// მიუთითებს HTTP ან HTTP Secure პროტოკოლებზე შესაბამისად. ისინი განსაზღვრავენ კომუნიკაციის რომელი პროტოკოლი გამოიყენება შეკითხვისა და პასუხისთვის. HTTP პროტოკოლი მსოფლიო აბლაბუდის მუაობისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, ხოლო HTTPS-ში დამატებული დათიფვრის დონე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბრაუზერის მიერ კონფიდენციალური მონაცემების მიღებისა და გადაცემისვის, მაგალითად პაროლების ან საბანკო ინფორმაციის. ბრაუზერები, წესისამებრ, ავტომატურად ამატებენ „http://“-ს მომხმარებლის მიერ შეყვანილ URI-ზე, თუ ის უკვე მითითებული არ არის.

გვერდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვებ-გვერდი (ასევე იწერება როგორც ვებგვერდი) არის დოკუმენტი, რომელიც გამოყენებადია მსოფლიო აბლაბუდასა და ვებ-ბრაუზერებში. ვებ-ბრაუზერი გამოსახავს ვებ-გვერდს მონიტორზე ან მობილურ მოწყობილობაზე. ტერმინი „ვებ-გვერდი“, ჩვეულებრივ, განეკუთვნება იმას, რაც ვიზუალურად თვალსაჩინოა, თუმცა ასევე შესაძლოა მიუთითებდეს თავად კომპიუტერული ფაილის შიგთავსზე, რომელიც, წესისამებრ, ტექსტური ფაილია, რომელიც შეიცავს HTML-ში, ან მონიშვნის სხვა შესაბამისი ენით დაწერილ ჰიპერტექსტს. ტიპიური ვებ-გვერდები იძლევიან ჰიპერტექსტს სხვა ვებ-გვერდებზე გადასასვლელად ჰიპერბმულების გამოყენები, რომლებიც ხშირად მოიხსენიება როგორც „ბმული“. თითოეული ვებ-გვერდის წარმოდგენისათვის ვებ-ბრაუზერს უწევს ხშირი მიმართვა ვებ-რესურსის მრავალ ელემენტთან, როგორებიცაა სტილის ფურცლები, სკრიპტები და სურათები.

ქსელში, ვებ-ბრაუზერს შეუძლია ვებ-გვერდის მოშორებული ვებ-სერვერიდან. ვებ-სერვერს შეუძლია შეზღუდოს წვდომა, მაგალითად ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ დახურული ქსელისთვის, როგორიცაა კორპორატიული ინტრანეტი. ვებ-ბრაუზერი იყენებს HTTP-პროტოკოლს ამგვარი მოთხოვნებით ვებ-სერვერისთვის მიმართვისთვის.

სტატიკური ვებ-გვერდის მიწოდება ხორციელდება ზუსტად იმ სახით, როგორც შენახულია, ვებ-სერვერის ფაილური სისტემაშიი შენახული ვებ-კონტენტის სახით. საპირისპიროდ, დინამიკური ვებ-გვერდი გენერირდება ვებ-აპლიკაციის მიერ, რომელიც, წესისამებრ, იმართება სერვერის პროგრამული უზრუნველყოფის მიერ. დინამიური ვებ-გვერდები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც თითოეულ მომხმარებელს შესაძლოა სჭირდებოდეს განსხვავებული ინფორმაცია, მაგალითად საბანკო ვებ-გვერდები, ვებ-ფოსტა და მისთანები.

სტატიკური გვერდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტატიკური ვებ-გვერდი არის გვერდი, რომელიც მომხმარებელს მიეწოდება ზუსტად იმ სახით, როგორც შენახულია, დინამიური ვებ-გვერდებისგან განსხვავებით, რომლებიც გენერირდება ვებ-აპლიკაციის მიერ.

შესაბამისად, სტატიკური ვებ-გვერდი გამოსახავს ერთსა და იმავე ინფორმაციას ყველა მომხმარებელისთვის, ყველა კონტექსტიდან, ვებ-სერვერის თანამედროვე შესაძლებლობებიდან გამომდინარე, დოკუმენტის კონტენტის ტიპის ან ენის შესათანხმებლად, სადაც ასეთი ვერსიები მხარდაჭერილია და სერვერი მომართულია საამისოდ.

დინამიური გვერდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასერვერო დინამიური ვებგვერდი არის ვებ-გვერდი, რომლის აგებულობა იმართება აპლიკაციის სერვერის მიერ სასერვერო სკრიპტების მუშაობის შედეგად. სასერვერო სკრიპტების მუშაობისას, პარამეტრები განსაზღვრავენ თითოეული ახალი ვებ-გვერდის შეკვრის მიმდინარეობას, მათ შორის კლიენტის მხარეს დამატებითი დამუშავების გაწყობას. კლიენტური დინამიური ვებ-გვერდი ამუშავებს ვებ-გვერდს HTML-ის სცენარებით, რომლებიც სრულდებიან ბრაუზერში ჩატვირთვისას. JavaScript-ი და სხვა სკრიპტული ენები განსაზღვრავენ მიღებული გვერდის HTML კოდის სინტაქსური ანალიზით DOM-ში გარდაქმნას, რომელიც წარმოადგენს ჩატვირთულ გვერდს. იმავე კლიენტური ხერხების გამოყენებით, შესაძლებელია შემდგომ DOM-ის განახლება ან შეცვლა. დინამიური ვებ-გვერდი ხშირად გადაიტვირთება მომხმარებლის ან კომპიუტერული პროგრამის მიერ ცვლადი შიგთავსის შეცვლისათვის. განახლების შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია მოდიოდეს სერვერიდან, ან ცვლილებებიდან, რომელიც განხორციელდა ამ გვერდის DOM-ში. ამან შეიძლება წაკვეთოს, ან შეიძლება არ წაკვეთოს ბრაუზერის (თვალიერების) ისტორია ან შექმნას შენახული ვერსია უკან დასაბრუნებლად, თუმცა დინამიური ვებ-გვერდის Ajax ტექნოლოგიით განახლების შემთხვევაში, არც უკან დასაბრუნებელი გვერდი შეიქმნება და არც წაკვეთავს ვებ-თვალიერების ისტორიას იმ, რომელიც წინ უძღვის გამოსახულ გვერდს. Ajax ტექნოლოგიის გამოყენებით საბოლოო მომხმარებელი იღებს ერთ დინამიურ გვერდს რომელიც ბრაუზერში იმართება როგორც ერთი გვერდი, მაშინ, როდესაც უშუალოდ გვერდზე გამოსახული კონტენტი შეიძლება იყოს ცვლადი. Ajax-ის ძრავი მოთავსებულია მხოლოდ ბრაუზერში, რომელიც გამოითხოვს მისი DOM-ის ნაწილებს თავისი კლიენტისთვის აპლიკაციის სერვერისაგან. DHTML არის ზოგადი ტერმინი იმ ტექნოლოგიებისა და მეთოდებისთვის, რომლებიც გამოიყენება არასტატიკური გვერდების შესაქმნელად, თუმცა Ajax-ის გავრცელების შემდეგ ეს ტერმინი საერთო გამოყენებიდან გამოვიდა, ამჟამად გამოიყენება იშვიათად. კლიენტური სცენარები, სერვერული სცენარები, ან მათი კომბინაცია უზრუნველყოფენ დინამიური ვებ-ინტერფეისს ბრაუზერში.

JavaScript-ი არის სცენარების ენა, რომელიც პირველად შემუშავდა 1995 წელს ბრენდან ეიხის მიერ, შემდეგ კი, Netscape-ის მიერ, ვებ-გვერდებში გამოსაყენებლად.[54] მისი სტანდარტიზებული ვერსია არის ECMAScript.[54] ვებ-გვერდების ინტერაქტიულობის გასაზრდელად, ზოგიერთი ვებ-აპლიკაცია იყენებს JavaScript-ის ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა Ajax. კლიენტური სკრიპტის მიწოდება ხორციელდება გვერდთან ერთად, რომელსაც შემდგომ შეუძლია დამატებითი HTTP მოთხოვნის გაგზავნა სერვერთან, ან მომხმარებლის ისეთი ქმედებების საპასუხოდ, როგორიცაა მაუსის მოძრაობა, დაწკაპუნება, ან გასული დროიდან გამომდინარე. სერვერის პასუხი გამოიყენება მიმდინარე გვერდის განსაახლებლად, ვიდრე ახალი გვერდის შესაქმნელად თითოეულ პასუხთან ერთად, ამდენად სერვერს ესაჭიროება მხოლოდ შეზღუდული, დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. შესაძლებელია მრავალი Ajax-მოთხოვნის დამუშავება ერთდროულად, და მომხმარებელს შეუძლია გვერდთან ურთიერთქმედება მონაცემების ამოღების პროცესში. ვებ-გვერდებს შეუძლიათ რეგულარულად გამოკითხონ ვებ-სერვერი ახალი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესამოწმებლად.[55]

ვებსაიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვებსაიტი[56] არის დაკავშირებული ვებ-რესურსების კოლექცია, მათ შორის ვებ-გვერდები, მულტიმედიური კონტენტი, რომელიც ხშირად იდენტიფიცირდება დომენური სახელით და გამოქვეყნებულია სულ მცირე ერთ ვებ-სერვერზე. აღსანიშნი მაგალითებია wikipedia.org, google.com, amazon.com.

ვებსაიტი შეიძლება წვდომადი იყოს საჯარო Internet Protocol-ის (IP) ქსელით, მაგალითად ინტერნეტით, ან ლოკალური ქსელით, URI-ზე მიმართვით, რომელიც განსაზღვრავს ვებსაიტს.

ვებსაიტს შესაძლებელია ჰქონდეს მრავალგვარად ფუნქცია და გამოიყენებოდეს მრავალნაირად; ვებსაიტი შეიძლება იყის პირადი ვებსაიტი, კომპანიის კორპორატიული ვებსაიტი, სახელმწიფო ვებსაიტი, ორგანიზაციის ვებსაიტი და სხვა. ძირითადად ვებსაიტი მიეძღვნება ერთ განსაზღვრულ თემას ან მიზანს, გართობისა და სოციალური ქსელებიდან დაწყებული, ახალი ამბების მიწოდებამდე და განათლებამდე. საჯაროდ ხელმისაწვდომი ვებსაიტები კოლექტიურად ქმნიან მსოფლიო აბლაბუდას, ხოლო დახურული ვებსაიტები, როგორიცაა კომპანიის ვებსაიტი მისი თანამშრომლებისათვის, წესისამბრ არის ინტრანეტის ნაწილი.

ვებ-გვერდები, რომელიც სამშენებლო აგურია ვებსაიტისთვის, არის დოკუმენტთა ერთობლივობა, რომელიც როგორც წესი, შედგენილია უბრალო ტექსტის სახით ჰიპერტექსტური მონიშვნის ენით (HTML, XHTML) ფორმატირების თანდართული ინსტრუქციებით. ვებსაიტი შეიძლება შეიცავდეს სხვა საიტების ელემენტებს შესაფერისი მონიშვნის ღუზებით. ვებსაიტებთან წვდომა და მათი გადაცემა ხორციელდება HTTP პროტოკოლის გამოყენებით, რომელშიც, ოპციონალურად, შესაძლოა გამოიყენებოდეს შიფრაცია (HTTPS) მომხმარებლისთვის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მომხმარებლის აპლიკაცია, ხშირ შემთხვევაში ეს არის ბრაუზერი,რომელსაც გამოაქვს გვერდის კონტენტი მისი HTML მონიშვნის ინსტრუქციების შესაბამისად ტერმინალის მონიტორზე.

ჰიპერბმულები გვერდებს შორის მკითხველს აწვდის ვებსაიტის სტრუქტურას და უზრუნველყოფს ვებსაიტზე ნავიგაციას, რომელიც ხშირად იწყება საშინაო გვერდით, რომელიც შეიცავს ვებ-საიტის შიგთავსის კატალოგს. ზოგიერთი ვებსაიტი, შიგთავსთან წვდომისათვის, მოითხოვს მომმარებლის რეგისტრაციას ან გამოწერას. გამოწერითი ვებსაიტების მაგალითებია ბიზნესის ვებსაიტები, ახალი ამბების ვებსაიტები, აკადემიური ჟურნალების ვებსაიტები, სათამაშო ვებსაიტები, ფაილების გასაზიარებელი ვებსაიტები, ვებ-ფორუმები , ელფოსტის ვებ-კლიენტები, სოციალური ქსელების ვებსაიტები, საფონდო ბირჟის მონაცემების რეალურ დროში აგრეგატორები, და სხვა მრავალი სერვისის მიმწოდებელი ვებსაიტები. საბოლოო მომხმარებლებს ვებსაიტზე წვდომის შესაძლებლობა შეიძლება ჰქონდეთ ფართო არჩევანის მოწყობილობებიდან, მათ შორის სტაციონარული და ლეპტოპ-კომპიუტერების მეშვეობით, ასევე სმარტფონებიდან, სმარტ-ტელევიზორებიდან, ტაბლეტური კომპიუტერებიდან და სხვა.

ბრაუზერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვებ-ბრაუზერი (ან უბრალოდ „ბრაუზერი“) არის სამომხმარებლო პროგრამული აგენტი მსოფლიო აბლაბუდაში განთავსებულ ინფორმაციასთან წვდომისათვის. ვებ-სერვერთან დასაკავშირებლად და მისი გვერდების წარმოსადგენად, მომხმარებელს ესაჭიროება ვებ-ბრაუზერის პროგრამული უზრუნველყოფა. ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც უშვებს მომხმარებელი ვებ-გვერდის ჩამოსატვირთად, დასაფორმატებლად და მომხმარებლის კომპიუტერის ეკრანზე გამოსასახად.[57]

ვებ-ბრაუზერებს, ვებ-გვერდების პოვნის, ნავიგაციის და მათი წარმოდგენის ფუნქციის გარდა, ხშირად აქვთ სანიშნეების შენახვის, ისტორიის ჩაწერის, cookies-ფაილების მართვის, საშინაო გვერდის, ვებ-საიტებზე შესასვლელი პაროლების შენახვის ფუნქცია.

ყველაზე გავრცელებული ვებ-ბრაუზერებია Chrome, Firefox, Safari, Internet Explorer, Opera და Microsoft Edge.

სერვერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვებ-სერვერი არის სერვერული პროგრამული უზრუნველყოფა, ან აპარატურული უზრუნველყოფა, რომელიც განკუთვნილია განსაზღვრული პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობისთვის,რომელიც შეუძლია დააკმაყოფილოს მსოფლიო აბლაბუდის კლიენტის მოთხოვნები. ზოგადად, ვებ-სერვერი შეიძლება შეიცავდეს ერთ, ან რამდენიმე ვებსაიტს. ვებ-სერვერი ამუშავებს HTTP და რამდენიმე სხვა პროტოკოლით შემომავალ ქსელურ მოთხოვნებს ვებ-სერვერის ძირითადი ფუნქცია არის ვებ-გვერდების შენახვა, დამუშავება და მიწოდება კლიენტებისთვის.[58] კლიენტსა და სერვერს შორის ურთიერთქმედება მყარდება HTTP პროტოკოლის გამოყენებით. კლიენტისთვის მიწოდებული გვერდები,ხშირ შემთხვევაში, არის HTML დოკუმენტი, რომელიც ტექსტის გარდა, შეიძლება შეიცავდეს სურათებს, სტილის ფურცლებს, და სკრიპტებს.

მომხმარებლის აგენტი, ძირითად შემთხვევაში ესაა ვებ-ბრაუზერი ან საძიებო რობოტი, კომუნიკაციის წამოწყებას ახორციელებს სერვერთან განსაზვრული რესურსის მოთხოვნის გაგზვნით HTTP-ის გამოყენებით, რაზეც სერვერი პასუხობს რესურსის კონტენტით, ან თუ ეს შეუძლებელია — შეცდომის მესიჯით. რესურსი, ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს რეალურ ფაილს რომელიც განთავსებულია სერვერის მეორად სანახში, თუმცა არ არის სავალდებულო რომ ამგვარად იყოს; დამოკიდებულია სერვერის იმპლემენტაციაზე. მაშინ, როდესაც ძირითადი ფუნქცია არის კონტენტის მომსახურება, HTTP-ის სრული იმპლემენტაცია მოიცავს კლიენტისგან კონტენტის მიღებასაც. ეს შესაძლებლობა გამოიყენება ვებ-ფორმების მისაღებად, მათ შორის, კლიენტის მხრიდან ფაილების ასატვირთად.

ბევრი საერთო დანიშნულების ვებ-სერვერს აქვს სერვერული სცენარების მხარდაჭერაც Active Server Pages (ASP), PHP, ან სხვა სკრიპტული ენების გამოყენებით. ეს ნიშნავს, რომ სერვერის ქცევა შეიძლება გაიწეროს ცალკეულ ფაილებში, მაშინ როდესაც სერვერის პროგრამული უზრუნველყოფა უცვლელად რჩება. ხშირად, ეს გამოიყენება დინამიური HTML დოკუმენტების გენერირებისათვის, სტატიკური დოკუმენტის დაბრუნების ნაცვლად. ამათგან პირველი, ძირითადად გამოიყენება მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციის ამოსაღებად ან მათ შესაცვლელად; უკანასკნელი, უფრო სწრაფია და მარტივად კეშირდება, თუმცა არ შეუძლია დინამიური კონტენტის მიწოდება.

ხშირად, მოწყობილობაში ჩაშენებული ვებ-სერვერი შეიძლება ნაპოვნი იქნას პრინტერებში, მარშრუტიზატორებში, ვებ-კამერებში, რომლებიც ემსახურებიან მხოლოდ ლოკალურ ქსელს. შემდეგ, ვებ-სერვერი შეიძლება გამოყენებულ იქნას განსახილველ მოწყობილობაზე დაკვირვების ან მისი ადმინისტრირების სისტემის ნაწილად. ხშირად ეს ნიშნავს, რომ კლიენტის კომპიუტერზე დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის დაყენების აუცილებლობა არ არსებობს, რადგან მხოლოდ ვებ-ბრაუზერია საჭირო (რომელიც ოპერაციული სისტემების უმეტესობას მოყვება).

Cookie[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია: Cookie.

HTTP-cookie (ასევე, ვებ-cookie, ინტერნეტ-cookie, ბრაუზერის cookie, ან უბრალოდ — cookie) არის მონაცემთა მცირე ფრაგმენტი, რომელიც იგზავნება ვებ-სერვერის მიერ და ინახება მომხმარებლის კომპიუტერში მომხმარებლის ბრაუზერის მიერ, როდესაც მომხმარებელი ათვალიერებს ვებსაიტს. Cookie-ფაილი შემუშთავებულია საიმისოდ, რომ იყოს საიმედო მექანიზმი ვებსაიტის მიერ მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დასამახსოვრებლად, ან მომხმარებლის მიერ თვალიერების აქტიურობის ჩასაწერად (მათ შორის, კონკრეტული ღილაკების დამახსოვრება, ავტორიზაცია, ან რომელი გვერდები იქნა დათვალიერებული ბოლოს). მათ ასევე შეუძლიათ ინფორმაციის თვითნებური ფრაგმენტების დამახსოვრება, რომელიც მომხმარებელმა უწინ შეიყვანა ფორმის ველებში, მაგალითად, სახელები, მისამართები, საკრედიტო ბარათის ნომრები.

Cookie-ფაილები თანამედროვე ვებში მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია არის ის, რომ აუთენტიკაციის cookie-ფაილები ვებ-სერვერების მიერ გამოყენებული ყველაზე გავრცელებული მეთოდია იმის დასადგენად, არის თუ არა მომხმარებელი ავტორიზებული, და რომელი ანგარიშით არის ავტორიზებული.ამგვარი მექნიზმის გარეშე, ვებსაიტს არ ეცოდინებოდა გააგზავნის სენსიტიური ინფორმაციის შემცველი გვერდი კლიენტთან, თუ მოსთხოვოს ავტორიზაციის აუთენტიკაციის გავლა ავტორიზაციის გზით.

აუთენტიკაციის cookie-ფაილებს უსაფრთხოება, წესისამებრ, დამოკიდებულია ფაილის გამცემი ვებსაიტის უსაფრთხოებაზე, მომხმარებლის ვებ-ბრაუზერზე, და ფაილის დაშიფრულობაზე. უსაფრთხოების მოწყვლადობამ შესაძლოა გარეშე პირს საშუალება მისცეს წაიკითხოს ფაილის შიგთავსი და გამოიყენოს იგი მომხმარებლის მონაცემებთან წვდომისათვის, ან იმ ვებსაიტებზე წვდომისათვის, რომელსაც ეკუთვნის cookie (იხილეთ, საიტთაშორისი მოთხოვნის გაყალბება, საიტთაშორისი სკრიპტინგი).[59]

სამეთვალყურეო cookie-ფაილები, და განსაკუთრებით მესამე მხარის სამეთვალყურეო cookie, ჩვეულებრივ გამოიყენება ცალკეული მომხმარებლების ისტორიის ხანგრძლივი ჩანაწერების შესაგროვებლად, რაც კონფიდენციალურობის პოტენციური პრობლემაა, რამაც აშშ-ის[60][61] და ევროპის[62] კანონმდებლები წააქეზა მიეღოთ ზომები 2011 წელს. ევროპული კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ყველა ვებ-საიტმა, რომელიც ორიენტირებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, სთხოვოს მომხმარებელს „გააზრებული თანხმობა“ მოწყობილობაზე არაპირველადი საჭიროების cookie-ფაილების განთავსებამდე.

კომპანია Google-ის Project Zero-ს მკვლევარი იან ჰორნი აღწერს იმ გზებს, რომლითაც cookie-ფაილები შეიძლება წაიკითხონ ისეთმა შუამავლებმა, როგორებიცაა Wi-Fi წვდომის წერტილის პროვაიდერები. ასეთ გარემოებეში, მკვლევარი ბრაუზერის „ინკოგნიტო რეჟიმის“ გამოყენების რეკომენდაციას იძლევა.[63]

საძიებო ძრავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვებ საძიებო ძრავი ან ინტერნეტის საძიებო ძრავი არის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც განკუთვნილია ვებ-ძიებისთვის (ინტერნეტ ძიებისთვის), რაც ნიშნავს, მსოფლიო აბლაბუდაში საძიებო მოთხოვნაში განსაზღვრული გარკვეული ინფორმაციის სემანტიკურ ძიებას. ძიების შედეგი, ჩვეულებრივ, წარმოდგენილია შედეგის სტრიქონის სახით, რომელიც ხშირად მოიხსენიება როგორც საძიებო ძრავის შედეგის გვერდები. ინფორმაცია შეიძლება იყოს ვებგვერდების, სურათების, ვიდეო ფაილების, ინფოგრაფიკების, სტატიების, კვლევითი ნამუშევრების, და სხვა სახის ფაილების ერთობლივობა. ზოგიერთი საძიებო ძრავი ასევე მოიპოვებს მონაცემთა ბაზებში ან ღია კატალოგებში ხელმისაწვდომ მონაცემებს. ვებ-კატალოგებისგან განსხვავებით, რომლებსაც მხოლოდ ადამიანი-რედაქტორები ემსახურებიან, საძიებო ძრავებს აქვთ რეალურ დროში ინფორმაციის მხარდაჭერა საძიებო რობოტის ალგორითმის შესრულებით.

ინტერნეტის ის კონტენტი, რომელიც ვერ იძებნება ვებ- საძიებო ძრავის მიერ, მოიხსენიება როგორც ღრმა ვები.

ღრმა ქსელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღრმა ქსელი,[64] უხილავი ვები,[65] ან დამალული ვები[66] არის მსოფლიო აბლაბუდის ნაწილი, რომელთა კონტენტი არ არის ინდექსირებული სტანდარტული საძიებო ძრავების მიერ. ღრმა ვების საპირისპირო ტერმინია ზედაპირული ვები, რომელიც წვდომადია ყველასთვის ინტერნეტის გამოყენებით.[67] საძიებო იდექსირების ტერმინად 2001 წელს „ღრმა ვების“ შემომღებად ითვლება კომპიუტერული მეცნიერი მაიკლ ბერგმანი.[68]

ღრმა ქსელის კონტენტი დამალულია HTTP-ფორმების უკან[69][70] და მოიცავს ბევრ ფართოდ გავრცელებულ გამოყენებს, როგორებიცაა ვებ-ელფოსტა, ონლაინ-საბანკო მომსახურება, და სერვისები, რომლისთვისაც მომხმარებელმა უნდა გადახდა, და დაცულია საგადასახადო კედლით; მაგალითად, ვიდეო მოთხოვნით, ონლაინ- ჟურნალები და გაზეთები, და სხვა. ღრმა ვების კონტენტზე წვდომა შესაძლებელია პირადპირი URL-ით ან IP-მისამართის გამოყენებით და შესაძლებელია აუცილებელი იყოს პაროლი, ან ვებსაიტის საჯარო გვერდს მიღმა სხვა უსაფრთხო წვდომა.

კეშირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვებ-კეში არის სერვერული კომპიუტერი, რომელიც განთავსებულია ღია ინტერნეტში, ან ორგანიზაციაში, რომელიც ინახავს იმ ვებ-გვერდებს, რომლებთანაც განხორციელდა უახლოეს პერიოდში წვდომა, რათა გააუმჯობესოს მომხმარებლისთვის პასუხის დაბრუნების დრო იმ კონტენტზე, რომელზეც მოთხოვნა განხორციელდა თავდაპირველი მოთხოვნიდან გარკვეულ დროში. ვებ-ბრაუზერების უმრავლესობაში ასევე გამოიყენება ბრაუზერის კეში, რომელიც იწერს ბოლოს მოპოვებულ მონაცემებს მონაცემთა შენახვის ლოკალურ მოწყობილობაზე.

ბრაუზერის HTTP-მოთხოვნებმა შეიძლება მოითხოვონ მხოლოდ ის მონაცემები, რომლებიც შეიცვალა მათთან ბოლო წვდომის შემდეგ. ვებ-გვერდები და რესურსები შეიძლება შეიცვადენენ ვადის ამოწურვის შესახებ ინფორმაციას კეშირების კონტროლისთვის, კონფიდენციალური მონაცემების უსაფრთხოების დაცვისთვის, მაგალითად ონლაინ- საბანკო მომსახურებისას, ან საინფორმაციო საშუალებების ხშირად განახლებადი ვებსაიტების მუშაობის გასაიოლებლად. გამორჩეულად დინამიური კონტენტის მქონე საიტებიც კი, შესაძლოა უშვებდნენ საწყისი რესურსების განახლებას მხოლოდ პერიოდულობით. ვებსაიტების შემმუშავებლები მიზანშეწონილად თვლიან სრული საიტის CSS და JavaScript მონაცემების რამდენიმე ფაილად გაერთიანებას ეფექტიანად კეშირების უზრუნველსაყოფად. კორპორატიული ფაიერვოლები ერთი მომხმარებლის მიერ გამოთხოვილ ვებ-რესურსებს ხშირად კეშავენ, სხვა მომხმარებელების სასარგებლოდ. ზოგიერთი საძიებო ძრავი ინახავს ხშირად წვდომადი ვებსაიტების კონტენტს.

უსაფრთხოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიმინალებისთვის მსოფლიო აბლაბუდა იქცა ადგილად, სადაც ისინი ავრცელებენ მავნე პროგრამულ უზრუნველყოფას, და მონაწილეობენ რიგ კიბერდანაშაულში, მათ შორის პირადი მონაცემების ქურდობაში, თაღლითობაში, შპიონაჟში და სადაზვერვო მონაცემების შეგროვებაში.[71]ვებ-მოწყვლადობების რიცხვმა გადააჭარბა კომპიუტერული უსაფრთხოების ტრადიციული პრობლემების რაოდენობას და,[72][73] Google-ის ცნობით, ათიდან ერთი ვებ-გვერდი შეიძლება შეიცავდეს მავნე კოდს.[74] ვებ-შეტევების უმეტესობა ხორციელდება კანონიერ ვებსაიტებზე და Sophos-ის დათვლით, უმეტესობა განლაგებულია შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და რუსეთში.[75] ყველაზე გავრცელებული მავნესაფრთხე არის SQL-ინექციის ტიპის შეტევები ვებსაიტებზე.[76]

HTML-ის და URI-ის გამოყენებით, ვები მოწყვლადი იყო სატთაშორისი სკრიპტინგის (XSS) ტიპის შეტევების მიმართ, რომელიც გავრცელდა JavaScript-ის გამოქვეყნებასთან ერთად[77] და გარკვეულწილად გაუარესდა Web 2.0-თა და Ajax-ის ვებ-დიზაინით, რომელიც მხარს უჭერს სკიპტების გამოყენებას.[78] დღეისთვის, ზოგიერთი დათვლებით, საშუალოდ ყველა ვებსაიტს შორის 70% დაუცველია მათ მომხმარებლებზე XSS შეტევებისგან.[79] მსოფლიო აბლაბუდაში კიდევ ერთი გავრცელებული საფრთხე არის ფიშინგი. 2013 წლის თებერვალის RSA-ის შეფასებით, ფიშინგისგან გლობალურმა დანაკარგებმა 2012 წელს 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.[80] ფიშინგის ორი გავრცელებული მეთოდია ფარული გადამისამართება და ღია გადამისამართება.

შეთავაზებული გადაწყვეტები განსხვავებულია. მსხვილი კიბერუსაფრთხოების კომპანიები, როგორიცაა McAfee უკვე შეიმუშავეს მართვისა და შესაბამისობის პაკეტები, რათა დააკმაყოფილონ 9/11-ის შემდგომი რეგულაციები,[81] ხოლო ზოგიერთი, როგორიცაა Finjan, სთავაზობს აქტიურ რელურ დროში პროგრამის კოდის და სრული კონტენტის შემოწმებას, მიუხედავად მისი წყაროს ვინაობისა.[71] ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ორგანიზაციებმა უნდა განიხილონ ვებ-უსაფრთხოება როგორც ბიზნესის შესაძლებლობა, და არა როგორც დანახარჯების ცენტრი,[82] სხვები კი მოუწოდებენ „საყოველთაო, მუდმივი ციფრული უფლებების მართვისკენ“ რომელიც ინტეგრირებული იქნება ინფრასტრუქტურაში, ასობით კომპანიის ჩასანაცვლებლად, რომლებიც მონაცემების და ქსელების დაცვას უზრუნველყოფენ.[83] ჯონათან ზიტრეინი აცხადებს, რომ უმჯობესია მომხმარებლებმა გაიზიარონ პასუხისმგბელობა კომპიუტერულ უსაფრთხოებაზე, ვიდრე ინტერნეტი მოხვდეს აკრძალვების ქვეშ.[84]

კონფიდენციალურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველ ჯერზე, როდესაც კლიენტი გამოითხოვს ვებ-გვერდს, სერვერს მომთხოვნის IP მისამართის იდენტიფიცირების შესაძლებლობა აქვს. ჩვეულბერივ, ვებ-სერვერები ინახავენ IP მისამართებს ლოგირების ფაილში. ასევე, თუ სხვანაირად არ არის მომართული, ბრაუზერების უმეტესობა იწერს მოთხოვნილ ვებ-გვერდებს გადასახედად ხელმისაწვდომ ისტორიის ფუნქციაში, ასევე ჩვეულებრივ, კეშის სახით ლოკალურად ინახება კონტენტის დიდი ნაწილი. თუ სერვერსა და ბრაუზერს შორის კომუნიკაცია არ იყენებს HTTPS შიფრაციას, ვებ-მოთხოვნები და პასუხები მოგზაურობენ ინტერნეტში უბრალო ტექსტის სახით და შეიძლება წაკითხულ, ჩაწერილ და კეშირებულ იქნას შუამავალი სისტემების მიერ. პერსონალური ინფორმაციის დამალვის კიდევ ერთი გზა არის ვირტუალური კერძო ქსელის (VPN) გამოყენება. VPN შიფრავს ონლაინ-ტრაფიკს და ნიღბავს საწყის IP მისამართს, რითიც ამცირებს მომხმარებლის იდენტიფიკაციის რისკს.

როდესაც ვებ-გვერდი სთხოვს, ხოლო მომხმარებელი აწვდის პერსონალურ საიდენტიფიკაციო მონაცემებს — რეალურ სახელს, მისამართს, ელფოსტის მისამართს და სხვა, ვებ-ობიექტებს შეუძლიათ აღნიშნული ინფორმაციის ასოცირება ამ პიროვნებასთან. თუ ვებსაიტი იყენებს HTTP cookie-ფაილებს, მომხმარებლის სახელის, პაროლის ნამდვილობის შემოწმებას, ან სამეთვალყურეობის სხვა მეთოდებს, მას შეეძლება უთვალთვალოს სხვა ვებსაიტებზე ვიზიტებსაც, საიდენტიფიკაციო მონაცემების მიწოდებამდე და მის შემდეგ. ამგვარად, ვებ-ტექნოლოგიის გამომყენებელ ორგანიზაციას საშუალება ექნება შეადგინოს იმ პირის პროფილი, რომელიც იყენებს მის საიტს ან საიტებს. ინდივიდუალური პირის შესახებ შეგროვებული ინფორმაციის პროფილირების შედეგად, მონაცემები შესაძლოა მოიცავდეს ინფორმაციას პირის მიერ თავისუფალ დროის გატარების შესახებ, საყიდლების ინტერესის, პროფესიის და დემოგრაფიული პროფილის სხვა ასპექტებს.

თვალსაჩინოა, რომ ამგვარი პროფილები მარკეტოლოგების, რეკლამის დამკვეთების და სხვათა პოტენციურ ინტერესს წარმოადგენს. ვებსაიტის მოხმარების პირობების და კონფიდენციალურობის პოლიტიკიდან, ასევე პერსონალური ინფორმაციის შესახებ ადგილობრივი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ეს პროფილები შესაძლოა გაყიდულ, გაზიარებულ, ან გადაცემულ იქნას სხვა ორგანიზაციებზე მომხმარებლის შეტყობინების გარეშე. ჩვეულებრივი ადამიანების უმეტესობისთვის, ეს ნიშნავს ელფოსტაზე მიღებულ მოულოდნელ წერილს ან გარკვეულ ვებ-გვერდზე სტუმრობისას უჩვეულოდ აქტუალურ საკითხზე რეკლამას. სხვებისთვის, რომლებმაც გარკვეული დრო დაუთმეს უჩვეულო ინტერესებს, ეს შეიძლება ნიშნავდეს გარკვეული სფეროს მარკეტინგულ მიზანში მოხვედრას და დიდი რაოდენობით არასასურველი შემოთავაზების მიღებას. პირების ინტერესების და ვებ-მიდრეკილებების მიხედვით პირის გამჟღავნება, მიზანში ამოღება და მეთვალყურეობა ასევე შეუძლიათ სამართალდამცავ, კონტრტერორისტულ და სადაზვერვო ორგანიზაციებსაც.

სოციალური ქსელები, როგორც წესი, ცდილობენ, მომხმარებელმა მიუთითოს თავისი ნამდვილი სახელი, ინტერესები, ადგილმდებარეობები, ფსევდონიმების ნაცვლად, რადგან მათ ხელმძღვანელებს სწამთ, რომ ამით სოციალური ქსელის გამოყენება მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი გახდება. მეორე მხრივ, ატვირთული ფოტოსურათები, დაუცველად გამოქვეყნებული მოსაზრებები შეიძლება იდენტიფიცირებულ იქნას იმ პირის მიერ, ვინც ნანობს ამ გაჟღავნებას. დამსაქმებლები, სკოლები, მშობლები და სხვა ნათესავები შეიძლება მოექცნენ სოციალური ქსელის პროფილის ისეთი ასპექტების გავლენის ქვეშ, როგორიცაა ტექსტობრივი პოსტები, ციფრული ფოტოები, რომლებიც ავტორის მიერ არ მოიაზრებოდა ამ აუდიტორიისთვის გაზიარებას. ინტერნეტ-ხულიგნებმა შესაძლებელია გამოიყენონ პერსონალური ინფორმაცია მომხმარებელზე თავდასხმისა და დევნისთვის. თანამედროვე სოციალური ქსელები ვებსაიტები საშუალებას იძლევიან ზედმიწევნით გაკონტროლებულ იქნას თითოეული პოსტის კონფიდენციალურობა, თუმცა დამწყებთთათვის ეს შეიძლება რთული იყოს, და ვერ შეძლონ ამ შესაძლებლობის სათანადოდ გამოყენება.[85] ვებსაიტებზე ატვირთული ფოტოსურათები და ვიდეო ფაილები განსაკუთრებულ პრობლემებს იწვევენ, რადგან შესაძლებელია პირის სახე დამატებულ იქნას ონლაინ პროფილში. სახის ამოცნობის ტექნოლოგიის თანამედროვე და პოტენციური განვითარების პირობებში, შემდგომში, სახის გაიგივება შესაძლებელია სხვა, მანამდე ანონიმურ სურათებთან, ღონისძიებებთან, ან მოვლენებთან, რომლებიც აღბეჭდილია სხვა გარემოში.სურათების კეშირების, გასარკევების, და კოპირების გამო, სურათის მსოფლიო აბლაბუდის ამოღება რთულია.

სტანდარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვებ-სტანდარტები აერიანებს მრავალ ურთიერთდამოკიდებულ სტანდარტებსა და სპეციფიკაციებს, რომელთაგან ზოგიერთი არეგულირებს არა მხოლოდ მსოფლიო აბლაბუდას, არამედ მთლიან ინტერნეტს. ისეთი სტანდარტებიც კი, რომლებიც არ არის გამიზნული ვებისთვის, პირდაპირ ან არაპირდაპირგავლენას ახდენენ ვებსაიტებისა და ვებსერვისების შემუშავებასა და ადმინისტრირებაზე. განხილვა მოიცავს ვებ-გვერდებისა და ვებსაიტების ურთიერთავსებადობას, ხელმისაწვდომობასა და გამოყენებადობას.

ვებ-სტანდდარტები ფართო გაგებით შედგება შემდეგისგან:

  • World Wide Web Consortium-ის (W3C) მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები;[86]
  • „ცხოვრების დონე“ (Living Standard) — შემუშავებულია ვების, ჰიპერტექსტის, აპლიკაციის ტექნოლოგიების სამუშაო ჯგუფის (WHATWG) მიერ;
  • სამუშაო შეთავაზების (RFC) დოკუმენტები, რომლებიც გამოქვეყნებულია ინტერნეტის საინჟინრო საბჭოს მიერ (IETF);[87]
  • სატნადრტიზაციის სდაერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მიერ გამოქვეყნებული სტანდარტები;[88]
  • Ecma International-ის მიერ გამოქვეყნებული სტანდარტები;[89]
  • უნიკოდის კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებული Unicode-ის სტანდარტი და უნიკოდის სხვადასხვა ტექნიკური ანგარიშები (UTR);[90]
  • სახელების და ნომრების რეესტრი, რომელსაც მართავს ინტერნეტის მისამართთა სივრცის ადმინისტრაცია (IANA).[91]

ვებ-სტანდარტები არ არის ფიქსირებული წესების ნაკრები, არამედ არის ვებ-ტექნოლოგიების მუდმივად განვითარებადი საბოლოო ტექნიკური სპეციფიკაციების ნაკრები.[92] ვებ-სტანდარტები მუშავდება სტანდარტიზაციის ორგანიზაციების მიერ — დაინტერესებული, და ხშირად ერთმანეთის კონკურენტი მხარეთა ჯგუფები, რომელთაც ავალიასტანდარტიზაცია — შემუშავებული ტექნოლოგია ვერ გამოცხადდება სტანდრატად ცელკეული ერთი კომპანიის ან ინდივიდის მიერ. მნიშვნელოვანია განვასხვავოთ შემუშავების პროცესში მყოფი სპეციფიკაციები შემუშავების საბოლოო სტატუსს მიღწეულებისგან (W3C-ის სპეციფიკაციების შემთხვევაში ესაა სიმწიფის უმაღლესი დონე).

ხელმისაწვდომობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს ალტერნატიულ ფორმატსა და მატარებლებზე ვებთან წვდომის მეთოდები რომლებიც ამარტივებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გამოყენებას. ეს შეზღუდული შესაძლებლობები შესაძლოა იყოს მხედველობითი, სმენითი, ფიზიკური, მეტყველებითი, კოგნიტიური, ნევროლოგიური, ან გარკვეული კომბინაცია. უნივერსალური ხელმისაწვდომობის შესაძლებლობები ასევე ეხმარება დროებითად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, როგორიცაა მაგალითად მოტეხილი ხელი, ან მოხუც ადამიანებს, რომელთა შესაძლებლობები ასაკთან ერთად მცირდება.[93] მსოფლიო აბლაბუდა იღებს ინფორმაციას, ისევე როგორც გასცემს ინფორმაცია და ურთიერთქმედებს საზოგადოებასთან. World Wide Web Consortium აცხადებს,რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვები იყოს წვდომადი ყველასთვის, ამგვარად მას შეეძლება უზრუნველყოს თანაბარი ხელმისაწვდომობა და თანაბარი შესაძლებლობები შშმ პირებისათვის.[94] ტიმ ბერნერს-ლიმ ერთხელ შენიშნა, „მსოფლიო აბლაბუდის ძალა მის უნივერსალურობაშია. შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, ყველას მიერ მასთან ხელმისაწვდომობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ასპექტი“.[93] მრავალ ქვეყანაში ვებსაიტების შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობის აუცილებლობა რეგულირდება ვებსაიტების მიმართ მოთხოვნებით.[95] საერთაშორისო თანამშრომლობამ W3C Web Accessibility Initiative-ის ფარგლებში საფუძველი დაუდო მარტივ გაიდლაინებს, რომლებიც შესაძლებელია გამოიყენონ კონტენტის შემქმნელებმა და პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავბლებმა, რათა ვები გახადონ ხელმისაწვდომი იმ პირბისთვის ვინ იყენებს, ან არ იყენებს დამხმარე ტექნოლოგიებს.[93][96]

ინტერნაციონალიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

W3C-ის ინტერნაციონალიზაციის აქტივობები გვარწმუნებს, რომ ვებ-ტექნოლოგიები მუშაობენ ყველა ენაზე, დამწერლობასა და კულტურაში.[97] 2004-2005 წლებში გავრცელება დაიწყო უნიკოდმა და საბოლოოდ 2007 წლის დეკემბერში ჩამოიტოვა როგორც ASCII, ასევე Western European, რომლებიც იყვნენ სიმბოლოთა ყველაზე ხშირად გამოყენებადი კოდირებები.[98] თავდაპირველად RFC 3986 საშუალებას იძლეოდა, რომ URI-ში გამოყენებული ყოფილიყო მხოლოდ US-ASCII სიმბოლოთა ნაკრები. RFC 3987-ში მხარდაჭერილია ყველა სიმბოლო რომელიც არის უნივერსალურ სიმბოლოთა ნაკრებში (UCS), ამდენად ამჟამად IRI შესაძლებელია დაიწეროს ნებიმიერ ენაზე,[99] მათ შორის ქართულადაც.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tobin, James (2012-06-12). Great Projects: The Epic Story of the Building of America, from the Taming of the Mississippi to the Invention of the Internet (en). Simon and Schuster. ISBN 978-0-7432-1476-6. 
  2. What is the difference between the Web and the Internet?. W3C (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივლისი, 2015. ციტირების თარიღი: 31 მაისი, 2020.
  3. McPherson, Stephanie Sammartino (2009). Tim Berners-Lee: Inventor of the World Wide Web. Twenty-First Century Books. ISBN 978-0-8225-7273-2. 
  4. Quittner, Joshua. “Network Designer Tim Berners-Lee“, Time Magazine, 29 მარტი, 1999. ციტირების თარიღი: 17 მაისი, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან - 15 აგვისტო, 2007. „He wove the World Wide Web and created a mass medium for the 21st century. The World Wide Web is Berners-Lee's alone. He designed it. He set it loose it on the world. And he more than anyone else has fought to keep it an open, non-proprietary and free.“ 
  5. In, Lee (2012-06-30). Electronic Commerce Management for Business Activities and Global Enterprises: Competitive Advantages: Competitive Advantages (en). IGI Global. ISBN 978-1-4666-1801-5. 
  6. Misiroglu, Gina (2015-03-26). American Countercultures: An Encyclopedia of Nonconformists, Alternative Lifestyles, and Radical Ideas in U.S. History: An Encyclopedia of Nonconformists, Alternative Lifestyles, and Radical Ideas in U.S. History (en). Routledge. ISBN 978-1-317-47729-7. 
  7. World Wide Web Timeline. Pew Research Center (11 მარტი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივლისი, 2015. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო, 2015.
  8. Dewey, Caitlin. (12 მარტი, 2014) 36 Ways the Web Has Changed Us. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 სექტემბერი, 2015. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო, 2015.
  9. Internet Live Stats. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივლისი, 2015. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო, 2015.
  10. (2007) New Perspectives on Microsoft Office Access 2007, Comprehensive. Cengage Learning, გვ. 390. ISBN 978-1-4239-0589-9. 
  11. Enzer, Larry. (აგვისტო, 31, 2018) The Evolution of the World Wide Web. ციტირების თარიღი: აგვისტო, 31, 2018
  12. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ნოემბერი, 2015. ციტირების თარიღი: 2015-08-26.
  13. მაისი,, Ashley. “Happy 30th birthday, World Wide Web. Inventor outlines plan to combat hacking, hate speech“, USA Today, მარტი, 12, 2019. (en) 
  14. Aja Romano. “The World Wide Web – not the Internet – turns 30 years old“, Vox.com, 12 მარტი, 2019. 
  15. Berners-Lee, Tim. (მარტი, 1989) Information Management: A Proposal. W3C. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი, 2009. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2009.
  16. 16.0 16.1 Berners-Lee, Tim; Cailliau, Robert. WorldWideWeb: Proposal for a HyperText Project (12 ნოემბერი, 1990). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მაისი, 2015. ციტირების თარიღი: 12 მაისი, 2015.
  17. იგულისხმება, რომ მომხმარებელს არ შეუძლია რესურსზე ცვლილების შეტანა, არამედ მხოლოდ მისი ამოკითხვა შეუძლია.
  18. Tim Berners-Lee's original World Wide Web browser. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივლისი, 2011. ციტატა: „With recent phenomena like blogs and wikis, the Web is beginning to develop the kind of collaborative nature that its inventor envisaged from the start.“
  19. Tim Berners-Lee: client. W3.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივლისი, 2009. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2009.
  20. First Web pages. W3.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 იანვარი, 2010. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2009.
  21. The birth of the web. CERN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 დეკემბერი, 2015. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2015.
  22. Murawski, John. “Hunt for world's oldest WWW page leads to UNC Chapel Hill“, News & Observer, 24 მაისი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან - 8 ივნისი, 2013. 
  23. Short summary of the World Wide Web project (6 აგვისტო, 1991). ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2009.
  24. Silvano de Gennaro disclaims 'the first photo on the Web'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აგვისტო, 2012. ციტატა: „If you read well our website, it says that it was, to our knowledge, the 'first photo of a band'. Dozens of media are totally distorting our words for the sake of cheap sensationalism. Nobody knows which was the first photo on the Web.“ ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2012.
  25. The Early World Wide Web at SLAC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ნოემბერი, 2005.
  26. About SPIRES. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 თებერვალი, 2010. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2010.
  27. A Little History of the World Wide Web. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მაისი, 2013.
  28. W3C10 Timeline Graphic. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2020.
  29. Conklin, Jeff (1987), IEEE Computer, 20, сс. 17–41
  30. Inventor of the Week Archive: The World Wide Web. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი: MIT School of Engineering. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივნისი, 2010. ციტირების თარიღი: 23 ივლისი, 2009.
  31. Ten Years Public Domain for the Original Web Software. Tenyears-www.web.cern.ch (30 აპრილი, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აგვისტო, 2009. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2009.
  32. Mosaic Web Browser History – NCSA, Marc Andreessen, Eric Bina. Livinginternet.com. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2009.
  33. NCSA Mosaic – სექტემბერი, 10, 1993 Demo. Totic.org. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2009.
  34. Vice President Al Gore's ENIAC Anniversary Speech. Cs.washington.edu (14 თებერვალი, 1996). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 თებერვალი, 2009. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2009.
  35. „Internet legal definition of Internet“. West's Encyclopedia of American Law, edition 2. Free Online Law Dictionary. 15 ივლისი, 2009. http://legal-dictionary.thefreedictionary.com/Internet. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი, 2008.
  36. WWW (World Wide Web) Definition. TechTerms. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მაისი, 2009. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2010.
  37. Jacobs, Ian; Walsh, Norman. Architecture of the World Wide Web, Volume One. W3C (15 დეკემბერი, 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 თებერვალი, 2015. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი, 2015.
  38. Supplement no.1, Diplomatic and Overseas List, K.B.E.. The Gazette (31 დეკემბერი, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 თებერვალი, 2016. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2016.
  39. Web's inventor gets a knighthood“, BBC, 31 დეკემბერი, 2003. ციტირების თარიღი: 25 მაისი, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან - 23 დეკემბერი, 2007. 
  40. What is the difference between the Web and the Internet?. World Wide Web Consortium. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აპრილი, 2016. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2016.
  41. Muylle, Steve; Rudy Moenaert; Marc Despont (1999). "A grounded theory of World Wide Web search behaviour". Journal of Marketing Communications 5 (3): 143. .
  42. Flanagan, David JavaScript – The definitive guide, 6, გვ. 1. „JavaScript is part of the triad of technologies that all Web developers must learn: HTML to specify the content of web pages, CSS to specify the presentation of web pages, and JavaScript to specify the behaviour of web pages.“ 
  43. HTML 4.0 Specification – W3C Recommendation – Conformance: requirements and recommendations. World Wide Web Consortium (18 დეკემბერი, 1997). ციტირების თარიღი: ივლისი, 6, 2015.
  44. Berners-Lee, Tim. Frequently asked questions by the Press. W3C. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აგვისტო, 2009. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2009.
  45. Palazzi, P (2011) 'The Early Days of the WWW at CERN' Archived 2012-07-23 საიტზე Wayback Machine.
  46. Dominic Fraser. (მაისი, 13, 2018) Why a domain's root can't be a CNAME – and other tidbits about the DNS. FreeCodeCamp.
  47. automatically adding www.___.com. mozillaZine (16 მაისი, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივნისი, 2009. ციტირების თარიღი: 27 მაისი, 2009.
  48. Masnick, Mike. (7 ივლისი, 2008) Microsoft Patents Adding 'www.' And '.com' To Text. Techdirt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივნისი, 2009. ციტირების თარიღი: 27 მაისი, 2009.
  49. Audible pronunciation of 'WWW'. Oxford University Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მაისი, 2014. ციტირების თარიღი: 25 მაისი, 2014.
  50. Simonite, Tom. Help us find a better way to pronounce www. New Scientist, Technology (ივლისი, 22, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი, 2016. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2016.
  51. MDBG Chinese-English dictionary – Translate. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ნოემბერი, 2008. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2009.
  52. Frequently asked questions by the Press – Tim BL. W3.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აგვისტო, 2009. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2009.
  53. Castelluccio, Michael. It's not your grandfather's Internet.. Institute of Management Accountants (2010). ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2016.
  54. 54.0 54.1 Hamilton, Naomi. (31 ივლისი, 2008) The A-Z of Programming Languages: JavaScript. Computerworld. IDG. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მაისი, 2009. ციტირების თარიღი: 12 მაისი, 2009.
  55. Buntin, Seth. (23 სექტემბერი, 2008) jQuery Polling plugin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აგვისტო, 2009. ციტირების თარიღი: 2009-08-22.
  56. website. ციტირების თარიღი: 2011-07-02
  57. Difference Between Search Engine and Browser.
  58. Patrick, Killelea (2002). Web performance tuning, 2nd, Beijing: O'Reilly, გვ. 264. ISBN 978-0596001728. OCLC 49502686. 
  59. Vamosi, Robert. (2008-04-14) Gmail cookie stolen via Google Spreadsheets. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი, 2017.
  60. New net rules set to make cookies crumble“, BBC, 2011-03-08. 
  61. Sen. Rockefeller: Get Ready for a Real Do-Not-Track Bill for Online Advertising. Adage.com (2011-05-06).
  62. What about the "EU Cookie Directive"?. WebCookies.org (2013). ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი, 2017.
  63. Want to use my wifi?, Jann Horn, accessed 2018-01-05.
  64. Hamilton, Nigel. The Mechanics of a Deep Net Metasearch Engine.
  65. Devine, Jane; Egger-Sider, Francine (ივლისი, 2004). "Beyond google: the invisible web in the academic library". The Journal of Academic Librarianship 30 (4): 265–269. .
  66. Raghavan, Sriram; Garcia-Molina, Hector (სექტემბერი, 11–14, 2001). "Crawling the Hidden Web". 27th International Conference on Very Large Data Bases. http://ilpubs.stanford.edu:8090/725/.
  67. Surface Web. Computer Hope. ციტირების თარიღი: ივნისი, 20, 2018.
  68. Wright, Alex. “Exploring a 'Deep Web' That Google Can't Grasp“, The New York Times, 2009-02-22. ციტირების თარიღი: 2009-02-23. 
  69. Madhavan, J., Ko, D., Kot, Ł., Ganapathy, V., Rasmussen, A., & Halevy, A. (2008). Google's deep web crawl. Proceedings of the VLDB Endowment, 1(2), 1241–52.
  70. Shedden, Sam. (ივნისი, 8, 2014) How Do You Want Me to Do It? Does It Have to Look like an Accident? – an Assassin Selling a Hit on the Net; Revealed Inside the Deep Web. ციტირების თარიღი: მაისი, 5, 2017.
  71. 71.0 71.1 Ben-Itzhak, Yuval. “Infosecurity 2008 – New defence strategy in battle against e-crime“, ComputerWeekly, Reed Business Information, 18 აპრილი, 2008. ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან - 4 ივნისი, 2008. 
  72. Martin, Robert A.. Vulnerability Type Distributions in CVE (version 1.1). MITRE (22 მაისი, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მარტი, 2013. ციტირების თარიღი: 7 ივნისი, 2008.
  73. Symantec Internet Security Threat Report: Trends for July–დეკემბერი, 2007 (Executive Summary). XIII. Symantec Corp.. აპრილი, 2008. pp. 1–2. დაარქივებულია ორიგინალიდან 25 ივნისი, 2008-ში. https://web.archive.org/web/20080625065121/http://eval.symantec.com/mktginfo/enterprise/white_papers/b-whitepaper_exec_summary_internet_security_threat_report_xiii_04-2008.en-us.pdf. წაკითხვის თარიღი: 11 მაისი, 2008.
  74. Google searches web's dark side“, BBC News, 11 მაისი, 2007. ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან - 7 მარტი, 2008. 
  75. Security Threat Report (Q1 2008). Sophos. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 დეკემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 24 აპრილი, 2008.
  76. Security threat report. Sophos (ივლისი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 დეკემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2008.
  77. Fogie, Seth, Jeremiah Grossman, Robert Hansen, and Anton Rager (2007). Cross Site Scripting Attacks: XSS Exploits and Defense. Syngress, Elsevier Science & Technology, გვ. 68–69, 127. ISBN 978-1-59749-154-9. ციტირების თარიღი: 6 ივნისი, 2008. 
  78. O'Reilly, Tim. (30 სექტემბერი, 2005) What Is Web 2.0 გვ. 4–5. O'Reilly Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი, 2013. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2008. and AJAX web applications can introduce security vulnerabilities like "client-side security controls, increased attack surfaces, and new possibilities for Cross-Site Scripting (XSS)", in Ritchie, Paul (მარტი, 2007). "The security risks of AJAX/web 2.0 applications". Infosecurity. დაარქივებულია ორიგინალიდან 25 ივნისი, 2008-ში. https://web.archive.org/web/20080625065122/http://www.infosecurity-magazine.com/research/Sep07_Ajax.pdf. წაკითხვის თარიღი: 6 ივნისი, 2008. which cites “Ajax Security Basics“, SecurityFocus, 22 ივნისი, 2006. ციტირების თარიღი: 6 ივნისი, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან - 15 მაისი, 2008. 
  79. Berinato, Scott. “Software Vulnerability Disclosure: The Chilling Effect“, CSO, CXO Media, 1 იანვარი, 2007, გვ. 7. ციტირების თარიღი: 7 ივნისი, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან - 18 აპრილი, 2008. 
  80. 2012 Global Losses From phishing Estimated At $1.5 Bn. FirstPost (20 თებერვალი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 დეკემბერი, 2014. ციტირების თარიღი: 25 იანვარი, 2019.
  81. Prince, Brian. “McAfee Governance, Risk and Compliance Business Unit“, eWEEK, Ziff Davis Enterprise Holdings, 9 აპრილი, 2008. ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2008. 
  82. Preston, Rob. “Down To Business: It's Past Time To Elevate The Infosec Conversation“, InformationWeek, United Business Media, 12 აპრილი, 2008. ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან - 14 აპრილი, 2008. 
  83. Claburn, Thomas. “RSA's Coviello Predicts Security Consolidation“, InformationWeek, United Business Media, 6 თებერვალი, 2007. ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან - 7 თებერვალი, 2009. 
  84. Duffy Marsan, Carolyn. “How the iPhone is killing the 'Net“, Network World, IDG, 9 აპრილი, 2008. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან - 14 აპრილი, 2008. 
  85. boyd, danah; Hargittai, Eszter (ივლისი, 2010). "Facebook privacy settings: Who cares?". First Monday 15 (8). .
  86. W3C Technical Reports and Publications. W3C. ციტირების თარიღი: 2009-01-19.
  87. IETF RFC page. IETF. ციტირების თარიღი: 2009-01-19.
  88. Search for World Wide Web in ISO standards. ISO. ციტირების თარიღი: 2009-01-19.
  89. Ecma formal publications. Ecma. ციტირების თარიღი: 2009-01-19.
  90. Unicode Technical Reports. Unicode Consortium. ციტირების თარიღი: 2009-01-19.
  91. IANA home page. IANA. ციტირების თარიღი: 2009-01-19.
  92. Leslie Sikos (2011). Web standards – Mastering HTML5, CSS3, and XML. Apress. ISBN 978-1-4302-4041-9. 
  93. 93.0 93.1 93.2 Web Accessibility Initiative (WAI). World Wide Web Consortium. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი, 2009. ციტირების თარიღი: 7 აპრილი, 2009.
  94. Developing a Web Accessibility Business Case for Your Organization: Overview. World Wide Web Consortium. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აპრილი, 2009. ციტირების თარიღი: 7 აპრილი, 2009.
  95. Legal and Policy Factors in Developing a Web Accessibility Business Case for Your Organization. World Wide Web Consortium. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აპრილი, 2009. ციტირების თარიღი: 7 აპრილი, 2009.
  96. Web Content Accessibility Guidelines (WCAG) Overview. World Wide Web Consortium. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 აპრილი, 2009. ციტირების თარიღი: 7 აპრილი, 2009.
  97. Internationalization (I18n) Activity. World Wide Web Consortium. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი, 2009. ციტირების თარიღი: 10 აპრილი, 2009.
  98. Davis, Mark. “Moving to Unicode 5.1“, 5 აპრილი, 2008. ციტირების თარიღი: 10 აპრილი, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან - 21 მაისი, 2009. 
  99. World Wide Web Consortium (26 იანვარი, 2005). „World Wide Web Consortium Supports the IETF URI Standard and IRI Proposed Standard“. პრეს-რელიზი. დაარქივებულია ორიგინალიდან 7 თებერვალი, 2009-ში. https://web.archive.org/web/20090207070535/http://www.w3.org/2004/11/uri-iri-pressrelease.html. წაკითხვის თარიღი: 10 აპრილი, 2009.