მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორანი არის დიდი ბრიტანეთის მედიაკომპანია William Reed Business Media,- ს მიერ შედგენილი სია. ის თავდაპირველად გამოქვეყნდა ბრიტანულ ჟურნალ  Restaurant,-ში, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო შეფ-მზარეულების, რესტორნების, კვების ობიექტებისა და რესტორნის კრიტიკოსების გამოკითხვას. ძირითადი პრიზის გარდა, ორგანიზაცია ანიჭებს არაერთ სპეციალურ ჯილდოს ინდივიდებისა და რესტორნებისათვის, მათ შორისაა: "One To Watch Award", პრიზი ცხოვრებისეული მიღწევებისათვის და პრიზი :შეფ-მზარეულთა არჩევანი". ამ უკანასკნელის ადგენენ გასული წლის რესტორნების ორმოცდაათი მზარეულის ხმების საფუძველზე. ეს სია, რომელიც ხშირად გლობალური გასტრონომიული ტენდენციების ბარომეტრის ფუნქციას ასრულებს, მოიცავს უამრავ სამზარეულოს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. [1] გამარჯვებული რესტორნების უმეტესობა წარმოადგენს გურმანულ სამზარეულოს, გულდასმით არის მომზადებული. ყველაზე მაღალრეიტინგულ რესტორნებში ხშირად სპეციალიზირდებიან მოლეკულურ გასტრონომიაზე.

სიაში პირველი ადგილი დაიკავეს რესტორნებმა elBulli -მ და Noma-მ . 2002 და 2006-2009 წლებში elBulli დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო რესტორნად, და  უფრო მეტი ჯილდო მიიღო, ვიდრე სხვა რესტორნებმა.[2] 2010 წელს Noma-ს ერგო პირველი საპრიზო ადგილი. მას ასევე მხარი დაუჭირეს 2011 და 2012 წლებში. [3] თავის ტიტულის მესამედ მოპოვების შემდეგ, შეფ-მზარეულმა რენე რეძეპიმ განაცხადა, რომ საღამოსთვის უკვე 1,204 მომხმარებელი იდგა რიგში ორი წლის განმავლობაში 14 მომხმარებელთან შედარებით. [4] ამასთან, 2013 წელს El Seller De Can Roca- მ დაიკავა პირველი ადგილი, ვიდრე Noma მ 2014 წელს არ დაიბრუნა პირველობა.. 2018 წელს Osteria Francescana -მ ისევ დაიბრუნა გვირგვინი, რომელიც მან 2016 წელს აიღო, 2017 წელს მეორე ადგილზე გავიდა და, Eleven Madison Park გახდა გამოკითხვების ლიდერი. [5]

ისტორია/ შეფასების კრიტერიუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად ასეთი სიის შექმნის იდეა აზრად მოუვიდათ ჟურნალ Restaurant,-ის თანამსრომლებს ლონდონში კარნაბის ქუჩაზე მდებარე Shaston Arms public house - ში. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და მა ლე გახდა მთავარი მოვლენა კულინარიის სამყაროში.[6]

მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის სია იქმნება «The Diners Club World’s 50 Best Restaurants Academy»- 26 პანელისგან შემდგარი ჯგუფისაგან, რომელიც სპეციალურად ამ რეიტინგისთვის შეიქმნა[6] მთელი მსოფლიო დაყოფილია 26 რეგიონად, თითოეულ რეგიონს ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც აღიარებულია როგორც მისი რეგიონის რესტორნების საუკეთესო მცოდნე [7]. თავის რეგიონში თითოეული ჯგუფი 35 ექსპერტისგან შედგება. ამ ჯგუფების წევრები წარმოადგენენ საერთო ჟიურის.

ნომინაციების წინასწარი სია არ არის შედგენილი. საერთაშორისო ჟიურის თითოეული წევრი თავისი სურვილის მიხედვით ხმას აძლევს შვიდ რესტორანს. რეგიონალური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად შემფასებლებს სთხოვენ ხმა მისცენ სამ რესტორანს თავიანთი რეგიონიდან და ოთხ რესტორნს სხვაგან. ჟიურის წევრს არა აქვს უფლება მისცეს ხმა თავის რესტორანს, ისევე როგორც იმ დაწესებულებას, რომელშიც მას აქვს ეკონომიკური ინტერესი. შერჩევა ემყარება რესტორნებს, სადაც ჟიურის წევრმა მიირთვა  ბოლო 18 თვის განმავლობაში. იმცა ამ წესის დაცვის გაკონტროლება თითქმის შეუძლებელია.

შეფასების კრიტერიუმები განსხვავდება იმ კრიტერიუმებისაგან, რომელსაც იყენებს მიშლენის მეგზური ან სხვა სარესტორნო მიმომხილველები.

ამ გარემოებებმა საშუალება მისცა ისეთ ტრადიციულ ან მოლეკულარული სამზარეულოს რესტორნებს, როგორიცაა Momofuku Ssam Bar, Asador Etxebarri და St. John რომ ღირსეული კონკურენცია გაუწიონ  ისეთი მაღალი კლასის რესტორნების სამზარეულოებს, როგორებიცაა The Fat duck, Les Ambassadeurs ან The French Laundry.

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეიტინგი არაერთხელ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში. მეთიუ ფორტმა 2003 წელს The Guardian-თან მიცემულ ინტერვიუში ამ მეთოდს თაღლითური უწოდა.ფრანგმა რესტორნების მიმომხილველმა და კრიტიკოსმა ფრანსუა რეჟი გაუდრიმ რეიტინგი არასანდოდ მიიჩნია.[8] ხოლო ესპანელმა შეფ-მზარეულმა მარტინ ბარასატეტიმ რეიტინგი დაადანაშულა ფალსიფიცირებასა და საერთაშორისო  ავტორიტეტული ორგანიზაციის მარკის გამოყენებაში  მიშლენის მეგზურისათვის ზარალის მიყენების მიზნით.[9][10][11]

ხმის მიცემის შედეგები წლების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსტერია ფრანჩესკანა
ოსტერია ფრანჩესკანა - იტალია

მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების სია 2002-2019 წლებში

რესტორანი Noma
რესტორანი ნომა
რესტორანი elBulli
რესტორანი ელ ბული
მსოფლიოს საუკეთესო რესტორნები
2002 ესპანეთი elBulli
2003 აშშ The French Laundry
2004 აშშ The French Laundry
2005 დიდი ბრიტანეთი The Fat duck
2006 ესპანეთი elBulli
2007 ესპანეთი elBulli
2008 ესპანეთი elBulli
2009 ესპანეთი elBulli
2010 დანია Noma
2011 დანია Noma
2012 დანია Noma
2013 ესპანეთი El Celler De can Roca
2014 დანია Noma
2015 ესპანეთი El Celler De can Roca
2016 იტალია Osteria Francescana
2017 აშშ Eleven Madison Park
2018 იტალია Osteria Francescana
2019 საფრანგეთი Mirazur

[12]

შეფ-მზარეულების არჩევანი წლების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეფ -მზარეულების დაჯილდოებას- The Chefs' Choice Award -ს კენჭს უყრიან სიაში მყოფი რესტორნის შეფ-მზარეულები . ისინი ირჩევენ კოლეგებს, რომლებმაც დადებითი გავლენა მოახდინეს რესტორნის ინდუსტრიაზე გასული წლის განმავლობაში.

სია წლების მიხედვით. ფრჩხილებში მოცემულია ადგილი საერთო რეიტინგში:

  • 2006: Pierre Gagnaire, პარიზი, საფრანგეთი (3)
  • 2008: Andoni Luis Aduriz, Mugaritz, Errenteria, Gipuzkoa, ესპანეთი (4)
  •  2013: Grant Achatz, Alinea, ჩიკაგო, შეერთებული შტატები (15)
  •  2014: Alex Atala, D.O.M., სან პაულო, ბრაზილია, Brazil (7)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "The World's 50 Best Restaurants". The World's 50 Best Restaurants. Retrieved 7 August 2018.
  2. "Spain's El Bulli named best restaurant in world". The Economic Times. India. 21 April 2009. Retrieved 30 April2012.
  3. "Archived copy". Archived from the original on 21 September 2014. Retrieved 6 October 2014.
  4. Richard Vines (30 April 2012) Noma Keeps World Best Restaurant Title Fat Duck Sinks Bloomberg. Retrieved 30 April 2012.
  5. Barry Neild (20 June 2018). "World's 50 best restaurants for 2018 announced". CNN
  6. 6.0 6.1 Lauren Collins (2 November 2015), "Who's to Judge? – How the World's 50 Best Restaurants are chosen", The New Yorker, retrieved 10 April 2017
  7. About the Academy. Retrieved 6 April 2017
  8. "Que faut-il penser des World’s 50 Best Restaurants 2013?". Lexpress.fr.
  9. Fort, Mattew (29 April 2009) "Questinoable Taste". The Guardian .London, Retrieved 2 April, 2008
  10. País, El (2 May 2012). "Restaurant' es un montaje". El País (in Spanish). Retrieved 6 April 2017.
  11. Bull, Marian. "The World's 50 Best Restaurants List Is Also a Bad Bucket List". GQ. Retrieved 9 April 2017.
  12. "Best of the Best". The World's 50 Best Restaurants. Retrieved 19 January 2020.
  13. Restaurant, Osteria Francescana Archived 4 February 2013 at Archive.today 2011