მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ხელბურთში 2017

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში — გაიმართება 2017 წელს თბილისში, რომელიც გაგრძელდება 13 დღე (8-20 აგვისტო). ჩემპიონატის ყველა მატჩი ჩატარდება ხელბურთის ოლიმპიურ არენაზე (Olympic Handball Arena) (ახალი სპორტის სასახლე). ტურნირის მონაწილეა 24 ქვეყნის გუნდი, რომლებიც განაწილდებიან 4 ჯგუფში 6-6-ად. თითო ჯგუფიდან 4-4 გუნდი გადის მერვედ ფინალში. ფინალური მატჩები და ჩემპიონატის დახურვა გაიმართება 20 აგვისტოს.

მონაწილე გუნდები: ალჟირი, არგენტინა, ბაჰრეინი, ბრაზილია, ჩილე, ხორვატია, დანია, ეგვიპტე, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, იაპონია, კორეა, მექსიკა, ნორვეგია, პორტუგალია, რუსეთი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, ტუნისი, ვენესუელა.

მთელი ტურნირი, 92 მატჩი გაიმართება თბილისის ოლიმპიური სასახლის ორ დარბაზში. სავარჯიშო არენებია: სპორტკომპლექს არენას 2 დარბაზი, ფრენბურთის ოლიმპიური არენის ორი კორტი, სპორტის სამინისტროს დარბაზი და დინამოს საკალათბურთო ბაზა. მსოფლიო ჩემპონატის ოფიციალური სასტუმრო იქნება რედისონ ბლუ, სადაც იცხოვრებს ასამდე მსაჯი, დელეგატი და ყველა ოფიციალური პირი. ხუთასზე მეტ სპორტსმენსა და მწვრთნელს მიიღებენ სასტუმრო ჰუალინგი (12 გუნდი), ბომონდ გარდენი (4), გოლდენ პალასი (4) და კრუიზი (4).[1]

18-20 აგვისტოს, ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩების დროს, თბილისში გაიმართება IHF საბჭოს სხდომაც.[1]

წილისყრა და მატჩების განრიგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წილისყრა (გუნდების განაწილება ჯგუფებში) გაიმართება 11 მაისს ბაზელში, შვეიცარია.

8-14 აგვისტო - ჯგუფური ტურნირი (4 ჯგუფი 6-6 გუნდით)

15 აგვისტო - დასვენების დღე

16, 17 აგვისტო - მერვედფინალი, მეოთხედფინალი და პრეზიდენტის თასი 17-24 ადგილებისთვის

18 აგვისტო - დასვენების დღე

19 აგვისტო - ნახევარფინალი, 1-4, 5-8 ადგილები

20 აგვისტო - ფინალები 1, 3, 5, 7 ადგილებისთვის

მონაწილე ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფრიკა[2]
აზია[3]
ევროპა[4]
ამერიკა[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ოცდაოთხივე გუნდი გარკვეულია — საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია
  2. CAN cadet 2016 : La Tunisie met fin au règne de l’Egypte. handball.tn (14 სექტემბერი, 2016).
  3. Bahrain sport: Handball team’s victory praised. gdnonline.com (7 სექტემბერი, 2016).
  4. France claim gold at Men's 18 EHF EURO 2016. eurohandball.com (22 აგვისტო, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-25. ციტირების თარიღი: 2017-05-06.
  5. Argentina crowned Men’s Youth Pan Am champions. ihf.info (24 აპრილი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-25. ციტირების თარიღი: 2017-05-06.