მსაბაჰა
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
|
| |
| ალტერნატიული სახელები |
მაშავშა |
|---|---|
| რიგითობა | აპეტაიზერი/საუზმე |
| წარმოშობის ადგილი | ლევანტი |
| მთავარი ინგრედიენტები |
მუხუდო |
მსაბაჰა (არაბ.: مسبحة), ასევე ცნობილი როგორც მაშავშა (არაბ.: مشوشة)[1] — ჰუმუსის უფრო თხელი ვარიაცია, რომელიც შედგება მუხუდოსა და ტაჰინისაგან. ის პოპულარულია ლევანტში, განსაკუთრებით პალესტინაში.
ინგრედიენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსაბაჰასა და ჰუმუსს შორის მთავარი განსხვავება ტექსტურაა. ჰუმუსისგან განსხვავებით, ამ კერძში მუხუდოს მთლიანს ტოვებენ.[2] მას ზოგჯერ მოხარშულ კვერცხს ამატებენ და ჰუმუსის მსგავსად, როგორც წესი, პიტას პურთან ერთად მიირთმევენ.[3]
დამასკოში გავრცელებული მსაბაჰას ერთ-ერთი ვარიანტია მუხუდოსა და ტაჰინის შერევა გამდნარ კარაქთან, ბროწეულის ან ლიმონის წვენთან, ფსტასთან და/ან გირჩის თესლთან.[4] ლიბანში ის ცნობილია, როგორც მასაბაჰა ან მაშავშა და შესაძლებელია მიირთვათ ცხარე სოუსთან და გარნირებთან ერთად. ის ასევე იყიდება წინასწარ შეფუთული, მზა სახით.[5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Gil Marks (2010). Encyclopedia of Jewish Food. Wiley. ISBN 9780470943540.
- ↑ Shooky Galili (May 31, 2007). „Land of hummus and pita (a hummus glossary)“. Ynetnews. ციტირების თარიღი: 2019-01-04.
- ↑ Gil Marks (2010). Encyclopedia of Jewish Food. Wiley. ISBN 9780470943540.
- ↑ James Grehan (2007). Everyday life & consumer culture in 18th-century Damascus. University of Washington Press, გვ. 107. ISBN 9780295801636.
- ↑ Haim Handwerker (May 12, 2004). זה לא סתם חומוס, זה הומוס [This isn't just hummus, this is hoommus (translated)]. Haaretz (ებრაული). ციტირების თარიღი: 2008-03-07.