მრგვალი წამალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მრგვალი წამალი
მრგვალი წამალი
მრგვალი წამალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ტიპი:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანები
ოჯახი:  კოწახურისებრნი
გვარი:  Gymnospermium
სახეობა:  G. smirnowii
ლათინური სახელი
Gymnospermium smirnowii

მრგვალი წამალი (ლათ. Gymnospermium smirnowii (Trautv)Takht) — მრავალწლოვანი ფესვურიანი ბალახოვანი მცენარეა. მიეკუთვნება კოწახურისებრთა (ლათ. Berberidaceae) ბოტანიკურ ოჯახს. მცენარე მწვანეა ან ლეგა ფერისა. ფესვთანური ფოთლები სამმაგად რთულია, ცალკეული ფოთოლაკები გრძელყუნწიანია და 5-4 ელიფსურ სეგმენტადაა თათისებრ დაყოფილი. ფოთლები ყვავილობის ამოდის. ყვავილედის ქვედა ფოთოლი ღეროზეა შემოხვეული. ყვავილედი მცირე ყვავილიანია. ყვავილი ყვითელია. ყვავის თებერვალ-აპრილში.

მცენარე საქართველოს ენდემია და ის გავრცელებულია კახეთის რეგიონში. მცენარის გავრცელების სიმაღლებრივი ამპლიტუდა მერყეობს 350-1450 მ შორის. დამახასიათებელია ტენიანი დაბურული ტყეებისათვის.

მისი გავრცელების კლასიკური ადგილია ლაგოდეხის ნაკრძალი, ნინოსხევის, ლაგოდეხის ხევისა და სალესავისხევის ხეობები, მრგვალი წამალი გავრცელებულია ასევე მდინარე ალაზნის ჭალის ტყეებში. საკმაოდ იშვიათი მცენარეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ფლორა, ტ. II, 1973 წ. გამომცემლობა „მეცნიერება“. გვერდი 173