მრგვალი აბანოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მრგვალი აბანოები
Круглые бани
კოორდინატები 59°59′50″N 30°21′45″E / 59.997295° ჩ. გ. 30.362536° ა. გ. / 59.997295; 30.362536
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ა. ს. ნიკოლსკი, ვ. მ. გალპერინი, ნ. ფ. დემკოვი, ა. ვ. კრესტინი
სტილი კონსტრუქტივიზმი
თარიღდება 1927-1930
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802321000

მრგვალი აბანოები (რუს. Круглые бани) — საზოგადოებრივი აბანოები სანქტ-პეტერბურგის ისტორიულ რაიონ ლესნოიში. შენობა მდებარეობს ვაჟკაცობის მოედანზე, მისამართი: კარბიშევის ქუჩა სახლი 29-ა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს ცნობა, რომ დაახლოებით ამ ადგილზე XIX საუკუნის ბოლოდან არსებობდა ქვის ერთსართულიანი აბანო, რომელიც აგებული იყო არქიტექტორ პავლე იულის ძე სიუზორის პროექტის მიხედვით 1882 წელს[1].

მრგვალი აბანოების თანამედროვე შენობა ცენტრალურ ნაწილში ღია აუზით, შენდებოდა 1927 წლიდან 1930 წლამდე პერიოდში არქიტექტორ ალექსანდრე სერგის ძე ნიკოლსკის პროექტის მიხედვით და ბ. მ. გალპერინის, ჰ. ფ. დემკოვისა და ა. ვ. კრესტინის მონაწილეობით. აღნიშნული შენობა ცნობილია „აბანო-შაიბის“ სახელით.

აბანოები მუშაობდნენ დიდი სამამულო ომის, კერძოდ ლენინგრადის ბლოკადის დროს. 1941 წლის შემოდგომაზე აბანო დახურეს, წყლის, სითბოსა და ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო, მაგრამ 1942 წლის აპრილში განაახლა მუშაობა. თანამედროვე ეპოქაში აბანოებმა თავისი ფუნქცია შეინარჩუნა[2].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლი არის ლენინგრადული კონსტრუქტივიზმის ნიმუში, ალექსანდრე ნიკოლსკის ერთ-ერთი სუპრემატული კომპოზიციის პროექტი.

პროექტის მიხედვით კომპლექსი შედგებოდა აბანოებისაგან, აუზისა და სოლარიუმისაგან. აუზი უნდა განთავსებულიყო ეზოში, სოლარიუმი კი — სახურავზე. შენობას უნდა ჰქონოდა შემინული გუმბათი, მაგრამ მშენებლობის პროცესში უარი თქვეს მსგავს გუმბათზე. აუზი გახსნეს ღია ცის ქვეშ და ფუნქციონირებს წლის ნებისმიერ დროს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Оль Г. А. Александр Никольский (серия «Зодчие нашего города»). — Л.: Лениздат, 1980. — 256 с.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. «Круглая баня» в Лесном. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-22. ციტირების თარიღი: 2019-01-22.
  2. Ссылка на сайт банного комплекса. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-10. ციტირების თარიღი: 2019-01-22.