მრავალფარფლასნაირნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მრავალფარფლასნაირნი

Polypterus endlicheri
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
ქვეკლასი:  ხრტილოვანი განოიდები
რიგი:  მრავალფარფლასნაირნი
ლათინური სახელი
Polypteriformes (Bleeker, 1859)

მრავალფარფლასნაირნი (ლათ. Polypteriformes) — თევზების რიგი ხრტილიანი განოიდების ქვეკლასისა. ცნობილია ადრეული ცარცული პერიოდის ნამარხებიდან.[1] დაფარული არიან განოიდური ქერცლით. ზურგის ფარფლი წარმოდგენილია 5–18 მცირე ზომის ფარფლით, რომლებიც შედგებიან ერთი ეკლისგან და მასზე მიმაგრებული რბილი სხივებისგან. ზედა ყბა მტკიცედაა ქალაზე მიბმული. ნაწლავებში სპირალური სარქველია. სასუნთქად ნაწილობრივ ფილტვებს იყენებენ. მალები გაძვალებული ცენტრებით და ნერვული არხებითაა. სახეობების მაქსიმალური სიგრძე 90 სმ-მდეა, თუმცა უმრავლესობა 30 სმ-ზე მოკლეა. რიგი მოიცავს ერთადერთ ოჯახს — მრავალფარფლასებრნი (Polypteridae).[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wiley, Edward G. (1998). Encyclopedia of Fishes. San Diego: Academic Press, გვ. 75–76. ISBN 978-0-12-547665-2. 
  2. Order Summary for Polypteriformes. FishBase. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2021