მრავალსვლიანი ამოცანა
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მრავალსვლიანი ამოცანა (ინგლ. moremover) — საჭადრაკო ამოცანა, რომლის ამოხსნაც მოითხოვს 4 ან მეტ სვლას. ჩეხური სკოლა ოთხსვლიან და უფრო ხანგრძლივ ამოცანებს სხვადასხვა ჟანრებად განიხილავს.
- ორთოდოქსულ კომპოზიციაში — ამოცანა პირობით: თეთრები იწყებენ და აშამათებენ შავებს 4 ან მეტ სვლაში. ორთოდოქსული მრავალსვლიანი ამოცანა საჭადრაკო კომპოზიციის ისტორიულად ჩამოყალიბებული ჟანრია; ნაგულისხმევად, ტერმინი „მრავალსვლიანი ამოცანა“ სწორედ ორთოდოქსულ მრავალსვლიანს ნიშნავს.
- არაორთოდოქსულ კომპოზიციაში:
- ამოცანა კოოპერაციულ შამათზე: შავები იწყებენ და ეხმარებიან თეთრებს შავებისავე მეფის დაშამათებაში 4 ან მეტ სვლაში;
- ამოცანა თვითშამათზე: თეთრები იწყებენ და აიძულებენ შავებს, დააშამათონ თეთრი მეფე 4 ან მეტ სვლაში.
- ზღაპრულ ამოცანებში — თამაშის მიზანი შეიძლება იყოს 4 ან მეტ სვლაში პატის მიღწევა (პირდაპირი პატი, კოოპერაციული პატი, უკუპატი), ასევე შესაძლებელია თამაშის ახალი წესების ან ზემოთ ჩამოთვლილთა სხვადასხვა კომბინაციების გამოყენება.
მრავალსვლიანი ამოცანები ჯერ კიდევ შატრანჯის ეპოქაში იყო პოპულარული (იხილეთ „მანსუბა“). XX—XXI საუკუნეებში მას განსაკუთრებით ინტენსიურად ამუშავებენ ჩეხური, ლოგიკური და სტრატეგიული სკოლები. სვლათა დიდი რაოდენობის შემთხვევაში მრავალსვლიანი ამოცანა ხშირად ფორმით საჭადრაკო ეტიუდს უახლოვდება.
იხილეთ ასევე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Карпов, Анатолий (1990). Шахматы. Энциклопедический словарь. Москва: Советская энциклопедия, გვ. 256. ISBN 5-85270-005-3.