მჟავე ალუბლის სუპი
|
| |
| რიგითობა | აპეტაიზერი |
|---|---|
| წარმოშობის ადგილი | უნგრეთი |
| ტემპერატურა სერვირების დროს | ცივი |
| მთავარი ინგრედიენტები |
მჟავე ალუბალი |
მჟავე ალუბლის სუპი — ტკბილი წვნიანი, რომელიც მზადდება არაჟნის, შაქრისა და მთლიანი ალუბლებისგან. მიირთმევა ცივად.[1] ეს კერძი უნგრეთში წარმოიშვა და რამდენიმე ევროპული ქვეყნის სამზარეულოში ზაფხულის დელიკატესს წარმოადგენს.
სუპი აითვისეს ავსტრიელებმა, პოლონელებმა, სლოვაკებმა და გერმანელებმა, ხოლო უნგრელ-ამერიკელებმა და უნგრელ-კანადელებმა ის ჩრდილოეთ ამერიკაშიც შეიტანეს.[2]
წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნგრულ სამზარეულოში ალუბლის წვნიანი ან მეგილევესი[3] ტრადიციული კერძია, რომელიც მზადდება მჟავე ალუბლის ხის ნაყოფისგან და არა ტკბილი ალუბლისგან. სახელწოდება უკავშირდება „მეგესს“ (მჟავე ალუბალი) და „ლევესს” (წვნიანი). ტრადიციულად, ის მიირთმევა ზაფხულში, ვახშმის წინ, როგორც აპეტაიზერი ან დესერტი. წვნიანი მზადდება მთლიანი, კურკიანი ალუბლით, რომლის ხეებიც უნგრეთში მრავლადაა.
ეს სუპი აზიური გავლენისა და ტრადიციული ევროპული სამზარეულოს შერწყმის კარგი მაგალითია. ამზადებენ მჟავე ალუბლით, ახლად ათქვეფილი ნაღებით და ზოგჯერ მიხაკითა და დარიჩინით. შესაძლებელია ინგრედიენტების ჩანაცვლებაც - კერძს ზოგჯერ დაკონსერვებულ, ჩვეულებრივ ალუბალს უმატებენ, ხოლო ნაღების ნაცვლად ხშირად იყენებენ არაჟანს.
სუფრასთან მიტანის წინ მცირე რაოდენობით ტკბილ თეთრ ან მშრალ წითელ ღვინოსაც უმატებენ. უნგრეთში იყიდება სწრაფი მომზადების მეგილევესის ფხვნილის პაკეტები.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Novakovich, Mary. (November 22, 2013) What to eat in Hungary: Your guide to goulash and more. CNN Travel. ციტირების თარიღი: August 25, 2018
- ↑ Johanna Konta caps unlikely run with Miami Open crown (March 1, 2017). ციტირების თარიღი: August 25, 2018
- ↑ Hungarian Sour Cherry Soup -- Hideg Meggyleves (February 4, 2015). ციტირების თარიღი: August 25, 2018