მოჰოლი-ნაგის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტი
| მოჰოლი-ნაგის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტი | |
|---|---|
|
| |
| დაფუძნდა | 1880 წელი |
| ატარებს სახელს | ლასლო მოჰოი-ნადი |
| ტიპი | უნივერსიტეტი |
| რექტორი | Pál Koós |
| ქალაქი | ბუდაპეშტი |
| ქვეყანა | უნგრეთი |
|
| |
![]() | |
| https://mome.hu/ | |
მოჰოლი-ნაგის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტი(უნგრ. ˈmohoj ˈnɒɟ ˈmyːveːsɛti ˈɛɟɛtɛm) — უნგრეთის ხელოვნებისა და დიზაინის ყოფილი უნივერსიტეტი, მდებარეობს ბუდაპეშტში და დღეს ცნობილია „მოჰოლი-ნაგის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტის“ სახელწოდებით.
ლასლო მოჰოი-ნაგის სახელობის უნივერსიტეტი გთავაზობთ პროგრამებს ხელოვნებაში, არქიტექტურაში, დიზაინსა და ვიზუალურ კომუნიკაციაში.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოჰოლი-ნაგის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტის წინამორბედი, უნგრეთის სამეფო ხელოვნებისა და ხელოსნობის ეროვნული სკოლა, დაარსდა 1880 წელს და 1944 წლამდე ფუნქციონირებდა ამ სახელწოდებით. ისევე როგორც სხვა ევროპული ხელოვნების კოლეჯები, წარმოიშვა ხელნაკეთთა ინდუსტრიის სკოლიდან და ესკიზების ხატვის სკოლიდან. მისმა დამფუძნებელმა და პირველმა დირექტორმა, გუსტავ კელეტიმ ახალი დაწესებულების სწავლების მიზნად გამოაცხადა „ხის დამუშავებისას და ავეჯის, როგორც მხატვრული ინდუსტრიის საგანმანათლებლო მხარდაჭერა“. სკოლის მისიის ჩამოყალიბებაზე ფუნდამენტური გავლენა მოახდინა ბრიტანეთის ხელოვნებისა და ხელოსნობის მოძრაობამ, ასევე უნგრულმა ფოლკლორმა.
თავდაპირველად მხოლოდ ერთი განყოფილება ფუნქციონირებდა, სადაც არქიტექტურული ნახაზების ხატვასა და დიზაინს ასწავლიდნენ. ოქრომჭედლობის, ქსილოგრაფიისა და დეკორატიული კვეთის მიმართულება დაფუძნდა 1883 წელს, ხოლო დეკორატიული ფერწერისა და სპილენძის გრავიურის გაკვეთილები დაიწყო 1884 წელს. [2] მინანქარი და სამკაულების დიზაინი დაემატა ოქრომჭედლობის განყოფილებას 1895 წელს. [2] დეკორატიული ქანდაკების კლასი, რომელიც აერთიანებს მცირე ქანდაკებისა და ხეზე კვეთის მიმართულებებს, დაარსდა 1885 წელს, ქანდაკებების კვეთის კლასთან ერთად. [2] 1899 წელს დაემატა ინტერიერის დიზაინის კურსი. [2]
1887 წელს სკოლაში რეორგანიზაცია მოხდა - სასწავლო პროგრამა გაიზარდა სამწლიანი კურსიდან ხუთწლიან კურსამდე (ორი წლის საბაზისო გაკვეთილებით) და პირველად დაწესდა სწავლის გადასახადი, თუმცა ღარიბ სტუდენტებსა და სტიპენდიის მქონეებს უფასოდ სწავლის შესაძლებლობა ჰქონდათ. [2] 1896 წელს სკოლა, რომელიც მიმოფანტული იყო ბუდაპეშტის სხვადასხვა უბანში, გადავიდა შენობაში, სადაც ახალი გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი ფუნქციონირებდა და დაექვემდებარა კამილ ფლიტერის ხელმძღვანელობას. [2] ამ პერიოდისთვის დარეგისტრირებულ სტუდენტთა რაოდენობა 120-ს შეადგენდა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში დაემატა მიმართულებები: ხალიჩა (1907), მაქმანები (1907) და კერამიკა (1909), ხოლო 1910 წელს ხეზე კვეთისა და სპილენძის გრავიურის კურსები გაერთიანდა გრაფიკული დიზაინის ახალი ფაკულტეტის ქვეშ.[2] 1911 წლიდან ქალებს უფლება მიეცათ სკოლაში ოფიციალურად დასწრებოდნენ კურსებს. ამავე წელს შემოიღეს ზოგადი განათლების კურსები. [2]
პირველი მსოფლიო ომის დროს სკოლის ეზოში ფუნქციონირებდა საავადმყოფო, რომელიც შეიქმნა მასწავლებლების, სტუდენტებისა და პერსონალის მიერ. [2] 1924 წლისთვის სკოლაში მუშაობდა შვიდი განყოფილება: ინტერიერის დიზაინი, დეკორატიული ფერწერა, დეკორატიული ქანდაკება, გრაფიკული დიზაინი, კერამიკა, ოქრომჭედლობა და მინანქარი და ტექსტილის დიზაინი. [2]
სკოლის კოლეჯად გადაკეთების იდეა გაჩნდა 1940-იანი წლების დასაწყისში, მაგრამ ომის წლების სიმკაცრემ ხელი შეუშალა რაიმე ნაბიჯების გადადგმას. მეორე მსოფლიო ომის დროს საერთაშორისო წითელმა ჯვარმა სკოლის შენობა დაიკავა.[2] მეორე მსოფლიო ომში მიყენებული ზიანის მცირედ აღმოფხვრის შემდეგ სწავლება განახლდა 1945 წლის მარტში და გაგრძელდა მზადება სკოლის რეორგანიზებისთვის. 1946 წელს სამინისტრომ გადაწყვიტა სკოლის წოდების „ამაღლება“; ამგვარად დაარსდა ხელოვნებისა და ხელოსნობის კოლეჯი.
1950 წელს უკვე არსებობდა ექვსი სამაგისტრო კურსი, ხოლო სტუდენტების რაოდენობა 1952 წელს 280-მდე გაიზარდა. 1954 წელს კოლეჯის ზოგიერთი დეპარტამენტი გადავიდა ამჟამინდელ მისამართზე, ზუგლიგეთის ქუჩაზე, მაგრამ ზოგიერთი სახელოსნო დარჩა გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის კინიცის ქუჩის მინაშენში. 1955 წელს მოხდა კიდევ ერთი რეორგანიზაცია: თეატრის სცენის დიზაინის კურსის შეწყვეტის შემდეგ დარჩა ხარისხის ოთხი კურსი: ინტერიერის გაფორმება, დეკორატიული ფერწერა, დეკორატიული ქანდაკება და ტექსტილის დიზაინი. სამრეწველო დიზაინის ხარისხის კურსი დაიწყო 1959 წელს.
1964 წელს ფრიგეს პოგანის კოლეჯის ხელმძღვანელად დანიშვნით რეფორმების ახალი ერა დაიწყო, რაც დაემთხვა გამოყენებითი ხელოვნების სოციალური როლის მზარდ შეფასებას. 1971 წელს კოლეჯს მიენიჭა უნივერსიტეტის წოდება, მაგრამ დარჩა კოლეჯის სახელით. 1982 წელს, ისტვან გერგელის დროს, შემოიღეს რეფორმების ახალი სერია: განყოფილებები გადაკეთდა ინსტიტუტებად, რაც საშუალებას აძლევდა სტუდენტებს მიეღოთ კოლეჯისა და უნივერსიტეტის ხარისხი. 1980-იანი წლების შუა ხანებში კურსების სპექტრი გაფართოვდა ფოტოგრაფიის, ვიდეო და ხელოვნების მენეჯმენტის კურსების დაარსებით. 1987 წელს ჰენგერის ქუჩაზე კოლეჯის ოფიციალურმა გალერეამ - Tölgyfa Galéra-მ საზოგადოებისთვის თავისი კარი გახსნა. კოლეჯის ხელმძღვანელად ცნობილი კერამიკოსის იმრე შრამელის დანიშვნით, ერთიანი საუნივერსიტეტო სწავლება დაინერგა და განყოფილებები ხელახლა დაარსდა. 1997 წელს, ეკონომიკური შეზღუდვების გამო, დაწესებულების სტრუქტურა კვლავ შეიცვალა.
1998 წელს უნივერსიტეტმა აკრედიტაცია წარმატებით გაიარა.
1999 წელს ტექსტილის დიზაინერი ჯუდიტ დროპა უნივერსიტეტის პრეზიდენტად დაინიშნა. 2002 წელს შემუშავდა შორსმიმავალი განვითარების გეგმა, პირველი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა ჰენგერის ქუჩიდან გალერეის გადატანას და იმავე წელს უნივერსიტეტის მთავარი შენობის განახლებას. უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორია იოჟეფ ფულოპი.
2006 წლის მარტში უნგრეთის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტმა გამოაცხადა თავისი ახალი სახელწოდება „მოჰოლი-ნაგის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტი“.

დეპარტამენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არქიტექტურა
- პროდუქტის დიზაინი
- ინტერიერის დიზაინი
- ტექსტილის დიზაინი
- მედია (გრაფიკული დიზაინი, მედია დიზაინი, ანიმაცია, ფოტოგრაფია)
სხვა საქმიანობა:
- მასწავლებელთა გადამზადება
- მენეჯმენტის ტრენინგი
- დოქტორანტურა

