მოჰამედ ჰუსეინ ფადლალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დიდი აიათოლა საიიდ მუჰამად ჰუსეინ ფადლალა (არაბ.: محمد حسين فضل الله‎)(დ. 16 ნოემბერი, 1935 — გ. 4 ივლისი, 2010) — შიითი შეიხი, მოძრაობის "ჰეზბოლა" დამაარსებელი. დაიბადა ერაყის ქალაქ ჰეჯეფში ლიბანელი ემიგრანტების ოჯახში. მშობლიურ ლიბანში 1952 წელს დაბრუნდა. ლიბანის სამოქალაქო ომის წლებში ქველმოქმედებით იყო დაკავებული: გახსნა ბავშვთა სახლები, სკოლები ხეიბრებისთვის, სამედიცინო ცენტრები და სამი ინსტიტუტი მხედველობა და სმენადაქვეითებულთათვის.[საჭიროებს წყაროს მითითებას] 1985 წელს მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ჰეზბოლაში ყველა ოფიციალური პოსტი დატოვა და მხოლოდ მისი სულიერი ლიდერის როლში დარჩა.