შინაარსზე გადასვლა

მოჰამედ ქარიმ ლამრანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოჰამედ ქარიმ ლამრანი
არაბ. محمد كريم العمراني
დაბადების თარიღი 1 მაისი, 1919(1919-05-01)[1]
დაბადების ადგილი ფესი
გარდაცვალების თარიღი 20 სექტემბერი, 2018(2018-09-20)[2] [3] [4] [1] (99 წლის)
გარდაცვალების ადგილი კასაბლანკა
მოქალაქეობა  მაროკო
შვილ(ებ)ი Saïda Karim Lamrani

მოჰამედ ქარიმ ლამრანი (არაბ. محمد كريم العمراني; დ. 1 მაისი, 1919 – გ. 20 სექტემბერი, 2018)[5] — მაროკოელი პოლიტიკოსი, რომელიც მაროკოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას სამი სხვადასხვა ვადით იკავებდა.

მან პირველი ვადა ერთი წლის განმავლობაში იმსახურა, რომელიც 1971 წელს დაიწყო და 1972 წელს დასრულდა; შემდეგ იკავებდა ამ პოსტს 1983 წლის ნოემბრიდან 1986 წლის სექტემბრამდე, ხოლო საბოლოოდ — 1992 წლის აგვისტოდან 1994 წლის მაისამდე.[6]

მისი ქონება 500 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

მუჰამედ ქარიმ ლამრანი დაიბადა ფესში 1919 წლის 1 მაისს.[7][8] იგი წარმოშობით ფესის შარიფიანთა ოჯახიდან იყო, რომელსაც ვაჭრობისა და სახელმწიფო სამსახურის ხანგრძლივი ტრადიცია ჰქონდა.[9]

ლამრანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სამჯერ მსახურობდა: 1971 წლის 6 აგვისტოდან 1972 წლის 2 ნოემბრამდე,[10][11] შემდეგ 1983 წლის 30 ნოემბრიდან 1986 წლის 30 სექტემბრამდე[12] და ბოლოს 1992 წლის 11 აგვისტოდან 1994 წლის 25 მაისამდე.[13] ბოლო მთავრობა, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა, დროებითი მთავრობა იყო, სადაც მან აზედინ ლარაქი შეცვალა.[14] იგი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გაათავისუფლეს.[15] ლამრანი ასევე ფლობდა ფოსფატების კომპანიას და მაროკოს მთავრობების ეკონომიკურ მრჩევლად მუშაობდა.[14][16] 1971 წლის აგვისტოდან 1972 წლის აპრილამდე იგი ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი იყო.[17]

  1. 1 2 Munzinger Personen
  2. ↑ وفاة الوزير الأول السابق كريم العمراني
  3. ↑ http://www.leseco.ma/maroc/69983-deces-de-mohamed-karim-lamrani.html
  4. ↑ https://lematin.ma/express/2018/mohamed-karim-lamrani-n-plus/301073.html
  5. ↑ MATIN, LE. Le Matin - Mohamed Karim Lamrani n'est plus fr. ციტირების თარიღი: 2021-01-08
  6. ↑ رؤساء الحكومة السابقون ar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-27. ციტირების თარიღი: 2022-05-09
  7. ↑ (1972) Political Handbook and Atlas of the World (en). Council on Foreign Relations. 
  8. ↑ Boum, Aomar; Park, Thomas K. (2016-06-02). Historical Dictionary of Morocco (en). Rowman & Littlefield, გვ. 290. ISBN 978-1-4422-6297-3. 
  9. ↑ Bidwell, Robin (2012-10-12). Dictionary Of Modern Arab History (en). Routledge, გვ. 245. ISBN 978-1-136-16298-5. 
  10. ↑ وفاة الوزير الأول الأسبق محمد كريم العمراني - هبة بريس ar. ციტირების თარიღი: 2022-05-09
  11. ↑ r.fatiha. الوزراء الأولون ورؤساء الحكومات منذ الاستقلال ar. ციტირების თარიღი: 2022-05-09 [მკვდარი ბმული]
  12. ↑ Anciens Premiers ministres et Chefs du gouvernement fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-06-17. ციტირების თარიღი: 2022-05-09
  13. ↑ Embassy of the Kingdom of Morocco: Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 April 2013. ციტირების თარიღი: 18 April 2013
  14. 1 2 „Caretaker government named in Morocco“. The Daily Gazette. Rabat. 12 August 1992. ციტირების თარიღი: 22 December 2012.
  15. ↑ „Le premier ministre, M. Lamrani est déchargé de ses fonctions pour raisons de santé“. Le Monde.fr (ფრანგული). 1986-10-01. ციტირების თარიღი: 2022-05-09.
  16. ↑ محمد كريم العمراني في ذمة الله عن 99 سنة ar (2018-09-20). ციტირების თარიღი: 2022-05-09
  17. ↑ MEF - Royaume du Maroc. Nos anciens ministres.