მოჰავეს სატელეფონო ჯიხური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოჰავეს სატელეფონო ჯიხური (ინგლ. Mojave phone booth) — განცალკევებით მდგომი სატელოფონო ჯიხური, რომელიც ახლანდელი მოჰავეს ეროვნული ნაკრძალის, კალიფორნიის ტერიტორიაზე იდგა. ჯიხურმა მისი უჩვეულო ადგილმდებარეობის გამო ყურადღება 1997 წელს მიიპყრო. 60-იან წლებში დამონტაჟებული ჯიხური უახლოესი მოკირწყლული გზიდან დაშორებული იყო 13 კილომეტრით, უახლოესი დანომრილი გზატკეცილიდან 24 კილომეტრით, უახლოესი დასახლებიდან კი რამდენიმე ათასეული კილომეტრით. თავდაპირველად, ჯიხურის ტელეფონის ნომერი იყო (714) 733-9969, თუმცა მოგვიანებით საქალაქთაშორისო სატელოფონი კოდი შეიცვალა 619-ით, მოგვიანებით კი 760-ით.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატელოფონო ჯიხური თავდაპირველად დაიდგა 1948 წელს ციმას წიდის მაღაროს მფლობელი ემერსონ რეის მოთხოვნით, რათა ადგილობრივი ვულკანურ წიდაზე მომუშავე მაღაროელთათვის და იმ მხარეში მცხოვრები ხალხისთვის სატელოფონო მომსახურების მისაწოდებლად.[2] ის იყო კალიფორნიის მთავრობის მანდატის „პოლიტიკის სადგურების“ ქსელის ნაწილი, რაც გულისხმობდა შტატის განცალკევებულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობისთვის მომსახურების მიწოდებას. მოჰავეს ჯიხურმა, რომელიც ორი იზოლირებული მოუკირწყლავი გზის გადაკვეთაზე დგას, სავარაუდოდ სამხრეთით 50 კილომეტრის მოშორებით მდგომი ჯიხური ჩაანაცვლა.[1] თავდაპირველად ჯიხურში იყო ხელით ასამუშავებელი მაგნეტო ტელეფონი, თუმცა ის 1960-იან წლებში ტელეფონ-ავტომატით ჩანაცვლდა.[2] ბრუნვითი ტელეფონი 1970-იანებში შეხებით-ტონური მოდელით ჩანაცვლდა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 The Mojave Phone Booth. BBC (August 16, 2006). ციტირების თარიღი: August 4, 2009
  2. 2.0 2.1 Nystrom, Eric Charles (2003). „Chapter 6“, From Neglected Space to Protected Place: An Administrative History of Mojave National Preserve. National Park Service.