შინაარსზე გადასვლა

მოჯირითეების ტრიუკები

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოჯირითეების ტრიუკები

ძმები ლუმიერების სინემატოგრაფის რეკლამა
რეჟისორი ლუი ლუმიერი
პროდიუსერი ლუი ლუმიერი
ოპერატორი ლუი ლუმიერი
გამოსვლის თარიღი 1895
1896 წლის ივლისი (ფინეთი)
ხანგრძლივობა 46 წამი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა მუნჯი
„მოჯირითეების ტრიუკები“ (1895)

„მოჯირითეების ტრიუკები“ (ასევე ცნობილი, როგორც „La Voltige“) — 1895 წლის ფრანგული, მოკლემეტრაჟიანი, შავ-თეთრი, მუნჯი, დოკუმენტური ფილმი. მისი რეჟისორი და პროდიუსერი იყო ლუი ლუმიერი. გადაიღეს ლიონში, რონის დეპარტამენტში, რონა-ალპებში, საფრანგეთში. მისი სიძველიდან გამომდინარე, ფილმის ინტერნეტიდან უფასოდ გადმოწერა დაშვებული და შესაძლებელია.

ფილმი ლუმიერების სინემატოგრაფის პირველი სარეკლამო პრეზენტაციის ნაწილს წარმოადგენდა (1895 წლის 28 დეკემბერი, სალონი ინდიენი, გრან-კაფე, კაპუცინების ქუჩის N14, პარიზი).[1]

გადაღებულ იქნა სინემატოგრაფით, კამერით, რომელიც ფილმის პროექტორად და დამამუშავებლადაც გამოიყენებოდა. ყველა სხვა ადრეული ლუმიერის ფილმის მსგავსად, ჩანაწერი 35 მმ ფორმატში, 1.33:1-ის სიგრძე-სიგანის თანაფარდობით გაკეთდა.[2]

სამი კაცი და ცხენი ველზე დგანან. პირველი, თეთრად შემოსილი მამაკაცი ცხენის აღვირს იჭერს, ხოლო მეორე, შავოსანი კაცი უყურებს და ეხმარება მესამე მათგანს, რომელიც ცხენზე შემოჯდომას ცდილობს. ექვსი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მესამე კაცი საბოლოოდ ახერხებს ასვლას და ცხენზე გვერდულად შემომჯდარი აპირებს ჯირითს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Salon Indien, Grand Café, Paris. Who's Who of Victorian Cinema. ციტირების თარიღი: 2007-04-12.
  2. Technical Specifications. Internet Movie Database. ციტირების თარიღი: 2007-04-12.