მოჯალაბე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მოჯალაბე — ყმა გლეხთა უმდაბლესი სოციალური კატეგორია XVII-XIX საუკუნეების დასავლეთ საქართველოში. დოკუმენტებში მოჯალაბე ზოგჯერ იწოდება მესადგომედ ან მოსახლედ (მეგრ. დოლმახარე). მოჯალაბე იყო ტყვე, ნამზითი ან ნასყიდი ადამიანი. მას საკუთარი მიწა და კარ-მიდამო არ გააჩნდა, თავისი ოჯახით მებატონის კარზე ცხოვრობდა, მის სრულ განკარგულებაში იყო და ყველაზე მძიმე და სათაკილო სამუშაოებს ასრულებდა (ღორის მწყემსვა, შეშის დამზადება, ღომის ცეხვა). ბატონს შეეძლო მოჯალაბის ოჯახის წევრები ცალ-ცალკე გაეყიდა. მოჯალაბეს ქალიშვილის გათხოვებაც ეკრძალებოდა. იგი თითქმის მონურ მდგომარეობაში იყო იმ განსხვავებით, რომ ბატონს მისი მოკვლის უფლება არ ჰქონდა. გლეხის გადაყვანა მოჯალაბის კატეგორიაში სასჯელის ერთ-ერთ უმძიმეს ზომად ითვლებოდა. მოჯალაბე ყმობიდან განთავისუფლდა სხვა გლეხებთან ერთად საგლეხო რეფორმის დროს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]