მოჯადოებული (ტელენოველა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოჯადოებული
ჟანრი დრამა
რომანტიკა
ავტორი მარია ზარატინი
შეიმუშავა Televisa
მონაწილეობენ ჟაკლინ ბრაკამონტესი
უილიამ ლევი
ანა ბრენდა კონტრერასი
დავიდ ზეპედა
დანიელა რომო
გაბრიელ სოტო
ვენდი გონსალესი
ხულიან ხილი
ქვეყანა მექსიკა
ენა ესპანური
ეპიზოდი 95
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი კარლა ესტრადა
ადგილ(ებ)ი მეხიკო
ხანგრძლივობა 42 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი Televisa

მოჯადოებული (ესპ. Sortilegio) — „ტელევისას“ 2009-2010 წლების ტელენოველა. საქართველოში სერიალი გადიოდა ტელეკომპანია იმედი-ის ეთერში მთავარ როლს ასრულებენ ჟაკლინ ბრაკამონტესი და უილიამ ლევი.

სერიალის შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ვიქტორია ცნობილი მწერლის სამუელ ალბენისის მეუღლეა მაგრამ უყვარს მისივე მეუღლის საუკეთესო მეგობარი ანტონიო ლომბარდო. ანტონიო ლომბარდოსაც ჰყავს ცოლი. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ანტონიოს ცოლიც და ვიქტორიას ქმარიც უშვილოები არიან. ამ ყველაფრის ფონზე კი ვიქტორია და ანტონიო დაახლოვდებიან და ერთმანეთი შეუყვარდებათ. ვიქტორია ანტონიო ლომბარდოსგან ფეხმძიმედაა ამას იგებს სამუელი და გადაწყვეტს ვიქტორია ქვეყნიდან წაიყვანოს. ანტონიოს ეს არ უნდა მაგრამ სამუელი თავისას გაიტანს და ცოლთან ერთად ევროპაში მიდის. ანტონიო ვიქტორიას და მის შვილს ყველგან ეძებს მაგრამ ვერსად პოულობს. ვიქტორია ტყუპებს გააჩენს: რაკელს და ბრუნოს.

გადის 2 წელი და ანტონიოს მეუღლე იგებს რომ მკურნალობამ შედეგი გამოიღო და ორსულადაა. მათ ბიჭი უჩნდებათ რომელსაც ალეხანდროს არქმევენ თუმცაღა ანტონიოს ცოლი მშობიარობას გადაყვება. 6 წლის შემდეგ სამუელი დაავადდება და კვდება. ის ვიქტორიას სიკვდილის წინ დაუბარებს რომ ანტონიო მოძებნოს და მასთან ბედნიერი ოჯახი შექმნას. ამის გამო ვიქტორია მექსიკაში, მერიდაში ბრუნდება. ამას ანტონიო იგებს და ვიქტორიას სანახავად მიდის. ისინი შერიგდებიან და გადაწუვეტენ ოჯახი შექმნან. მაგრამ ვიქტორიას შვილებმა არ იციან ვინ არის მათი ნამდვილი მამა. თუმცა ეს არ მოსწონს ვიქტორიას შვილებს. დრო გადის და ბრუნო ალეხანდროსთვის არც ისე კარგი ძმა აღმოჩნდება. ის ყოველთვის ცდილობს ალექსი დაამციროს და შეურაცყოს, რადგანაც ჰგონია რომ ალექსი მას ოჯახს და დედის სიყვარულში ეცილება.

ბავშვები იზრდებიან და ერთ დღესაც ანტონიო იგებს რომ ბრუნო უნივერსიტეტიდან გამოაგდეს და გადაწყვეტს მთელი ქონება ალექს დაუტოვოს ის ასეც იქცევა. ვიქტორია და ანტონიო ქუჩაში ჩხუბობენ როდესაც ანტონიოს მოტოციკლი დაარტყამს და კვდება. როცა ბრუნო გაიგებს რომ მამამისმა მთელი ქონება ალექსს დაუტოვა გადაწყვეტს ეს ქონება ხელში ჩაიგდოს რისთვისაც გაიცნობს ღარიბ გოგონას სახელად მარია ხოსეს რომელსაც მოატყუებს რომ ალეხანდრო ლომბარდოა. პარალელურად კი ალეხანდროს მოკვლას გეგმავს რომ მისი სიკვდილის შემდეგ ალეხანდროს ცოლს დარჩეს ყველაფერი. ის ასეც იქცევა. მარია ხოსეს გაეცბნობა როგორც ალეხანდრო ლომბარდო და ცოლად მისი სახელით ირთავს.

სწორედ იმ დღეს ალეხანდროს ავარიას უწყობს და ის კლდეში იჩეხება. მარია ხოსე გაიგებს რომ ალეხანდრო დაიღუპა და თავზარდაცემულია. ის ლომბარდოების სახლში ჩადის და ალექსის ოჯახს გაიცნობს. მეორე ღამით ბრუნო ლომბარდოების სახლში ბრუნდება და მარია ხოსეს ემუქრება რომ მხარი დაუჭიროს და ქონება ხელში ჩაიგდონ თუ არადა მას ბრალს დასდებს საბუთების გაყალბებაში და ციხეში ჩასვამს. მარია ხოსე გულუბრყვილო გოგოა და ბრუნოსი შეეშინდება და დასთანხმდება თუმცაღა ამის გაკეთება არ უნდა. ალექსი გადარჩება და რამდენიმე დღეში მას სახლში აბრუნებენ. ბრუნოს თავზარი დაეცემა როცა გაიგებს რომ ალეხანდრო გადარჩა. ალექს კი ვერ გაუგია საიდან აღმოჩნდა მის სახლში მარია ხოსე, რის გამოც მეხსიერების დაკარგვას იგონებს, რომ გამოარკვიოს რატომ ატყუებს მარია ხოსე.

რამდენიმე ხნის მერე ის ყელაფერს ჩუმად გაარკვევს და მარია ხოსეს პასუხს თხოვს. მარია მას ყველაფერს უყვება რომ ბრუნომ მოატყუა და დააშანტაჟა. ალექსი მას უჯერებს რის მერეც ისინი დაახლოვდებიან და ერთმანეთი სიგიჟემდე შეუყვარდებათ თუმცა ყველაფერი აქ არ მთავრდება მათ სიყვარულს წინ ბევრი გამოცდა ელის.

მსახიობები და როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი პერსონაჟი
ჟაკლინ ბრაკამონტესი მარია ხოსე სამანიეგო
უილიამ ლევი ალეხანდრო ლომბარდო
დანიელა რომო ვიქტორია ლომბარდო
გაბრიელ სოტო ფერნანდო ალანისი
დავიდ ზეპედა ბრუნო ლომბარდო
ანა ბრენდა კონტრერასი მაურა ალბარანი
ვენდი გონსალესი პაულა სამანიეგო
ჩანტალ ანდერე რაკელ ლომბარდო
ლეონარდო დანიელი ანიბალ დავილა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]