მოხურგუთის ციხე
მოხურგუთი | |
---|---|
მდებარეობა | თურქეთი |
სტატუსი | საფუძვლამდე დანგრეული |
მასალა | კირი |
მოხურგუთი, მოხურქუდი, ქარაქალე — ციხე თურქეთში. მდებარეობს არზრუმის მხარეში, სპერის რაიონის სოფელ მოხურგუთში. ნაგებია კირით. განლაგებულია სოფლიდან მოშორებით, მდინარე ჭოროხიდან საკმაოდ მაღლა, აზიდულ კლდოვან მთაზე, ზღვის დონიდან 2020 მეტრზე. ციხემდე მისვლა მხოლოდ გრძელი და რთული ბილიკითაა შესაძლებელი. ადგილობრივთა თქმით, ციხე „ურჯულოების“ მიერაა აგებული, შემორჩენილია „ქვები და ეკლესიის პატარა ნანგრევი“. არის აგრეთვე კლდეში ჩაკვეთილი დიდი ზომის რეზერვუარი.
ადგილობრივები ისტორიული მოხურგუთის პარალელურად მოგვიანებით შერქმეულ თურქულ ფორმასაც – ქარაქალე („დიდი ციხე“ / „შავი ციხე“) იყენებენ. თანამედროვე ადმინისტრირებით, მოხურგუთი სპერის მხარეშია, ტაო-სპერის სასაზღვრო ზოლში. არ არის გამორიცხული, რომ მოხურგუთი ძველად ტაოს ერთ-ერთი სასაზღვრო ციხე ყოფილიყო. ჭოროხის ხეობაში, შუა საუკუნეების საქართველოს სასაზღვრო ზოლში არსებული ციხეების განლაგება თითქოს ამაზე უნდა მიუთითებდეს. მდინარის ხეობიდან მაღლა გაშენებული სიმაგრის მთავარი ფუნქცია ღრმა ხეობაში თუ მის გასწვრივ მდებარე ციხეებისთვის (ნიხახი, ოშნაქი, ერსისი, ქისქიმი, ერსისი, პეტერეკი) სიგნალის გადაცემა უნდა ყოფილიყო. ამ ციხეების ნაწილი უშუალოდ ხედავს მოხურგუთს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კუდავა ბ., ტაო-კლარჯეთი: ისტორიისა და კულტურის ძეგლები. თბ. 2017, გვ. 237-238