მოხისის ბრძოლა (1520)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მოხისის ბრძოლა (1520)
თარიღი 1520
მდებარეობა მოხისი, ქართლის სამეფო
შედეგი დავით X-მ, მამია გურიელმა და ლევანმა ზავი დადეს მუხრანში, რომლის თანახმადაც, დავით X ლევანს კახეთის მეფედ აღიარებდა.
მხარეები
ქართლის სამეფო გურიის სამთავრო
მეთაურები
დავით X მამია I გურიელი

მოხისის ბრძოლა (1520) — ბრძოლა, რომელიც გაიმართა გურიის სამთავროს და ქართლის სამეფოს ლაშქარს შორის 1520 წელს.

კახეთის მეფის ვაჟი, გიორგი II (ავ-გიორგი) ჯერ კიდევ გამეფებამდე დაუპირისპირდა მეფეს, ალექსანდრე I-ს და უმცროს ძმას, დიმიტრის. იგი არ იზიარებდა მამისა და ძმის პოზიციას ქართლის სამეფოსთან მშვიდობიანი ურთიერთობის შესახებ და თავის მომხრეებთან ერთად არბევდა მეზობელ სამეფოს. 1511 წელს ავ-გიორგი თავს დაესხა საფურცლიის ჭალაში მყოფ მამას და ძმას. პირველი მოკლა, ხოლო მეორეს თვალები დასთხარა და ოჯახითურთ კახეთიდან გააძევა, რის შემდეგაც ქართლს შეესია და ორი წელი თარეშბდა იქ. ის დავით მეფის ძმამ, ბაგრატმა შეიპყრო და ციხეში გამოკეტა. კახეთი უმეფოდ დარჩა, რადგან ტახტის მემკვიდრე, ლევან ბატონიშვილი მცირეწლოვანი იყო. დავით X-მ გააუქმა კახეთის სამეფო და მისი ქართლისთვის შემოსაერთებლად დაიწყო ბრძოლა. ლევან ბატონიშვილი რამდენიმეჯერ გადაურჩა დატყვევებას. მას კახეთის თავადები უჭერდნენ მხარს, რომლებმაც იგი გარსევან ჩოლოყაშვილის მეთაურობით ოჩანის ციხეში დამალეს. მათ ისარგებლეს ქართლში შაჰ ისმაილ I-ის ლაშქრობით და ლევანი კახეთის მეფედ გამოაცხადეს. 1518 წელს დავით X ხელახლა შევიდა კახეთში ჯარით, მაგრამ სოფელ მაღაროსთან ბრძოლაში დამარცხდა. ლევანმა დახმარება გურიის მთავარს, მამია I გურიელს თხოვა, რომელიც 1520 წელს ქართლში შეიჭრა. გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა სოფელ მოხისთან, რომელშიც ქართლის მეფე დამარცხდა. [1] დავით X-მ, მამიამ და ლევანმა ზავი მუხრანში დადეს. მამიამ ქალიშვილი თინათინი ლევანს მიათხოვა, ხოლო დავით X-მ ლევანი კახეთის მეფედ აღიარა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]