შინაარსზე გადასვლა

მოცემულობა (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოცემულობა“ — თანამედროვე ქართველი მწერლის დავით ქართველიშვილის რომანი. გამოიცა 2011 წელს („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“).

მთავარ პერსონაჟ დეტექტივ გახარიას შეუძლია უკვე გამოძიებული მკვლელობის დეტალებს ჩაუღრმავდეს არა საქმის გახსნის მიზნით, არამედ იმიტომ, რომ მოკლულის ახლობლებთან საუბრით ცხოვრებისეული დასკვნები გამოიტანოს. მეოცნებე და საკუთარ სამყაროში გამოკეტილი დეტექტივი სხვადასხვა როლს ირგებს, რომელთა საშუალებით არა ჩახლართულ საქმეებს, არამედ საკუთარ თავსა და ცხოვრებას, როგორც არსებობის ყველაზე მთავარ მოცემულობას, აანალიზებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]