მოცარელას ჩხირები
|
მოცარელას ჩხირები მარინარას სოუსით | |
| ალტერნატიული სახელები |
ცხელი ყველის ჩხირები |
|---|---|
| რიგითობა | აპეტაიზერი |
| ტემპერატურა სერვირების დროს | ცხელი |
| ძირითადი შემადგენლობა |
მოცარელა, საფანელი და ცომი |
მოცარელას ჩხირები ― ცომში ამოვლებული ან საფანელში შემწვარი მოცარელას წაგრძელებული ნაჭრები, რომლებსაც, როგორც წესი, აპეტაიზერად მიირთმევენ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცომში ყველის შეწვა შუა საუკუნეების საფრანგეთში, მინიმუმ, 1393 წელს დაიწყეს. შემწვარი ყველის ჩხირების რეცეპტი „Le Ménagier de Paris[1]“-ში გამოჩნდა. თუმცა, კულინარიის ისტორიკოსები თვლიან, რომ შუა საუკუნეების შემწვარ ყველს ცოტა რამ ჰქონდა საერთო თანამედროვე მოცარელას ჩხირების მომზადებასა და განვითარებასთან.[2]
მოცარელას ჩხირები, სავარაუდოდ, 1970-იან წლებში, შეერთებულ შტატებში წარმოიშვა, ისტორიკოს ჯოელ იენსენის თქმით, ორი ფაქტორის კომბინაციით:
- მასობრივად წარმოებული მოცარელა ხელმისაწვდომი გახდა 1960-იანი წლებიდან.
- შეიმუშავეს საკვები პროდუქტის ახალი, ეფექტური და სწრაფი შეწვის ტექნოლოგიები, რომლებიც კვების ობიექტებსა და სპორტულ ცენტრებში (როგორებიც იყო მაგ. ბოულინგის დარბაზები და სპორტული ბარები) გამოიყენებოდა.[3]
მომზადება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოცარელას ჩხირები მზადდება ყველის ნაჭრების საფანელში ან ცომში ამოვლებით. მათ აცხობენ ან ზეთში წვავენ. მოცარელას ჩხირებს ხშირად მიირთმევენ პომიდვრის ან მარინარას სოუსთან ერთად, თუმცა, ისინი შეგიძლიათ მიირთვათ სხვა სოუსებთან ერთად, მაგ. ქლიავის სოუსი, ჰალაპენიოს ჟელე, კეტჩუპი, ბარბექიუს სოუსი და სხვა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Friedman, David. Le Menagier de Paris (Translated by Janet Hinson). ციტატა: „PIPEFARCES. Take egg yolks and flour and salt, and a little wine, and beat together strongly, and cheese chopped in thin slices, and then roll the slices of cheese in the batter, and then fry in an iron skillet with oil in it. This can also be made using beef marrow.“ ციტირების თარიღი: 13 November 2015
- ↑ The Mozzarella Stick's Origins Are Actually Fiercely Debated en (February 2017). ციტირების თარიღი: 2021-07-21
- ↑ Claeson, Hanna. The Surprising Origin Of Mozzarella Sticks (August 2020). ციტირების თარიღი: 26 March 2021