მოჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მოჩის სახეობა - კირიმოჩი

მოჩი (იაპონ. 餅, もち) - იაპონური ბრინჯის დესერტი, რომელიც მზადდება მოჩიგომისგან, მრგვალმარცვლოვანი იაპონური წებოვანი ბრინჯისგან და ზოგჯერ სხვა ინგრედიენტებისგან, როგორიცაა წყალი, შაქარი და სიმინდის სახამებელი. ბრინჯს ნაყავენ, სანამ ერთიან, ოდნავ სველ მასას არ მიიღებენ და სასურველ ფორმას აძლევენ. იაპონიაში მოჩის ტრადიციულად ამზადებენ ცერემონიალზე, რომელსაც ეწოდება მოჩიცუკი.[1] მიჩნეულია იაპონურ საახალწლო ტრადიციულ ტკბილეულად, შესაბამისად, ხშირად ამ პერიოდში ყიდულობენ და მიირთმევენ.

მოჩი არის მრავალკომპონენტიანი საკვები, მასში შედის: პოლისაქარიდები, ლიპიდებს, ცილები და წყალი. მისი სტრუქტურა ამილოპექტინს, სახამებლის მარცვლებს და ჰაერის ბუშტებს წარმოადგენს[2]. ამ ბრინჯისათვის დამახასიათებელია ამილოზის სახამებლის დაბალი დონე, ცილის კონცენტრაცია კი სხვა ბრინჯის სახეობებთან შედარებით უფრო მაღალია. მოშის ბრინჯში ამილოზის შემცველობა უმნიშვნელოა, ხოლო ამილოპექტინის მაღალი, შედეგად, მოჩის გელის მსგავსი ტექსტურა აქვს.

მოჩი მსგავსი დესერტია იაპონური დანგო, თუმცა, დანგო განსხვავებული სახეობის ბრინჯის ფქვილისგან მზადდება.[3]

წარმოშობა და ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საახალწლო მოჩი

ამ ტიპის ბრინჯის დანაყვის წესი უძველესი ჩინეთიდან მოდის. მსგავსი ხერხით საკვების დამზადება უამრავი ჩინური აბორიგენული თემის ტრადიციის ნაწილია[4]. ფოლკლორის თანახმად, პირველი მოჩიცუკის ცერემონია მაშინ მოხდა, როცა კამი (სულების მსგავსი იაპონურ ფოლკლორში) დედამიწაზე დაეშვა, რაც იაიოის პერიოდში (ძვ. წ. 300 წ. - ახ. წ. 300 წ.) მოხდა, ქალაქ იამატოში ბრინჯის გავრცელებისთანავე. მას თავდაპირველად წითელი ბრინჯით ამზადებდნენ და მხოლოდ და მეფეებსა და დიდგვაროვნებს ჰქონდათ მისი მირთმევის უფლება. ის მიიჩნეოდა იღბლის მომტანად და ბედნიერი ქორწილების თილისმად. შემდგომში, მას ღმერთების საკვებადაც მოიხსენიებდნენ და გარკვეულ რიტუალებზე იყენებდნენ.

ჰეიანის პერიოდში დაიწყო მისი ახალ წელზე მირთმევა. იმპერატორებს მიაჩნდათ, რომ მოჩის გრძელი ძაფები განასახიერებს ხანგრძლივ სიცოცხლეს და კეთილდღეობას, ხოლო გამხმარი მოჩი ხელს უწყობს კბილების გამაგრებას.

მომზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოჩიკუცის პროცესი

მარტივი, თანამედროვე მოჩის დასამზადებლად ცოტა ინგრედიენტია საჭირო: შირატაკოს ან მოჩიკოს ფქვილი, წყალი, შაქარი და სახამებელი.

ტრადიციულად კი მოჩის მთელი ბრინჯისგან ამზადებენ, რომელსაც ჯერ ერთი ღამით წყალში ტოვებენ, შემდეგ კი ნაყავენ და ფორმას აძლევენ.

თანამედროვე მოჩის ამზადებენ ტკბილი ბრინჯისგან ან მისი ფქვილისგან (მოჩიკო). ფქვილს ურევენ წყალს და ამზადებენ ღუმელში ან მიკროტალღურ ღუმელში, სანამ არ მიიღება წებოვანი, გაუმჭვირვალე, თეთრი მასა[5]. ეს პროცესი ორჯერ მეორდება, ან მანამ, სანამ ოდნავ გამჭვირვალე მასა მიიღება. [6][7]

თანამედროვე ტექნიკით, მოჩის დამზადება სახლშიც შეიძლება. სხვა მხრივ, ცომის მომზადება საკმაოდ შრომატევადია.

მოჩისთვის მნიშვნელოვანია:

  • ელასტიურობა/რამდენად ადვილად იღეჭება ბრინჯის კონკრეტული სახეობა;
  • ერთიანი ტექსტურის შენარჩუნება;
  • ზომა;
  • არომატი და შიგთავსი.

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოჩის ძირითადად ცალკე მიირთმევენ, მაგრამ ის შეიძლება იყოს ინგრედიენტიც უამრავ სხვა იაპონურ კერძში.

დანგო

მრავალი სახის იაპონური ტრადიციული ტკბილეული, როგორიცაა ვაგაში და მოჩიგაში, მზადდება მოჩით. მაგალითად, დაიფუკუ არის რბილი მრგვალი მოჩი, რომელიც შიგნით ივსება ტკბილი მასით, მაგალითად, ტკბილი წითელი ლობიოს ან თეთრი ლობიოს მასით. იჩიგო დაიფუკუ კი შევსებულია მარწყვით.

კუსა მოჩი მწვანე მოჩია, რომელიც yomogi-თ, აღმოსავლეთ აზიური მცენარითაა არომატიზებული.

Ნაყინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაყინის პატარა ბურთულები გარედან დაფარულია ან შეფუთულია მოჩით, იაპონიაში მას აწარმოებს კონგლომერატი "ლოტე" და ეწოდება იუკიმი დაიფუკუ, "თოვლის დაიფუკუ".

წვნიანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოშირუკო ან ოზენზაი არის ტკბილი იაპონური სახეობის ლობიოს (აძუკის ლობიო) წვნიანი, რომელსაც აქვს მოჩის ნაჭრები. მას იაპონიაში ზამთარში მიირთმევენ, გასათბობად.
  • სფერული მოჩი სახელად "დანგო" შეიძლება იყოს ფერადი ან შეღებილი.
  • ჩიკარა უდონი (ნიშნავს "ძალაუფლების უდონს") - კერძია, რომელიც შედგება უდონის პასტასგან(მაკარონისგან) წვნიანში, რომელსაც ზემოდან შემწვარი მოჩი ამშვენებს.

ასევე, არსებობს მოფლი, რომელიც წარმოადგენს მოჩის ვაფლს და სულ ახლახანს გამოჩნდა იაპონიაში.

გავლენა ჯანმრთელობაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველწლიურად, იაპონიაში, ხდება მოჩისგან გამოწვეული სიკვდილი, როცა ადამიანებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს, ის ყელში ეჭედება და სასუნთქ გზებს ხურავს.[8] ტოკიოს სახანძრო დეპარტამენტის თანახმად, რომელიც დახრჩობის შემთხვევებშიც რეაგირებს, მხოლოდ ტოკიოში ყოველწლიურად 100-ზე მეტი ადამიანი ხდება საავადმყოფოში ამ მიზეზის გამო. ქალაქის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, 2006–2009 წლებში იაპონიის დედაქალაქში მოჩის დახრჩობის შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა. მხოლოდ 2011 წლის იანვარში, ტოკიოში მოჩით დაახრჩობის გამო 8 ადამიანი გარდაიცვალა.

იაპონიის ხელისუფლება ყოველწლიურად აფრთხილებს ხალხს, რომ ჭამონ მოჩის მხოლოდ პატარა ნაჭრები. ტოკიოს სახანძრო დეპარტამენტს აქვს ვებგვერდიც, სადაც მოცემულია რჩევები, თუ როგორ უნდა დაეხმაროთ ადამიანს, რომელსაც ახრჩობს მოჩი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მოჩი&oldid=3987923“-დან