მოჩვენებისებრნი
იერსახე
მოჩვენებისებრნი | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Phyllium giganteum | |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Phasmoptera | |||||||||
|
მოჩვენებისებრნი, ჩხირულები (ლათ. Phasmoptera), მწერების რიგი. აქვთ წაგრძელებული ან ბრტყელი სხეული, რომლის სიგრძე 30-35 სმ აღწევს. არასრული გარდაქცევის მწერებია. ფრთები არ გააჩნიათ. გვხვდებიან ბალახოვან მცენარეებზე, ხეებსა და ბუჩქებზე. რიგში 2500-მდე სახეობაა, ძირითადად გავრცელებულია ტროპიკებში, აქედან 6 (გვარი Ramulus) გვხვდება ამიერკავკასიაში, შუა აზიაში, სამხრეთ ყაზახეთში, ერთი — შორეულ აღმოსავლეთში. მოჩვენებისებრნი მცენარეული საკვებით იკვებებიან. ზოგი მავნებელია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 151.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- [1] დაარქივებული 2010-04-28 საიტზე Wayback Machine.
- Phasmatodea.org/ჩხირულები დაარქივებული 2006-06-28 საიტზე Wayback Machine.