მოქცევითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მოქცევითი
Medcezir Logo.png
ჟანრი დრამა
რომანტიკა
ფორმატი ტელენოველა
სცენარი ეჯე იორენჩი
რეჟისორი ალი ბილგინი
მონაწილეობენ ჩაათაი ულუშაი
სერენაი სარიქაია
ბარიშ ფალაი
მაინ თუაი
თანერ ოლმაზი
ჰაზარ ერგუჩლუ
სებნემ დონმეზი
მურათ აიგენი
კომპოზიტორი თოიგარ იშიქლი
ქვეყანა თურქეთი აშშ
ენა თუქრული
ეპიზოდი 38
კომპანია
ადგილ(ებ)ი სტამბოლი
კომპანია Ay Yapim
საიტი medcezir.tv

მოქცევითი„Ay Yapim“ 2013 წლის ტელენოველა რომლის გადაღებები 2016 წლამდე იგეგმება. სერიალის გადაღებები აშშ გადაიტანეს ეს სერიალი არის ამერიკული სერიალის რიმეიკი The O. C. . მთავარ როლებს კი მისტერ თურქეთი ჩაათაი ულუშაი და მის თურქეთი 2010 სერენაი სარიქაია ირგებენ.

სერიალის შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იამანი(ჩაათაი ულუშაი) ერთი უბრალო ბიჭია, ღარიბი, ჭკვიანი და ამავდროულად უზომოდ პატიოსანი. მისი ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც ძმის არასწორი საქციელის გამო ციხეში მოხვდება. საბედნიეროდ არსებობენ ისეთი კეთილი ადამიანები როგორიცაა ადვოკატი სელიმი(ბარიშ ფალაი), ის გამოიყვანს იამანს ციხიდან და თავისი სახლის კარს გაუღებს. იამანის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, ის აღმოჩნდება დაუნდობელ, ელიტარულ საზოგადოებაში და მოუწევს ბრძოლა ადგილის მოსაპოვებლად. მისი ცხოვრების მთავარი აზრი პირველივე შეხვედრსითანავე გახდება ახალგაზრდა, მხიარული და ლამაზმანი მირა(სერენაი სარიქაია). მირა მდიდარი ოჯახის ღირსეული წარმომდაგენელია, ჰყავს მდიდარი შეყავრებული ორკუნი, რომელიც გოგონას სასტიკად ატყუებს და სხვასთან ღალატობს. მირა ოცნებობს ფერად სამყაროზე, მისი ოცნებაა გახდეს კარგი მომღერალი, რისი სასტიკი წინააღმდეგიცაა მირას დედა. პირველივე შეხვედრისას მირასა და იამანს შორის მყარდება თბილი, ძლიერი გრძნობა, რასაც არც ერთი მათგანი არ მალავს, თუმცა მათ შორის რადიკალური განსხვავება არ ძლევთ ერთად ყოფნის უფლებას. ძალიან მალე იამანის სევდიანი სახე ღიმილით შეიცვლება, მისის ღიმილი მირა გახდება. წყვილს შორის არსებული დიდი სიყვარული ებრძვის ყველაფერს, მათთვის არ არსებობს ბარიერი, მათი სიყვარული წმინდაზე წმინდაა.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი გმირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იამან კოპერი Çağatay Ulusoy - იამანი, ერთი ღარიბი ბიჭია. მამამ ბავშვობაში მიატოვა და ეს მისი ცხოვრების სამუდამო ტრამვად დარჩა. იამანის დედა ბარის მომღერალია, რომელიც გათხოვილია ერთ ღარიბ, ბოროტ და უნამუსო კაცზე. იამანს ჰყავს დიდი ძმა , რომელიც მისგან სავსებით განსხვავდება, ამას პირველივე სერიიდან ვიგებთ. მისი ძმა თავს ვერ აკონტროლებს და ციხეში ხვდება. იამანის ცხოვრება სავსებით შეიცვლება რაც გაიცნობს სელიმ სერეზს, ადვოკატს, რომელიც იამანს ეხმარება და საშუალებას მისცემს დაიწყოს ახალი ცხოვრება.
  • მირა ბელიჯე Serenay Sarıkaya - მირა , ახალგაზრდა ლამაზი, პოპულარული და ნიჭიერი გოგონა მდიდარი ოჯახიდან. მას ჰყავს მდიდარი შეყვარებული ორკუნი, მათი ურთერთობა მართლაც რომ პოპულარულია, თუმცა მირა სულ სხვა სამყაროზე ოცნებობს, უფრო ფერადოვან სამყაროზე, დიდ სიყვარულზე.
  • სელიმ სერეზი Barış Falay - ცნობილი ადვოკატი, რომელმაც ბევრი დაბრკოლება გადალახა, იმსითვის რომ წარმატებას მიეღწია. ის ღარიბი ოჯახიდან მოდის, მაგრამ ახლა მდიდარი და ცნობილია, საკუთარი შრომით მან კარიერა და ბედნიერი ოჯახი შექმნა. მას კოლეჯში შეუყვარდა ენდერი, რომელიც მდიდარი გოგო იყო და ახლა მათ ლამაზი ოჯახი შექმნეს, მათ ჰყავთ ერთი ვაჟი მერთი. სელიმი კეთილი და ოჯახის მოყვარული კაცია.
  • ენდერ კაია სერეზ Mine Tugay - დიდარი ოჯახიდან, საკმაოდ წარმატებული და მეოჯახე ქალი. ის არის სელიმ სერეზის მეუღლე და წარმატებული ბიზნესმენის Şekip Асим Kaya ს შვილი.
  • მერთ სერეზი Taner Ölmez - სელიმის და ენდერის ვაჟი. ახალგაზრდა ძალიან მხიარული და გაადრეული ბიჭი. არსებულ სამყაროში ძალიან სხვანაირია, მისი ასაკის გოგონები და ბიჭები ერთად დადიან, მხიარულობენ, მაგრამ მერთი მათგან გარიყულია რადგან სხვანაირია. ის დაუმეგობრდება იამანს და ერთად ბევრი საინტერესო რამ გადახდებათ.
  • ეილულ ბულუთერი Hazar Ergüçlü - მდიდარი გოგონა. მირას საუკეთესო მეგობარი. ერთ-ერთი ინტრიგანი ფიგურა, მერთის ცხოვრებაში.
  • სუდე ბელიჯე Şebnem Dönmez - მირას და დედა, ფარუკის მეუღლე. მდიდარი ქალი, საკმაოდ ამპარტავანი და ამბიციური.
  • ფარუკ ბელიჯე Murat Aygen - მირას მამა. ძალიან თბილი და კეთილი ადამიანი. პრობლემები აქვს ფულთან დაკავშირებით, რის გამოც ძლიერ წუხს. შეყვარებულია ენდერზე, კოლეჯის პირველი დღიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]