მოურავების კლუბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოურავების კლუბი
რუს. Клуб приказчиков
კოორდინატები 47°13′13″N 39°43′02″E / 47.220206° ჩ. გ. 39.717289° ა. გ. / 47.220206; 39.717289
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
ტიპი ეკლექტიკა, მოდერნი
გახსნის თარიღი 1899
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100009000

მოურავების კლუბი (რუს. Клуб приказчиков) — შენობა დონის როსტოვში (როსტოვის ოლქი, რუსეთი). აგებულია 1899 წელს[1] „დონის როსტოვის მოურავების საზოგადოებისათვის“[2]. 1918 წელს სწორედ ამ შენობაში გაიმართა დონის საბჭოთა რესპუბლიკის საბჭოების პირველი ყრილობა[3]. მოურავების კლუბის შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[4]. ამჟამად შენობა არ არის ექსპლუატაციაში და ავარიულ მდგომარეობაშია. იგეგმება შენობის რესტავრაცია[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„დონის როსტოვის მოურავების საზოგადოება“ დაარსდა 1871 წელს. 1880-იანი წლების ბოლოს საზოგადოებამ მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი შენობის აგების შესახებ. 1890-იან წლებში დაიწყო სამსართულიანი სახლის მშენებლობა ტემერნიკისა და კაზანსკის (ამჟამად სერაფიმოვიჩის) ქუჩებს შორის. მშენებლობა მიმდინარეობდა ქალაქის არქიტექტორის ვლადიმირ შკიტკოს მეთვალყურეობით. 1899 წელს დასრულდა მშენებლობა და მასში განთავსდა საზოგადოების მმართველი რგოლი. ცალკეული სამუშაოები მიმდინარეობდა 1902 წლამდე[2].

XX საუკუნის დასაწყისში შენობაში ზოგჯერ იმართებოდა ბალ-მასკარადები, საშობაო და სააღდგომო საღამოები[2]. კლუბში გასტროლების დროს გამოდიოდნენ თედორე შალიაპინი და სერგეი რახმანინოვი[5]. 1912 წელს შენობას დააშენეს ახალი ნაგებობა[1].

1918 წლის 9-14 აპრილს შენობაში გაიმართა დონის საბჭოთა რესპუბლიკის საბჭოების პირველი ყრილობა, რომელშიც მონაწილეობდა 800 ადამიანი[3]. 1920-იან წლებში მოურავების კლუბის ყოფილ შენობაში განთავსდა წითელი არმიის სახლი. 1927 წლის 23 ნოემბერს აქ გამოვიდა პოეტი ვლადიმერ მაიაკოვსკი[1]. 1930-იანი წლებში შენობაში განთავსდა „მუსიკალური კომედიის თეატრი“. 1934-1935 წლებში მოხდა სახლის ნაწილობრივი რეკონსტრუქცია. გადაიხურა ხელახლა, გარმონტდა მაყურებელთა დარბაზი და გამაგრდა საძირკველი[2].

1950-იან წლებში მიმდინარეობდა კაპიტალური რემონტი[2]. 2000 წელს „მუსიკალური კომედიის თეატრი“ გადავიდა სხვა შენობაში და აქედან მოყოლებული მოურავების კლუბი აღარაა ექსპლუატაციაში. 2014 წელს შენობა გაარემონტეს და მასში გადავიდა ვ. ველიჩკინას სახელობის როსტოვის საოლქო საბავშვო ბიბლიოთეკა და როსტოვის საოლქო სპეციალური ბიბლიოთეკა მხედველობა დაქვეითებულებისათვის[2].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოურავების კლუბის შენობა სამსართულიანია სარდაფით[2]. მთავარი შესასვლელი მდებარეობს სერაფიმოვის ქუჩაზე[1]. სერაფიმოვის მხარეს მდებარე ფასადი ეკლექტიკის სტილშია გაფორმებული, ხოლო ტემერნიკის ქუჩის ფასადი მოდერნის სტილში[1]. ფასადის ზედა ნაწილები გაფორმებულია როზეტებით და გეომეტრიული ფიგურებით[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Шулепова Э. А. Материалы свода памятников истории и культуры РСФСР. Ростовская область.. — М.: Изд-во НИИ культуры, 1990. — С. 34—35.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 8 апреля 2013 года в Министерстве строительства, архитектуры и территориального развития Ростовской области состоялось совещание по вопросам приспособления к современному использованию объекта культурного наследия, расположенного по ул.Серафимовича, 88 в. akproekt.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-21. ციტირების თარიღი: 2013-09-05.
  3. 3.0 3.1 Андрианов В. И., Терещенко А. Г. Здесь заседал I съезд Советов Донской республики // Памятники Дона. — Ростов-на-Дону: Ростовское книжное издательство, 1981.
  4. г.Ростов-на-Дону. Объекты культурного наследия (памятники истории и культуры) государственного (федерального) значения. donland.ru. ციტირების თარიღი: 2013-09-05.
  5. Здание Клуба приказчиков в Ростове-на-Дону. voopiik-don.ru. ციტირების თარიღი: 2013-09-05.