შინაარსზე გადასვლა

მოტოდრეზინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოტოდრეზინა. 1910 წელი

მოტოდრეზინა — მსუბუქი ასაღები თვითნაკეთი სარელსო ტრანსპორტი (დრეზინა) მცირე სიმძლავრის (მაგალითად, მოტოციკლის) შიდა წვის ძრავით, რომლის დანიშნულებაა სალიანდაგო მუშების გადაყვანა, მასალების და ინსტრუმენტების გადატანა, გამოიყენება რკინიგზის ლიანდაგის, ხელოვნური ნაგებობების და კავშირგაბმულობის მოწყობილობების ტექნიკური დათვალიერების დროს. იმის გარდა, რომ მოტოდრეზინები თავის მხრივ, როგორც წესი, ორ-, ოთხ- ან ექვსადგილიანია, ხშირად მათზე შეიძლება მიებას 1–2 სპეციალური მისაბმელი, რომელთაგან თითოეულზე გადაყავთ 10 ადამიანამდე ან გადააქვთ ტვირთი მასით 1 ტონამდე. მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე მისაბმელებთან ერთად შეადგენს 50 კმ/სთ-ს, მასა 200–320 კგ, მისაბმელის მასა — 240 კგ.

ადრე ტერმინი მოტოდრეზინა მიეკუთვნებოდა მსუბუქ (300 კგ-მდე) ასაღებ ავტოდრეზინებს, აღჭურვილებს მოტოციკლის ძრავებით; აქედან გამომდინარე, არსებობდა ავტოდრეზინების დაყოფა ასაღებ და არაასაღებ მასასთან დამოკიდებულებით. დღეისათვის ასეთი კლასიფიკაცია მოძველებულია: ასაღები მანქანები კლასიფიცირდება, როგორც „მოტოდრეზინები“, მაშინ როცა „ავტოდრეზინებში“ იგულისხმება მხოლოდ არაასაღები მანქანები.[1]

თვითნაკეთი „პიონერკა“ ალაპაევის ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე

პიონერკა — მსუბუქი, როგორც წესი, თვითნაკეთი მოტოდრეზინა.

XX საუკუნის ორმოცდაათიან წლებში სერიულად უშვებდნენ მსუბუქ მოტოდრეზინებს ТД-5 და ТД-5У „პიონერკა“ (ვიწროლიანდაგიანი). მისმა გავრცელებამ გამოიწვია ის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სახელი „პიონერკა“ საყოველთაო გახდა და ასე უწოდებდნენ სხვადასხვა თვითნაკეთ მოწყობილობებს.

თვითნაკეთი „პიონერკები“ ხშირად გამოიყენება ვიწროლიანდაგიან რკინიგზებზე ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ, როგორც პირადი ტრანსპორტი. „პიონერკები“ გვხვდება ფართელიანდაგიან რკინიგზებზეც, მაგრამ გაცილებით იშვიათად.

საქართველოს რკინიგზაზე ფართედ გამოიყენება მოტოდრეზინები ТД-5 და ИД-1, აგრეთვე ТД-5-ის მისაბმელები, ხოლო ИД-1-ს მისაბმელი საერთოდ არ გააჩნია.

  1. Воробьёв В. В., Самсонов М. А., Чекулаев В. Е., Автомотрисы и автодрезины. Управление и обслуживание, М.: Транспорт (издательство), 1987 წელი30000 ეგზ.