შინაარსზე გადასვლა

მოტივაცია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოტივაცია—წარმოადგენს მიზეზთა ერთობლიობას. მოტივაცია განსაზღვრავს ადამიანის სხვადასხვა მოქმედებას. სიტყვა მომდინარეობს ლათინური "movere"-დან,რაც მოძრაობას,მიზნისკენ ნაბიჯების გადადგმას ნიშნავს. მოტივაცია ფსიქოლოგიურ სფეროშიც განიხილება. ის არის ფიზიკური და ფსიქიკური აქტივობების განხორციელებისადმი ბიძგი. მოტივაციაში შესაძლოა ვიგულისხმოთ შინაგანი მდგომარეობები/ფიქრები. ყველაფერი ის,რაც სხეულს უბიძგებს მოქმედებისკენ. ეს ვრცელდება ყოველდღიურ,ანუ რუტინულ და განსხვავებულ მოქმედებებზე. ასეთი შეიძლება იყოს საკვების მიღება,გაღვიძება. ან უფრო დიდ მასშტაბებზე:მოტივაცია დანაშაულისთვის,მოტივაცია სწავლისთვის და ა.შ.

არსებობს მოტივაციის თეორიები,რომელთა მიხედვითაც ცდილობენ ახსნან და იწინასწარმეტყველონ ადამიანის ქცევები და მიზნები. ამით ფსიქოლოგები გვაწვდიან ინფორმაციას  ჩვენი ზოგადი ფუნქციონირებისა და პრიორიტეტების შესახებ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]