მოსუო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მოსუო — მცირე ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ცხოვრობს ჩინეთში იუნანისა და სიჩუანის პროვინციებში, ტიბეტთან საზღვართან ახლოს. ეს ეთნიკური ჯგუფი დაახლოებით 40,000 მოსახლეობისგან შედგება. მათი უმეტესობა ცხოვრობს იონგინის რეგიონში, ლუგუის ტბის გარშემო, რომელიც მდებარეობს ჰიმალაის რაიონში. ბოლო დასახლებული პუნქტიდან 10 საათის სავალ გზაზე მდებარეობს. ეს მოსუოს ხალხის სამშობლო და ჩინეთის უკანასკნელი მატრიარქალური საზოგადოებაა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუკუნეების განმავლობაში, მოსუოს ტომი ლუგუს ტბის გარშემო, ჰიმალაის მთების ჩრდილში ცხოვრობდა. გადმოცემის თანახმად, ჩინგის ხანის ასეულს ამ ტბასთან გაუვლია. ამ ადგილისა და ტბის სილამაზით მოხიბლულებმა, დარჩენა გადაწყვიტეს და სწორედ მათი შთამომავლები არიან მოსუოს ტომში, რომლის რიცხვი დღეს 40 000 ადამიანს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მოსუო ეთნიკურ უმცირესობას განეკუთვნება, ის ქვეყანაში არსებულ 56 ეთნიკურ ჯგუფში არ შედის როგორც ცალკეული უმცირესობა, ჩინეთი მოსუოს ხალხს ნასის უმცირესობას მიაკუთვნებს.

მოსუს ქალები ასრულებენ ყველა საოჯახო საქმეს, მათ შორის დასუფთავებას, ცეცხლის გაღვივებას, სამზარეულოს მომზადებას, შეშის შეგროვებას.

აღსანშნავია, რომ მოსუოს ხალხის უნიკალურობა უძველეს ტრადიციებსა და ცხოვრების წესშია. ტურისტებს მათში „მოსიარულე ქორწინება“ იზიდავთ. მოსუოს ხალხში არ არსებობს ქორწინების ჩვეულება და არც ცოლისა და ქმრის თანაცხოვრებაა პოპულარული. აქ არავინ ამბობს: „თანახმა ვარ“. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახს ქალი უძღვება, შესაბამისად ქალიც წყვეტს როდის და ვის უნდა დაუკავშიროს თავისი „ბედი“. მოსუოს ბავშვებს მამობას ბიძები უწევენ. ბავშვებმა უმეტეს შემთხვევაში, მამების ვინაობა არც იციან.

მოსუოს მამაკაცების როლი ძირითადად, ხელოსნობით, ნადირობა-თევზაობითა და ვაჭრობით განისაზღვრება. იმის გამო, რომ მათ საკუთარი შვილების ვინაობა არ იციან, ამიტომ ფინანსურად თავიანთ დის შვილებს ეხმარებიან. ხალხს თითზე ჩამოსათვლელი მაგალითები ახსენდებათ, როდესაც მამამ შვილის ვინაობა იცოდა და მათ შორის ურთიერთობაც გაგრძელდა. ახალი თაობა ამ ტრადიციას ინარჩუნებს და ხანელ ჩინელებს თავიანთ ბედს ნაკლებად უკავშირებენ. თუმცა მოსუოს ქალებს ბევრი ხანელი თაყვანისმცემელი მამაკაცი ჰყავთ.

ტბის გარშემო ხშირად ადგილობრივი მოსახლეობა რელიგიურ რიტუალებსა და სხვადასხვა აქტივობებს აწყობენ. მათ შენარჩუნებული აქვთ ძველი რწმენა-წარმოდგენები.

ეს უძველესი ტომი თანამდროვე სტანდარტების შესაბამისად ცხოვრობს. ქალებს მამაკაცებთან თანაბარი (მეტი თუ არა) უფლებები აქვთ, ორივე მათგანს იმდენი პარტნიორის ყოლა შეუძლიათ.

ტანსაცმელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოახლოებული ასაკის ცერემონია, რომელიც გვხვდება ცამეტი წლის ასაკში მოსუოს ხალხში, ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, განსაკუთრებით კი მოსუს ბავშვის ცხოვრებაში. ამ ცერემონიამდე მოსუს ბავშვები ყველა ერთნაირად ჩაცმულები არიან და შეიზღუდულნი არიან მოსუს ცხოვრების გარკვეული ასპექტებით, განსაკუთრებით არ მონაწილეობენ რელიგიურ რიტუალებში. ასევე, ბავშვი, რომელიც ამ ცერემონიამდე დაიღუპება, არ იღებს ტრადიციულ დაკრძალვას. ასაკის მიღწევის შემდეგ, გოგონებს თავიანთი კალთები ეძლევათ, ხოლო ბიჭებს თავიანთი შარვალი ეძლევათ (ამრიგად, მას გოგონების "კალთის ცერემონიალს" უწოდებენ, ხოლო ბიჭების "შარვლის ცერემონიალს").

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხალხში ძირითადად გავრცელებულია ორი თანაარსი რელიგია: საკუთარი სინკრეტიული რწმენა, რომელსაც ეწოდება დაბა და ტიბეტური ბუდიზმი. რელიგია მოსუს ცხოვრების ძირითადი ნაწილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Barber, Nigel."Chinese tribe without marriage points to future" Huffington Post January 2014. Huffington Post. October 2016.
  • Dashi, Latami (editor). 摩梭社会文化研究论文集 (1960–2005),云南大学出版社,主编:拉他咪达石
  • Gong, Binglin, Huibin Yan, and Chun-Lei Yang. "Gender Differences in the Dictator Experiment: Evidence from the Matrilineal Mosuo and the Patriarchal Yi." SSRN Electronic Journal (2010): 1-25. Web. 25 Oct. 2016.
  • Hamon, Raeann R.; and Bron B Ingoldsby (editors). Mate Selection: Across Cultures, Sage Publications: Thousand Oaks, California, 2003.
  • Hua, Cai. A Society Without Fathers or Husbands: The Na of China, New York: Zone Books, 2001.
  • Hua, Cai. « Une société sans père ni mari : les Naxi de Chine », Presses Universitaires de France, 2001.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]