მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი
მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი (რუს. Московская Хельсинкская группа) იყო ერთ-ერთი წამყვანი ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია რუსეთში.[1] შეიქმნა 1976 წელს,[2] საბჭოთა კავშირის მიერ ჰელსინკის შეთანხმების დაცვის მონიტორინგისა[3] და დასავლეთისთვის საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ მოხსენების მიზნით.[4]:414 1980-იან წლებში იძულებული გახდა, შეეწყვიტა საქმიანობა, თუმცა 1989 წლიდან განაახლა ოპერირება.[5]
მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის დაარსებამ გამოიწვია 1970-იან წლებში ვარშავის პაქტის სხვა ქვეყნებში მსგავსი ორგანიზაციების და დასავლეთში მხარდამჭერი ჯგუფების შექმნა. ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ჰელსინკის ჯგუფები დაარსდა უკრაინაში, ლიეტუვაში, საქართველოშიც და სომხეთში. ჰელსინკის ჯგუფი აგრეთვე დაარსდა აშშ-ში, რომელშიც დღეს Human Rights Watch-ის სახელითაა ცნობილი. საბოლოოდ, ჰელსინკის მონიტორინგის ჯგუფებმა შექმნეს საერთაშორისო ჰელსინკის ფედერაცია.
2022 წლის დეკემბრის მიწურულს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ სასამართლო განკარგულებით მოითხოვა ორგანიზაციის დახურვა.[6] 2023 წლის 25 იანვარს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი უნდა დაიშალოს, რის მიზეზადაც მოსკოვის რეგიონის გარეთ ჯგუფის მიერ წარმოებული საქმიანობა დაასახელა.[7]
დაფუძნება და მიზნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1975 წლის 1 აგვისტოს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, საბჭოთა კავშირი გახდა 35 ქვეყანას შორის ერთ-ერთი, რომელმაც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციაზე ხელი მოაწერა ჰელსინკის შეთანხმებას. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირმა ძირითადად საგარეო პოლიტიკის ინტერესების გამო შეუერთდა შეთანხმებას, მან საბოლოოდ ხელი მოაწერა ტექსტს, რომელიც საბოლოოდ საბოლოოდ დაითანხმა ტექსტზე, რომელიც უპრეცედენტოდ უზრუნველყოფდა ადამიანის უფლებებს. ე.წ. „მესამე კალათის“ თანახმად, ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, რომ „დაიცავდნენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, მათ შორის აზრის, სინდისის, რელიგიის ან რწმენის თავისუფლებას“. ხელმომწერები ასევე აღიარებდნენ „ინდივიდის უფლებას, იცნობდეს თავის უფლებებსა და მოვალეობებს და იმოქმედოს მათ შესაბამისად“.[8][9]:99–100
„სსრკ-ში ჰელსინკის შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის საზოგადოებრივი ჯგუფის“ შექმნის იდეა ფიზიკოს იური ორლოვს ეკუთვნოდა, მის ამ ინიციატივას წინ უძღოდა 15-წლიანი დისიდენტობის გამოცდილება. ისარგებლა რა ჰელსინკის შეთანხმების საერთაშორისო პოპულარობითა და დასავლეთ ჟურნალისტებთან კავშირებით, 1976 წლის 12 მაისს, ანდრეი სახაროვიის ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე ორლოვნა ორლოვმა განცხადება გააკეთა მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის დაარსების შესახებ.
ახლადდაარსებულ მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფს მონიტორინგი უნდა გაეწია საბჭოთა კავშირის მიერ ჰელსინკის შეთანხმებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების უზრუნველყოფისთვის. ჯგუფის დამფუძნებელ განცხადებაში ეწერა, რომ მის მიზანს წარმოადენდა ხელმომწერი სახელმწიფოების მეთაურებისა და მსოფლიო საზოგადოებისთვის „ჰელსინკის შეთანხმების პირდაპირი დარღვევების შესახებ“ ინფორმაციის მიწოდება.[10] ჯგუფმა გამოაცხადა, რომ მოქალაქეებისგან მიიღებდა ინფორმაციას ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და მათ შესახებ მოამზადებდა შესაბამის დოკუმენტაციას.[11]:338
იური ორლოვის გარდა, ორგანიზაციის დამფუძნებელ წევრებს შორის იყვნენ ანატოლი შჩარანსკი, ლუდმილა ალექსეევა, ალექსანდრე კორჩაკი, მალვა ლანდა, ვიტალი რუბინი, ელენა ბონერი, ალექსანდრე გინზბურგი, ანატოლი მარჩენკო, პეტრო გრიგორენკო და მიხეილ ბერნშტამი.[12]:58
მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის შექმნა იყო მიზანმიმართული მცდელობა, გაეერთიანებინა წამყვანი დისიდენტების მრავალფეროვანი ჯგუფი. ორგანიზაცია იქცა ადამიანის უფლებების აქტივისტებისა და ეროვნულ უმცირესობათა, რელიგიურ და ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავეების, აგრეთვე მუშებისა და ინტელექტუალების გამაერთიანებელ ხიდად.[12]:58–59
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bowring, Bill (2008). „European minority protection: the past and future of a "major historical achievement"“. International Journal on Minority and Group Rights. 15 (2): 413–425. doi:10.1163/157181108X332686.
- ↑ "A new public association", Chronicle of Currents, 40.13, 20 May 1976.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 31 October 2016
- ↑ Selim, Jamal (2015). „Global Civil Society and Egypt's Transition: The Dynamics of the Boomerang Effect“, The International Dimensions of Democratization in Egypt, Hexagon Series on Human and Environmental Security and Peace. Springer International Publishing, გვ. 105–122. DOI:10.1007/978-3-319-16700-8_7. ISBN 978-3-319-16699-5.
- ↑ (2012) Guide to U.S. foreign policy: a diplomatic history. CQ Press, გვ. 414. ISBN 978-1452235363.
- ↑ The Moscow Helsinki Group 30th anniversary: from the secret files (a selection of translated KGB/CPSU documents discussing MHG). The George Washington University.
- ↑ Russia's Justice Ministry Seeks Dissolution of Moscow Helsinki Group (20 December 2022). ციტირების თარიღი: 24 December 2022
- ↑ "Moscow Helsinki Group Ordered To Shut Down As Campaign Against Civil Society Continues", Radio Free Europe / Radio Liberty, 25 January 2023
- ↑ Helsinki Final Act, Section VII.
- ↑ Thomas, Daniel (2001). The Helsinki effect: international norms, human rights, and the demise of Communism. Princeton, N. J.: Princeton University Press. ISBN 978-0691048598.
- ↑ “Ob obrazovanii obshchestvennoy gruppy sodeystviya vypolneniyu khel’sinkskikh soglasheniy v SSSR – The Formation of the Public Group to Promote Observance of the Helsinki Agreements in the USSR” of the Moscow Helsinki Group, reprinted in Dokumenty Moskovskoy Khel’sinkskoy gruppy, 1976–1982, eds. G. V. Kuzovkin and D. I. Zubarev (Moscow, 2006)
- ↑ Alexeyeva, Lyudmila (1987). Soviet Dissent: Contemporary Movements for National, Religious, and Human Rights, Carol Pearce, John Glad (trans.), Middletown, Conn.: Wesleyan University Press. ISBN 978-0-8195-6176-3.
- 1 2 Snyder, Sarah (2011). Human rights activism and the end of the Cold War: a transnational history of the Helsinki network, Human rights in history. New York: Cambridge University Press. ISBN 978-1107645103.