შინაარსზე გადასვლა

მოსკოვის ხელშეკრულება (რსფსრ-სომხეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მოსკოვის ხელშეკრულება.

მოსკოვის ხელშეკრულება — საზავო ხელშეკრულება საბჭოთა რუსეთსა და სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, გაფორმებული 1920 წლის 10 აგვისტოს ქალაქ მოსკოვში. აღნიშნული შეთანხმებით რუსეთმა დე იურე ცნო სომხეთის დამოუკიდებლობა სანაცვლოდ პირობისა, რომ სომხეთი საკუთარ მიწაზე საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ მტრულად განწყობილი ძალების ჯარებს არ განალაგებდა.

ხელშეკრულება ექვსი პუნქტისაგან შედგებოდა. ის მოიცავდა ინფომარციას, რომ სომხეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის არსებული შეწყვეტილად გამოეცხადათ; გამიჯნულიყო საზღვარი სომხეთსა და აზერბაიჯანის სსრ-ს შორის.

ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერეს: სომხეთში რსფსრ-ის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ბ. ვ. ლეგრანმა და სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგატებმა ა. ბაბალიანმა და ჯამალიანმა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]