მოსკოვის წყლის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მოსკოვის წყლის მუზეუმი
Moscow, Krutitskaya 13C5 Aug 2010 06.JPG
კოორდინატები: კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
დაარსდა 15 ივნისი, 1993
მდებარეობა მოსკოვი, სარინსკის ქუჩა, 13
სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7736527000
ვებსაიტი ოფიციალური ვებგვერდი

წყლის მუზეუმი (რუს. Музей Воды) — მუზეუმი და საინფორმაციო-ეკოლოგიური ცენტრი, რომელიც მოგვითხრობს მოსკოვის წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემის განვითარების შესახებ[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყლის მუზეუმი გაიხსნა 1993 წლის 15 ივნისს, გახსნის თარიღი დაამთხვიეს მოსკოვში მიმდინარე რუსეთის პირველი წყალსადენის ყრილობის 100 წლისთავს[2].

მუზეუმი მდებარეობს კრუტიცკის მეტოქის გვერდით, მოსკოვის პირველი საკანალიზაციო სატუმბი სადგურის ტერიტორიაზე. იგი ექსპლუატაციაში შევიდა 1898 წელს და 219 ოჯახს ემსახურებოდა[3].

ისტორიული ნაგებობების კომპლექსი შეიქმნა მაქსიმ გეპენერის პროექტის მიხედვით და წარმოადგენს XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის სამრეწველო არქიტექტურის ძეგლს[4]. მთავარი საკანალიზაციო სატუმბი სადგურის ყველა შენობა შესრულებულია ე. წ. „აგურის სტილში“, რომელიც ახასიათებს ამ პერიოდის სამრეწველო არქიტექტურას[5]. შენობა, რომელშიც ამჟამად განთავსებულია მუზეუმი ააგეს მოგიანებით 1947-1948 წლებში[6][7].

კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის ექსპოზიცია

სამუზეუმო ექსპოზიცია ლოგიკურად იყოფა ორ ნაწილად: საარქივოდ და აქტუალურად. პირველი მოსკოვში წყალმომარაგების ქსელების წარმოქმნისა და განვითარების ისტორიას წარმოაჩენს. აქ შესაძლებელია კრემლის პირველი წყალსადენი მილების ხილვა, რომელიც მოქმედებდა ივანე კალიტას, ივანე III-სა და მიხეილ I რომანოვის პერიოდში, ასევე მოგვითხრობს მიტიშჩინის წყალსადენის შესახებ, რომელიც დააპროექტეს ეკატერინე II-ის ბრძანებით. აქვე წარმოდგენილია ისტორიული დოკუმენტები - ატლასები, ტექნიკური წიგნები, ხელნაწერთა ალბომები, რუკები და სამუშაო ნახაზები.

ექსპონატების სხვა ნაწილი, როელიც განთავსებულია პირველ სართულზე მოსკოვის კანალიზაციის სისტემის შექმნის ისტორიას წარმოგვიდგენს. ისტორიული დარბაზის ვიტრინებში წარმოდგენილია VIII-XIX საუკუნეების წყლისთვის გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო საგნები.

დარბზები აღჭურვილია ვირტუალური გიდით, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია მუზეუმის დამოუკიდებლად დათვალიერება[8]. მუზეუმში პერიოდულად ეწყობა დროებითი გამოფენები[9].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Пресс-служба Мосводоканала. Информация о музее на сайте Мосводоканала. Мосводоканал. წაკითხვის თარიღი: 2017-03-25.
  2. Юбилейный посетитель музея Воды. Департамент жилищно-коммунального хозяйства и благоустройства города Москвы (2012-12-05). წაკითხვის თარიღი: 2017-03-25.
  3. Раиса Ханукаева. (2013-07-30) 115 лет столичной канализации: как очищают воду в Москве. m24.ru. წაკითხვის თარიღი: 2017-03-25.
  4. Музей Воды – самый уютный музей в Москве. lifeglobe.net (2010-12-07). წაკითხვის თარიღი: 2017-03-25.
  5. alekka4alin2012. (2013-07-03) Насосная станция 1890-х гг, Музей воды (Москва). livejournal.com. წაკითხვის თარიღი: 2017-03-25.
  6. Музей воды: фото, описание. вОтпуск.ru. წაკითხვის თარიღი: 2017-03-25.
  7. Памятники промышленной архитектуры (PDF). Московское наследие (2015-04). წაკითხვის თარიღი: 2017-03-25.
  8. Людмила Корнетова. Описание Музея воды на сайте TimeOut. Сетевое издание «TIMEOUT». წაკითხვის თარიღი: 2017-03-25.
  9. Наталья Тарасова, Юрий Филимонов, Илья Скорина. (2014-11-06) В московском Музее воды открылась выставка канализационных люков. ТВцентр. წაკითხვის თარიღი: 2017-03-25.