შინაარსზე გადასვლა

მოსკოვის წმინდა სოფიას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის წმინდა სოფიას ეკლესია
მოსკოვის წმინდა სოფიას ეკლესია — რუსეთი
მოსკოვის წმინდა სოფიას ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°44′51″ ჩ. გ. 37°37′18″ ა. გ. / 55.74750° ჩ. გ. 37.62167° ა. გ. / 55.74750; 37.62167
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7734706000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ვასილი ბაჟენოვი, ოსიპ ბოვე
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი, ამპირი
თარიღდება XVII საუკუნე

მოსკოვის წმინდა სოფიას ეკლესია (რუს. Церковь Софии) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ზამოსკვორეჩიეს რაიონში, კუნძულ ბალჩუგზე, მოსკოვის კრემლის პირდაპირ. არის ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი[1][2][3]. ტაძრისაგან სახელწოდება მიიღო სოფიას სანაპირომ.

მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია წმინდა სოფიას სახელზე. ეგვტერები კი ანდრია პირველწოდებულისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

პირველი ხის ეკლესია აქ ააშენეს ჯერ კივევ 1493 წელს. სავარაუდოდ, იგი აკურთხეს წმინდა სოფიას სახელზე, რაც იმასთნ იყო დაკავშირებული, რომ ახლოს ცხოვრობდნენ ნოვგოროდიდან გადასახლებულები. მოგვიანებით ამ ადგილზე გააშენეს სამეფო ბაღები და ადგილმაც მიიღო სახელწოდება სადოვნიკი[4].

ხის ეკლესიის ადგილზე ქვის ტაძარი ააგეს XVII საუკუნის შუა წლებში. პირველად იგი მოიხსენიება 1682 წელს. სავარაუდოდ, 1680-იან წლებში მიმდინარეობდა ტაძრის პირველი გავაკეთება, რის შედეგადაც ერთგუმბათიანი ეკლესია გახდა ხუთგუმბათიანი. XVIII-XIX საუკუნეებში ეკლესია კიდევ არაერთხელ გადააკეთეს[4]. 1891-1893 წლებში ძველი სატრაპეზო შეცვალეს ახლით, რომელსაც ჰქონდა ორი ეგვტერი ანდრია პირველწოდებულისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. ტაძრის გარე მორთულობა შესრულებულია რუსულ სტილში. ხუთთავიანი გუმბათი შემკულია კოკოშკინებით[4].

1862-1868 წლებში არქიტექტორ ნიკოლაი კოზლოვსკის პროექტის მიხედვით ააგეს ცალკე მდგომი სამრეკლო, რომელიც სანაპირზე გადის. სამრეკლო აგებულია რუსულ-ბიზანტიურ სტილში და შედგება სამი იარუსისაგან.

1930 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა. ეკლესიაში დაცული ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი გადაიტანეს ტრეტიაკოვის გალერეაში. ეკლესიის შენობა თავდაპირველად ქარხნის კლუბად გადააკეთეს, შემდეგ კი - საცხოვრებლად. 1941 წელს მას დაეცა გერმანული ბომბი.

1970-1980-იან წლებში მიმდინარეობდა სარესტავრაციო სამუშაოები.

1992 წელს ეკლესია დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, 2004 წელს კი აქ გაიმართა პირველი ლიტურგია. 2012 წელს მოხდა სამრეკლოს რესტავრაცია. 2013 წელს დაკიდეს ახალი ზარები.

2012 წლიდან რუსეთის პატარა ქალაქების კულტურისა და ტრადიციების აღორძინების საქველმოქედო ფონდი ტაძარში ყოველწლიურად მართავს სასულიერო, სახალხო და კლასიკური მუსიკის კონცერტს, რომელიც ეძღვნება რუსეთის გაქრისტიანების წლისთავს და მოციქულთასწორი მთავრის ვლადიმირის ხსენების დღეს[5].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Церковь Софии. Трапезная. reestr.answerpro.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-07. ციტირების თარიღი: 2012-10-27.
  2. № 981-РП О проведении ремонтно-реставрационных работ на объекте культурного наследия федерального значения "Колокольня, XIX в., арх.К.М.Быковский" по адресу: Софийская наб., д.32, стр.13. mos.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-07. ციტირების თარიღი: 2012-10-27.
  3. Церковь Софии. Дом причта. reestr.answerpro.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-07. ციტირების თარიღი: 2012-10-27.
  4. 4.0 4.1 4.2 П.Н. Шармин Церковь Софии в Средних Садовниках // Москва. Энциклопедический справочник. — Москва: Большая Российская Энциклопедия, 1992.
  5. Храм Софии Премудрости Божией в Средних Садовниках. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-15. ციტირების თარიღი: 2021-01-16.