მოსკოვის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (უზკოე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
მოსკოვის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (უზკოე) — რუსეთი
მოსკოვის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (უზკოე)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°37′17″ ჩ. გ. 37°32′12″ ა. გ. / 55.62139° ჩ. გ. 37.53667° ა. გ. / 55.62139; 37.53667
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7737263007
საიტი ოფიციალური ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი მოსკოვური ბაროკო
თარიღდება XVII საუკუნე
დეტალები
გუმბათი 5

მოსკოვის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Казанская церковь) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის იასენოვოს რაიონში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1693-1697 წლებში.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს ძლევამოსილი ღვთისმშობლის ხატის სახელზე. ეგვტერები კი ამბერკი იერაპოლელისა და დიმიტრი თესალონიკელის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII საუკუნის დასაწყისში გავერანებული ადგილი უზკოე ეკუთვნოდა თავადებს ათანასე გაგარინს და პეტრე ოჩინ-პლეშჩეევს. 1620-იანი წლების ბოლოს იგი იყიდა მაქსიმ სტრეშნევმა, დედოფალ ევდოკია სტრეშნევას ბიძაშვილმა, სტრეშნევმა 1641 წლამდე აქ მამული გააშენა. მისი ერთ-ერთი მემკვიდრისაგან, დიმიტრი სტრეშნევისაგან, მამული იყიდა ამავე გვარის სხვა შტოს წარმომადგენელმა, ბოიარინმა ტიხონ სტრეშნევმა. სწორედ მან დაუკვეთა მამულში ეკლესიის მშენებლობა, ეკლესიისა, რომელიც განსხვავებული იყო რუსული არქიტექტურისათვის. მისი ყველა გუმბათი-კოშკი ერთი სიმაღლისა იყო და ერთ-ერთ მათგანზე აშენებული იყო სამრეკლო. ეს ხუთკოშკიანი ეკლესია, რომელიც აკურთხეს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე, უნიკალურია რუსული არქიტექტურისათვის. მხარეთმცოდნეების წრეში შეცდომით მიიჩნევენ, რომ ეკლესიის პროექტის ავტორია ოსიპ სტარცევი, რომელიც მუშაობდა კიევის რამდენიმე საკათედრო ტაძრის მშენებლობაზე, სინამდვილეში ეკლესიის რეალური ავტორი უცნობია.

უზკოეს მამულის შემდეგი მფლობელი იყო პეტრე ტრუბეცკოი, რომელმაც იგი მემკვიდრეობთ მიიღო 1883 წლისთვის. მამულის სახელწოდება სამუდამოდ დაკავშირებულია გენიალური რუსი რელიგიის ფილოსოფოსის ვლადიმირ სოლოვიოვის სახელთან. აქ 1895 და 1900 წლებში ცხოვრობდა მისი მეგობარი, მოსკოველი პროფესორი სერგეი ტრუბეცკოი. სწორედ აქ, 1900 წლის 31 ივლისს 47 წლის ასაკში დაიღუპა ვლადიმირ სოლოვიევი. ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალვამდე მისი ცხედარი დასვენებული იყო სწორედ ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ტრუბეცკოიები საზღვარგარეთ წავიდნენ. 1922 წელს მამული გადაეცა მოსწავლეთა ცხოვრების გაუმჯობესების ცენტრალურ კომისიას, ხოლო 1937 წელს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიას. მამული აქამდე გამოიყენება, როგორც მეცნიერებათა აკადემიის წევრთა სანატორიუმი.

1930 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა, მის შენობას გამოიყენებდნენ, როგორც ძვირფასი წიგნების საცავს. მათ შორის იყო რეპრესირებული მწერლების არქივები და წიგნები, საეკლესიო ღვთისმსახურების ლიტერატურული ძეგლები, ბიბლიოთეკები და არქივები.

1990 წელს ეკლესია გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. 1992 წელს წიგნების გატანის შემდეგ ეკლესია აკურთხეს. ეკლესიას თავდაპირველი სახე დაუბრუნეს, რის გამოც 2015 წელს მოსკოვის ზამოსკვორეჩიეს რაიონულმა სასამართლომ ეკლესიის მრევლს ჯარიმა დაუწესა 100 000 რუბლის ოდენობით კულტურული მემკვიდრეობის ფედერალური მნიშვნელობის ძეგლის უზკოეს მამულის ტერიტორიაზე თვითნებური მშენებლობის წარმოებისათვის[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Коробко М. Ю. В именье бывшем Трубецких//Моя Москва. 1993. № 1-3.
  • Коробко М. Ю. Загадка смерти Владимира Соловьева// За Калужской заставой. 1997. № 14. — С. 12.
  • Коробко М. Ю. Москва Владимира Соловьева. — М., 2001. — (Природное и культурное наследие Москвы).
  • Коробко М. Ю. Подмосковная Узкое: Имение и его владельцы//Наше наследие. 1994. № 29-30.
  • Коробко М. Ю. Последние дни Владимира Соловьева. [Биографическая хроника]/ / Наше наследие. 1994. № 32.
  • Коробко М. Ю. Последние дни Владимира Соловьева// Накануне. 1995. № 2.
  • Коробко М. Ю. Узкое // Усадебное ожерелье Юго-Запада Москвы. [Изд. 1-е]. — М., 1996; [Изд. 2-е, стереоотипн.]. — М., 1997; [Изд. 3-е, испр]. — М.-СПб., 1997.
  • Коробко М. Ю. Храм усадьбы Узкое: История сооружения и реставрации//Московский журнал. 1993. № 4.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Департамент культурного наследия г. Москвы დაარქივებული 2015-06-17 საიტზე Wayback Machine. // 3 июня 2015.