მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (კრილატსკოე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ტაძარი
მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (კრილატსკოე) — რუსეთი
მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (კრილატსკოე)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′20″ ჩ. გ. 37°25′32″ ა. გ. / 55.75556° ჩ. გ. 37.42556° ა. გ. / 55.75556; 37.42556
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7734222000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVI საუკუნე

მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (რუს. Храм Рождества Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVI საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის კრილატსკოეს რაიონში.

ტაძარი აგებულია 1862-1877 წლებში. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის შობის სახელზე. ეგვტერები კი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსკოვის ღვთისმშობლის შობის თანამედროვე ტაძარი ააგეს რამდენიმე ძველი ადრე არსებული ეკლესიის ადგილზე, რომლებიც მდებარეობდნენ ყოფილ სოფელ კრილატსკოეში, თუმცა პირველი ოფიციალური დადასტურება ამ მხარეში ტაძრის არსებობის შესახებ მხოლოდ 1554 წელს მიეკუთვნება. წყაროების თანახმად სოფელში ღვთისმშობლის შობის ეკლესიის აგება და კურთეხევა უკავშირდება ივანე მრისხანეს, რომლის სამემკვიდრეო მამულსაც წარმოადგენდა სოფელი კრილატსკოე. 1713 წელს აღნიშნული შენობა დაიწვა. ძალიან მალევე მის ადგილზე ახალი ხის ეკლესია ააგეს, რომელიც იდგა XIX საუკუნის შუა წლებამდე. კრილატსკოესა და ახლომდებარე სოფლების მრევლის შემოწიულობით 1862 წელს დაიწყო ახალი ქვის ტაძრის მშენებლობა ორი ეგვტერით. ძირითადი ტაძარი და სატრაპეზო მზად იყო 1868 წელს. სამრეკლოს მშენებლობა რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყეს დაა დაასრულეს 1877 წელს. ტაძრის არქიტექტორი იყო რ. ვოდო, ხოლო სამრეკლო ააგეს მოსკოველი ხუროთმოძღვრის ანდრეი სტრატილატოვის პროექტის მიხედვით. ქვის ეკლესია ააგეს მღვდელ პეტრე ორლოვის ხელმძღვანელობით, რომელიც აქვე მსახურობდა 1838-1876 წლებში[1].

XIX საუკუნის დასასრულიდან 1930-იან წლებამდე ღვთისმშობლის შობის ტაძარში ინახებოდა რუდენკის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც გადმოცემის თანახმად ადგილობრივმა გლეხებმა აღმოაჩინეს ეკლესიის ახლოს. 1936 წელს ხატი მოიპარეს და დაწვეს. საბოლოოდ ეკლესია დახურეს 1941 წელს. სამრეკლო საბჭოთა მეზენიტეებმა დაანგრიეს, რათა იგი არ გამხდარიყო გერმანელების სამიზნე. მიუხედავად ამისა, დახურულ ეკლესიაში ზოგიერთი დღესასწაულის დროს მაინც იმართებოდა ღვთისმსახურება.

1989 წელს ტაძრის შენობა დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და მალევე მასში აღსდგა ღვთისმსახურება. 1990-იან წლებში აღადგინეს სამრეკლო, კეთილმოეწყო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია და შექმნეს ახალი კანკელი. 2003 წლიდან მიმდინარეობს კედლის მხატვრობის აღდგენითი სამუშაოები. 1990 წლიდან ეკლესიასთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა და მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა. 1998 წელს ტაძრის წინამძღვარი გახდა დეკანოზი გიორგი (ბრეევი).

2010 წლის 8 თებერვალს ტაძარს გადაეცა მოწამე ბონიფაციუსის სხეულის ნაწილი[2].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Николаева Т. Е., Судариков В. А., Чапнин С. В. Православная Москва: Справочник монастырей и храмов. — М.: Изд-во братства святителя Тихона, 2001.
  • Храмы Москвы. Энциклопедия шедевров православия. — М.: Эксмо, 2010. — ISBN 978-5-699-36796-2.
  • Чапнин С. В. Православная Москва: Справочник действующих монастырей и храмов. — М., Изд-во братства Святителя Тихона, 1999

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]