მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (ბუტირსკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ტაძარი
მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (ბუტირსკი) — რუსეთი
მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (ბუტირსკი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°48′03″ ჩ. გ. 37°35′05″ ა. გ. / 55.80083° ჩ. გ. 37.58472° ა. გ. / 55.80083; 37.58472
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710090000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVII საუკუნე

მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (რუს. Храм Рождества Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ჩრდილ-აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის ბუტირსკის რაიონში.

ეკლესია აგებულია 1682-1684 წლებში. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის შობის სახელზე. ეგვტერები კი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და სერგი რადონეჟელის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელ როჟდესტვენსკოეში ღვთისმშობლის შობის ეკლესიის შესახებ პირველი ცნობები მიეკუთვნება 1647 წელს. ხის ეკლესია ააშენა თავადმა ნიკიტა რომანოვმა თავის მამულში. სწორედ ეკლესიისაგან მიიღო სოფელმა სახელწოდება (რუს. Рождественское). 1646 წელს სოფელმა მიიღო სახაზინო სოფლის სტატუსი და იქ განთავსდა როდიონ ჟდანოვის ე. წ. ბუტირკის პოლკი. ოსმალეთთან და ყირიმის სახანოსთან ომის დასრულების მომენტში 1632-1684 წლებს შორის ააგეს პოლკის ორნავიანი ეკლესია, სატრაპეზოსთან და გუმბათოვან სამრეკლოსთან ერთად. ტაძრის მშენებლობისათვის თანხები გაიღეს ბუტირკის პოლკის ჯარისკაცებმა. დიდი შემოწირულობა გაიღეს მეფეებმა პეტრე I-მა და ივანე V-მ. ტაძარში განათავსეს პოლკის დროშა. სამრეკლოს მეორე სართულზე დაკიდეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, სწორედ იმის მსგავსი, როგორიც ეკიდა მოსკოვის კრემლის მაცხოვრს კოშკზე.

ნაპოლეონის თავდასხმის დროს 1812 წელს ტაძარი სერიოზულად დაზიანდა. ღვთისმსახურება აღსდგა 1812 წლის ბოლოსთვის, ხოლო საბოლოოდ ტაძრის აღდგენა დასრულდა 1855 წელს. 1900-1908 წლებში არქიტექტორმა ფიოდორ გორნოსტაევმა გაარემონტა სამრეკლო, მიაშენა სატრაპეზო და დააყენა ახალი მარმარილოს კანკელი.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ტაძარი ძალიან მალევე აღიარეს არქიტექტურის ძეგლად და იგი სახელმწიფოსაგან დაცული გახდა. ტაძარში ღვთისმსახურება გაგრძელდა 1920 წლამდე და მიმდინარეობდა საუბარი ასევე მის საკათედროდ გამოცხადებაზე ელოხოვოს ტაძართან ერთად. 1935 წელს ტაძარი დახურეს და მასში ჯერ საწყობი განათავსეს, ხოლო შემდეგ ქარხნის საამქრო. დიდი სამამულო ომის დასაწყისში სამრეკლოს ზედა იარუსი მოხსნეს, ერთ-ერთი ვერსიით იმის გამო, რომ მტრის თვითმფრინავების სამიზნე არ ყოფილიყო[1].

1970 წელს ახალი საამქროს მშენებლობასთან დაკავშირებით სატრაპეზო დაანგრიეს. ყოფილ სამრეკლოში კი ინახავდნენ ინვენტარს და მარილს მოყინვის საწინააღმდეგოდ.

სამრეკლოს ნარჩენები რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნდა 1998 წელს. 1999 წელს აღმოსავლეთ მხარეს სამრეკლოს მიაშენეს აფსიდი. 2011-2013 წლებში მიმდინარეობდა სარესტავრაციო სამუშაოები.

ეკლესიის შენობა მიწის ნაკვეთთან ერთად რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა მხოლოდ 2000 წელს. 2006 წელს ღვთისმსახურება აღსდგა. ეკლესიის წინამძღვარია დიაკვანი ალექსი ტალიზოვი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Паламарчук П. Г. Москва в границах 1917 года // Сорок сороков Краткая иллюстрированная история всех Московских храмов. — Москва: Астраль, 2004. — Т. 3. — С. 107 — 110. — 696 с. — 7000 экз. — ISBN 978-5-271-07711-X.
  • Забелин И. Е. Материалы для истории, археологии и статистики города Москвы. — Москва: издательство Московской Городской думы, 1884. — Т. 1. — С. 763.
  • Указатель московских церквей / сост. Александровский М.. — Москва: Русская Печатня, 1915. — С. 19. — 73 с.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Москва, которая есть / Сост. А. Алексеев. — М.: Департамент культурного наследия г. Москвы, 2013. — С. 183. — 238 с.