მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (იზმაილოვო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი
Pokrovsky sobor Izmaylovo.JPG
მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (იზმაილოვო) (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°47′28″ ჩ. გ. 37°45′53″ ა. გ. / 55.79111° ჩ. გ. 37.76472° ა. გ. / 55.79111; 37.76472
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710062002
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1671-1679

მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (რუს. Храм Покрова Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის იზმაილოვოს რაიონში. აგებულია 1671-1679 წლებში.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის კვართის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმშობლის კვართის ტაძრის ადგილზე ჯერ კიდევ XV-XVI საუკუნეებში იდგა ხის ტაძარი. სავარაუდოდ, იგი დაიწვა ყირიმის ხანის დევლეთ I გირეის თავდასხმის დროს[1]. ახალი ხის ტაძარი ააგო ბოიარინმა ნიკიტა რომანოვმა 1610-იანი წლების დასასრულს და 1620-იანი წლების დასაწყისში[2].

ქვისგან აგებული ღვთისმშობლის კვართის ეკლესია შენდებოდა სამეფო მამულში, იზმაილოვოში მეფეების ალექსი მიხეილის ძისა და თევდორე ალექსის ძის მეფობის პერიოდში. ტაძარი ააშენეს კოსტრომელმა ხელოსნებმა, ძმებმა მედვედევებმა. ტაძრის კურთხევა შედგა 1679 წელს პატრიარქ იოაკიმეს ხელმძღვანელობითა და მეფე თედორე III-ის მონაწილეობით. სამნავიანი ნაგებობა აგებული იყო აგურისაგან. ცენტრალური გუმბათის დიამეტრი 8,5 მეტრი იყო.

1812 წლის ფრანგთა თავდასხმის შემდეგ ტაძარი ძლიერ დაზარალდა. ამავე წელს ტაძართან ააგეს სათნოების სახლი სამამულო ომის ინვალიდებისათვის. 1840 წელს გაარემონტეს კანკელი. 1854-1922 წლებში იზმაილოვოს ტაძარში ინახებოდა იერუსალიმის ხატი.

საბჭოთა პერიოდში, 1918 წელს, ტაძარი დახურეს სათნოების სახლთან ერთად. 1928 წლიდან ტაძრის შენობაში განათავსეს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის არქივი, რამდენიმე ძვირფასი ხატი დაიკარგა. შემდეგ ეკლესიის შენობაში განთავსეს ხილის საწყობი, კანკელის კონსტრუქცია განადგურდა, შედარებით დიდ ხატებს იყენებდნენ ხილის დასაწყობად. 1970-1980 წლებში ტაძარში განთავსებული იყო „ინფორმელექტროს“ საწყობი, შემდეგ კი ინტერიერის რესტავრაციია მოხდა და მას გამოიყენებდნენ, როგორც საკონცერტო დარბაზს.

ტაძარი კვლავ ამოქმედდა 1990-იან წლებში და დააბრუნეს საბჭოთა პერიოდს გადარჩენილი ხატები. 2001-2002 წლებში დააყენეს ახალი კანკელი. ტაძრის წინამძღვარია ვლადიმირ (ბუშუევი).

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Памятники архитектуры Москвы, состоящие под государственной охраной. — Москва, 1980.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Топычканов А. В. Некрополь села Измайлова. Документы и надгробия // Русское средневековое надгробие, XIII–XVII века: материалы к своду. — М.: Наука, 2006. — С. 175-179. — ISBN 5-02-010355-1.
  2. Топычканов А. В. Трехшатровая церковь Покрова в Измайлове — малоизвестный памятник деревянного зодчества рубежа 1610–1620-х годов // Образ христианского храма: Сборник статей по древнерусскому искусству в честь юбилея А.Л. Баталова. — М.: Арткитчен, 2015. — С. 465–476. — ISBN 978-5-905993-09-1.