მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (რუბცოვო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი
მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (რუბცოვო) — რუსეთი
მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (რუბცოვო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°46′53″ ჩ. გ. 37°41′42″ ა. გ. / 55.78139° ჩ. გ. 37.69500° ა. გ. / 55.78139; 37.69500
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710027000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVII საუკუნე

მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (რუს. Храм Покрова Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ბასმანის რაიონში.

ეკლესია აგებულია 1619-1627 წლებში. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის კვართის სახელზე. ეგვტერები კი დიმიტრი უგლიცკისა და სერგი რადონეჟელის სახელზე

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი რუბცოვო-პოკროვსკოე ცნობილია XVII საუკუნიდან, როდესაც მასთან ახლოს მდინარე იაუზზე მეფე მიხეილ თევდორეს ძემ ააგო ქალაქაგარე სასახლე და მის ირგვლივ დიდი ბაღი. მეფე მიხეილ თავდორეს ძე ამ სასახლეში ცხოვრობდა პირველი წლები, შემდეგ განაახლეს პოლონეთ-ლიტვასთან ბრძოლის შემდეგ დანგრეული კრემლი.

1618 წელს მეფე მიხეილმა სოფელ რუბცოვო-პოკროვსკოეში ააშენა ხის ტაძარი. 1627 წელს ხელმწიფემ ძველი ქვის ეკლესიის ადგილზე ააშენა ახალი ქვის ტაძარი, რომელიც ჩვენს ეპოქამდეა შემონახული. ტაძრის მთავარი კუბის აღმოსავლეთის კუთხეებში მიაშენეს ორი ერთგუმბათიანი ეგვტერი, რომელიც დიმიტრი უფლისწულისა და სერგი რადონეჟელის სახელზე აკურთხეს. ასავლეთის მხარეს ააშენეს სამრეკლო. ეკლესიის სახელის მიხედვით ამ დროიდან სოფელსაც და სასახლესაც ეწოდა პოკროვსკოე (რუს. Покров - კვართი). მიიჩნევენ, რომ ქვის ტაძარი არის რუსული სამხედრო დიდების ძეგლი, რადგან სწორედ მისი მშენებლობით სრულდება არეულობის ხანა და იწყება ქვეყნის აღორძინება. 1820-იან წლებში ღვთისმშობლის კვართის ტაძარი ხდება სამრევლო ეკლესია.

XIX საუკუნის შუა წლებში ეკლესიასთან დაარსდა მოწყალების დების საზოგადოება. საზოგადოებასთან დაარსდა ბავშვთა სახლი, აფთიაქი, ამბულატორია, ხანდაზმულთა სახლი. ტაძარს აქვს სარდაფი.

1787 წელს ააგეს თანამედროვე სამრეკლო ძველი სამრეკლოს ადგილზე. ტაძრის გალავანი ააგეს 1879 წელს არქიტექტორ პეტრე სკომოროშენკოს პროექტის მიხედვით (პროექტი არ შემონახულა).

საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი 1934 წელს დახურა. ტაძარი გაძარცვეს, გალავანი მოანგრიეს, ეკლესიის გარშემო მდებარე სასაფლაო გაანადგურეს. ტაძრის შენობა გადასცეს მეტრომშენის ელექტოსამონტაჟო საამქროს მოგვიანებით კი მასში განათავსეს მოქანდაკის სახელოსნო. შენობა არ გადაუკეთებიათ და შემონახულია უცვლელი სახით. 1961 წელს შენობა გადაეცა კაპელის გუნდს (ამჟამად ა. ორლოვის რუსეთის სახელმწიფო აკადემიური კაპელის გუნდი). ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ტაძრის რესტავრაცია.

1992 წელს მიიღეს გადაწყვეტილება შენობის ეპარქიისათვის გადაცემის შესახებ. 1998 წელს ქვედა იარუსის ერთ-ერთ შენობაში მოაწყვეს ეკლესია. ეპარქიის ხელში ეკლესია მთლიანად გადავივა 2003 წელს, როდესაც კაპელამ მიიღო ახალი თანამედროვე შენობა.

ამჟამად ეკლესია სტაროობრიადული სტილით მოქმედებს. 2009 წლის 3 ივლისს აქ დაარსდა ძველი რუსული ღვთისმსახურების ტრადიციის საპატრიარქო ცენტრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]