მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (მედვედკოვო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი
მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (მედვედკოვო) — რუსეთი
მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (მედვედკოვო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°51′55″ ჩ. გ. 37°38′17″ ა. გ. / 55.86528° ჩ. გ. 37.63806° ა. გ. / 55.86528; 37.63806
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710237000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1620

მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (რუს. Храм Покрова Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის სამხრეთ მედვედკოვოს რაიონში. აგებულია 1635 წელს.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის კვართის სახელზე. ეგვტერი კი სერგი რადონეჟელის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია 1635 წელს ააგო თავადმა დიმიტრი პოჟარსკიმ. როგორც ისტორიული წყაროები ადასტურებენ ეკლესია ააგეს პოლონელი ინტერვენტებისაგან რუსეთის გათავისუფლების აღსანშნავად და პირველი ქორწინებიდან თევდორეს შვილის პატივისცემის ნიშნად.

თავდაპირველად სამხრეთი ეგვტერი აკურთხეს ბარლაამ ხუტინელის სახელზე, ხოლო ჩრდილოეთისა ნოვგოროდელი საკვირველთმოქმედის ანტონი რომაელის სახელზე. 1652 წელს პოჟარსკის მამასახლისმა გამოსცა სიგელი საკურთხევლის ერთი ეგვტერი ათი კიზიკელი წამებულის სახელზე კურთხევის შესახებ, რის შედეგადაც ჩრდილოეთის ეგვტერი აკურთხეს ათი კიზიკელის წამებულის სახელზე. ჩვენს ეპოქაში სამხრეთი ეგვტერი (ვარლაამ ხუტინელის ყოფილი ეგვტერი) აკურთხეს სერგი რადონეჟელის სახელზე.

ხელოვნებათმცოდნეების აზრით, ტაძრის ყველაზე დიდი ღირებულება 1681 წლის მედვედკოვოს საკურთხევლის ბიბლია მინიატურებით, გადმოცემის თანახმად, შეამკო პრინცესა სოფიამ. მოგვიანებით მისი კვალი დაიკარგა. ტაძარს ჰქონდა კანკელი, რომელიც ასევე XVIII საუკუნის 80-იან წლებში უნდა ყოფილიყო დამზადებული ვასილი გოლიცინის დაკვეთით კარპ ზოლოტარიოვის მიერ. კანკელი გადააკეთეს XIX საუკუნეში. ტაძარს ასევე ამშვენებდა ხის აღსავლის კარი მედვედკოვოს ეკლესიიდან.

თავისი ისტორიის განმავლობაში ტაძარი არასოდეს არ დახურულა. ეს ნაწილობრივ არის გამოწვეული იმის გამო, რომ XX საუკუნის 30-იან წლებში ეკლესია არ იყო მოსკოვის ტერიტორიაზე. ღვთისმსახურება დიდი სამამულო ომის დროს მიდიოდა მხოლოდ ქვედა თბილ ეგვტერში. ომის შემდეგ ტაძარი გაარემონტეს და ასევე ზემო ეგვტერშიც დაიწყო ღვთისმსახურება.

1970 წელს ტაძრის რესტავრაციას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი ნიკოლაი ნედოვიჩი. მეტალის სახურავი და სამრეკლოს ფანჯრები მოხსნეს, ტაძარს დაუბრუნეს თავდაპირველი სახე.

1970 წელს ტაძრის შესასვლელში აღმართეს დიდი მარმარილოს ჯვარი, რომელიც აღმოაჩინეს მედვედკოვოს სასაფლაოზე. მასზე წარწერაა - „ჯვარი - სიკვდილზე გამარჯვება“.

ტაძართან მუშაობს საკვირაო სკოლა ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ეკლესია განხეთქილებამდელი ეპოქის ერთ-ერთი საინტერესო ხურთმოძღვრების ნიმუშია. ერთი გუმბათი ძალიან მაღალია, ხოლო მის გარშემო სხვა პატარა ზომის გუმბათებია.

შენობა ორი სართულისაგან შედგება. ეკლესია აგებულია პატრიარქ ნიკონის რეფორმებამდე, რომელსაც აკრძალა მაღალგუმბათიანი ტაძრების მშენებლობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]