მოსკოვის ქრისტეშობის ტაძარი (იზმაილოვო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ქრისტეშობის ტაძარი
მოსკოვის ქრისტეშობის ტაძარი (იზმაილოვო) — რუსეთი
მოსკოვის ქრისტეშობის ტაძარი (იზმაილოვო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°48′03″ ჩ. გ. 37°46′10″ ა. გ. / 55.80083° ჩ. გ. 37.76944° ა. გ. / 55.80083; 37.76944
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710263000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაროკო
თარიღდება XVII საუკუნე

მოსკოვის ქრისტეშობის ტაძარი (რუს. Храм Рождества Христова) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ისტორიულ რაიონ იზმაილოვოში, აღმოსავლეთი ადმინისტრაციული ოლქის ივანოვსკოეს რაიონში. ტაძარი ქრისტიანების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულის შობის სახელზეა აგებული. ეკლესია აკურთხა 1676 წელს პატრიარქმა იოაკიმემ. ტაძარი იყო იზმაილოვოს სამეფო რეზიდენციის ეკლესია.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ტაძარი ამჟამად მდებარეობს მისამართზე: 105122, იზმაილოვოს გასასვლელი, სახლი 28.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია აკურთხა 1676 წელს პატრიარქმა იოაკიმემ. ტაძარი იყო იზმაილოვოს სამეფო რეზიდენციის ეკლესია.

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ეკლესია მოქმედი რჩება. 1935-1937 წლებში ეკლესიაში მსახურობდა დეკანოზი პავლე გიორგის ძე ანსიმოვი, რომელიც დახვრიტეს 1937 წელს და რუსეთის მართლმადივებელმ ეკლესიამ 2005 წელს მღვდელმოწამის ხარისხში მოახდინა მისი კანონიზაცია. 1940-იან წლებში ეკლესიაში მსხურობდა მომავალი არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) (1945 წლის ოქტომბერში მას აქ დაასხეს ხელი). არქიმანდრიტი იოანე 1950 წელს დააპატიმრეს აქტიური საგანმანათლებლო მოღვაწეობისათვის. მოგვიანებით არქიმანდრიტმა თავისი საეკლესიო მოღვაწეობის აკვანს საჩუქრად გაუგზავნა ხატი. ამავე წლებში ეკლესიაში მედავითნის პრაქტიკაზე გაიგზავნა მომავალი დიაკვანი ნიკოლოზ გოლუბცოვი. იერუსალიმმის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე (ახ. სტ. 25 ოქტომბერი) ტაძარში მსახუობდნენ პატრიარქები ალექსი I, პიმენი და ალექსი II.

ეკლესიის ახლოს მდებარეობს იზმაილოვოს სასაფლაო, სადაც დაკრძალულია მრავალი მღვდელი და ეკლესიის სხვა მსახურნი. ტაძართან მოქმედებს საკვირაო სკოლა და საბავშვო ქორო.

1982 წლიდან წინამძღვარია ლეონიდ როლდუგინი.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი არქიტექტურის ძეგლია. აგებულია კოსტრომელი მუშების ჯგუფის მიერ დროებითი ხის ეკლესიის ადგილზე. აქვს ხუთი გუმბათი. ტაძარს ჩრდილოეთით და სამხრეთით ეკვრის კუბის ფორმის ეგვტრები. XVII საუკუნეში მიაშენეს სატრაპეზო, ხოლო XVIII საუკუნის დასაწყისში ბაროკოს სტილში აგებული სამრეკლო. ტაძრის სამი კანკელიც ასევე შექმნეს კოსტრომელმა ხელოსნებმა 1678 წელს. 1735 წელს, ანა ივანეს ასულის ბრძანებით განახლდა ხატები (ხატმწერი ფ. ფიშუკინი).

ხატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1804 წლიდან ეკლესიაში ინახება იერუსალიმის სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი. ტაძარი ორჯერ გაძაარცვეს: 1812 წელს (ფრანგებმა) და რევოლუციის შემდეგ (ბოლშევიკებმა).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]