მოსკოვის ქრისტეს აღდგომის ტაძარი (კადაში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მოსკოვის ქრისტეს აღდგომის ტაძარი
Moscow ChurchResurrection Kadashi2.JPG
მოსკოვის ქრისტეს აღდგომის ტაძარი (კადაში) (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°44′35″ ჩ. გ. 37°37′21″ ა. გ. / 55.74306° ჩ. გ. 37.62250° ა. გ. / 55.74306; 37.62250
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710278000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1493

მოსკოვის ქრისტეს აღდგომის ტაძარი (რუს. Храм Воскресения Христова) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XV საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალურ ადმინისტრაციულ ოლქში იაკიმანკის რაიონში.

ეკლესიაში ოთხი საკურთხეველია. მათ შორის მთავარი ნაკურთხია ქრისტეს აღდგომის სახელზე, რომლის სახელობისაცაა თავად ტაძარი. ეკლესიის კედლები მოხატეს სამეფო იზოგრაფებმა პეტრე ბელიაევმა, ნიკოლ სოლომონოვმა, პეტრე კორობოვმა და პეტრე ბილინდინმა.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ცნობები აღდგომის ეკლესიის შესახებ ჩნდება 1493 წელს. სიგელში, რომელიც მოსკოველმა თავადმა, ივანე პატრიკევმა მისცა თავის შვილებს, აღნიშნულია მისი სამფლობელოები, სწორედ აქაა მოხსენიებული აღდგომის ეკლესია. 1504 წელს დიდი მთავარი ივანე III ამ მიწებზე უკვე საუბრობს, როგორც სოფელ კადაშზე. 1625 წლიდან საპატრიარქოს წიგნებში გვხვდება რეგულარული ჩანაწერები ტაძრის შესახებ.

კადაშის აღდგომის ეკლესია, თანამედროვე მეცნიერების აზრით მაშინდელი ეპოქის დომინანტად ითვლებოდა და განსაზღვრა მოსკოვის დაგეგმარების ხასიათი: ივანე დიდის სამრეკლოდან, კადაშის აღდგომის ტაძრის გავლით კოლომენსკოეს ამაღლების ეკლესიამდე.

პირველი ქვის შენობა ააგეს 1656 წელს და არსებობდა 30 წელი. ამ ნაგებობიდან დღევანდელ დღემდე შემონახულია მხოლოდ სამხრეთის აფსიდა. 1687 წელს დაიწყო ახალი ორსართულიანი ხუთგუმბათიანი ტაძრის მშენებლობა. მშენებლობა მიმდინარეობდა ვაჭარ კონდრატე დობრინინისა და მისი შვილის, ლონგინის, სახსრებით. ახალ ტაძარს დასავლეთის მხრიდან მიაშენეს 43 მეტრის სიმაღლის სამრეკლო. ტაძარი ააგეს მოსკოვური ბაროკოს სტილში, რომელიც ხასიათდება მოხდენილი დეკორითა და ფაქიზი სილუეტებით.

1812 წელს ეკლესია გაძარცვეს, სერიზულად დაზიანდა XVII საუკუნის ფრესკები, ქვემო ტაძარში ნაპოლეონის არმიამ საჯინიბო მოაწყო. ხანძრის შევეგად სამრეკლოც განადგურდა. ტაძრის ფასეულობების დიდი ნაწილი გაიტაცეს.

1830-იან წლებში დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც 1863 წელი გაგრძელდა.

ქრისტეს აღდგომის ტაძარი, 1882 წელი

1934 წელს ეკლესია დახურეს. მის შენობაში განათავსეს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებები, მათ შორის სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი და ძეხვის ფაბრიკის სპორტული კლუბი. XX საუკუნის შუა წლებში ტაძარი გარემონტა არქიტექტორმა გალი ალფეროვამ.

2006 წლის 1 დეკემბერს ტაძარი გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Алфёрова Г.В. Памятник русского зодчества в Кадашах. — М.: Просвещение, 1974. — 208 с. — 40 000 экз.
  • Воскресенский Н. Десятилетие Московской Воскресенской, что в Кадашеве, церкви. — М.: Типо-литография Г. И. Простакова, 1904. — 44 с.
  • Кадашевские чтения. Сборник статей конференции. Выпуск 1. — М.: Кадашевская слобода, 2007. — 130 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]