მოსკოვის ქართული სტამბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მოსკოვის ქართული სტამბამოსკოვის ჯვართამაღლების მონასტრის ქართული სტამბა, რომელიც დააარსა მიტროპოლიტმა ათანასე თბილელმა 1762 წელს. სტამბაში ძირითადად ქართული საეკლესიო-საღვთისმსახურო წიგნები იბეჭდებოდა. 1763 წელს აქ დაისტამბა „დაუჯდომელი“, 1764 წელს — „დავითნი“, 1765 წელს — „სამოციქულო“, 1766 წელს — „სახარება გამოკრებული“, 1767 წელს — „პარაკლისი“, 1768 წელს — „დავითნი“, „ლოცვანი“ და „ჟამნი“. ეს წიგნები გამოირჩევა მაღალმხატვრული ტექნიკური გაფორმებით; ფერადი საღებავებით ნაბეჭდი დეკორატიული თავი ასოები, ორ-, სამოთოლა ყვავილებიან ჩარჩოებში ჩასმული გვერდები, ბიბლიურ პირთა ესტამპები და სხვა მოსკოვის ქართული სტამბაში დაბეჭდილი წიგნების მაღალ საგამომცემლო კულტურაზე მეტყველებს. ათანასე თბილელის გარდა აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი მწიგნობრები აბრამ ურიაყოფილი, დიმიტრი ციციშვილი და სხვები. სტამბამ XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე იარსება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გუგუშვილი პ., ქართული წიგნი, 1629-1929, თბ., 1929;
  • კარიჭაშვილი დ., ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია (XVII-XVIII სს.), თბ., 1929;
  • ჭიჭინაძე ზ., ქართული სტამბა 1627-1916, თბ., 1916;