მოსკოვის ფილიპე მიტროპოლიტის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ფილიპე მიტროპოლიტის ეკლესია
მოსკოვის ფილიპე მიტროპოლიტის ეკლესია — რუსეთი
მოსკოვის ფილიპე მიტროპოლიტის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°46′51″ ჩ. გ. 37°37′51″ ა. გ. / 55.78083° ჩ. გ. 37.63083° ა. გ. / 55.78083; 37.63083
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710146002
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) მატვეი კაზაკოვი
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება XVII საუკუნე

მოსკოვის ფილიპე მიტროპოლიტის ეკლესია (რუს. Церковь Филиппа Митрополита) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის მეშჩანის რაიონში. ეკლესია აგებულია მეფე ალექსი მიხეილის ძისა და ფილიპე მტროპოლიტის ნეშტის შეხვედრის ადგილზე, როდესაც ამ უკანასკნელის ცხედარი გადაჰქონდათსოლოვეცკის მონასტერში. ეკლესია არის XVIII საუკუნის მოსკოვური კლასიციზმის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი.

ეკლესიის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ფილიპე მიტროპოლიტის სახელზე. ეგვტერები კი - ალექსი ღვთისკაცისა და სერგი რადონეჟელის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1652 წლის 9 ივლისს მიტროპოლიტ ნიკონს წმინდა ფილიპეს ნეშტი მიჰქონდა სოლოვკის მონასტერში, მეშჩანის სლობოდაში მეფის მონაწილეობით გამართული ლიტანიობა შეეგება და ნეშტი გადაიტანეს მოსკოვის კრემლის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. მათი შეხვედრის ადგილზე აღმართეს ხის ჯვარი, ხოლო 1677 წელს ააგეს პირველი ხის ეკლესია წმინდა ფილიპეს სახელზე. 1689 წელს ეკლესია მოძველდა და დაანგრიეს, ხოლო 1691 წელს ააგეს ახალი ქვის ეკლესია.

1710 წელს აკურთხეს ეგვტერი ალექსი ღვთისკაცის სახელზე, რომელიც 1750-1752 წლებში გადააკეთეს ეკლესიის სატრაპეზოდ. ამავე პერიოდს მიეკუთვნება სამრეკლოს აშენებაც.

ეკლესიის რეკონსტრუქცია დაიწყო 1777 წელს, გეგმა შეიმუშავა მატვეი კაზაკოვმა. სარესტავრაციო სამუშაოები გაგრძელდა 10 წელი. ეკლესიის კურთხევა მოხდა 1788 წელს.

1827 წელს სატრაპეზოს მიაშენეს ეგვტერი სერგი რადონეჟელის სახელზე. XIX საუკუნეში ეკლესიასთან ააგეს ეკლესიის მსახურებისთვის სახლი. 1889 წელს ეკლესიასთან ააშენეს სათნოების სახლი. 1896 წელს კი ეკლესიასთან გაიხსნა საეკლესიო-სამრევლო სკოლა.

საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა 1939 წელს. 1991 წელს ეკლესია დაუბრუნეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. 1992 წლის 16 ივლისს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ აღასრულა ტაძრის კურთხევის ცერემონიალი. 1994 წელს ეკლესიასთან დაიწყო ციმბირის მეტოქის მშენებლობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Церковь святителя Филиппа митрополита московского в Мещанской слободе. — М: Православная Таганка, б.г.. — С. 36.