მოსკოვის ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (ალექსეევო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი
მოსკოვის ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (ალექსეევო) — რუსეთი
მოსკოვის ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (ალექსეევო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°49′05″ ჩ. გ. 37°38′39″ ა. გ. / 55.81806° ჩ. გ. 37.64417° ა. გ. / 55.81806; 37.64417
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7732715000
საიტი ოფიციალური ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVII საუკუნე
დეტალები
გუმბათი 5

მოსკოვის ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (რუს. Храм Тихвинской иконы Божией Матери) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის ალექსეევკის რაიონში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1673-1680 წლებში. აგებულია რუსულ სტილში.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის სახელზე, ხოლო ეგვტერები სერგი რადონეჟელის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, ალექსი ღვთისკაცისა და წმინდა ტრიფონის სახელზე.

ტაძართან მოქმედებს საკვირაო და საგუნდო სკოლა ბავშვებისათვის.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ტაძრის მთავარი სიწმინდეებია სასწაულმოქმედი ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი და ქრისტეს საფლავის ზუსტი ასლი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1673 წელს რუსეთის მეფე ალექსი მიეილის ძემ გადაწყვიტა სასახლის კუთვნილ სოფელ ალექსეევოში (ადრე კოპიტოვო), საგზაო სასახლის გვერდით აეშენებინა ეკლესია ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის სახელზე[1]. სოფელში უკვე არსებობდა ეკლესია ალექსი ღვთისკაცის სახელზე ნაკურთხი, რომელიც სოფლის უკანასკნელმა მფლობელმა ანა ვასილის ასულმა ტრუბეცკაიამ ააგო 1646-1648 წლებში.

1680 წელს, ალექსი I-ის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ, შედგა ტიხვინის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის კურთხევა. კრემლიდან ლიტანიობით გაემართა ტაძრისკენ მეფე თედორე III და პატრიარქი, რომლებმაც ეკლესიას აჩუქეს მთავარი სიწმინდე - ტიხვინის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. 1824 წელს ტაძართან სამრეკლო ააშენეს 1824 წელს.

ეკლესიის ეზოში მდებარეობს ალექსეევოს სასაფლაო[2].

XX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში ეკლესიას ღობე შემოავლეს და ააშენეს ეკლესიის მსახურთათვის სახლი. 1922 წელს ტაძრის ქვედა სართულზე განათვასეს იერუსალიმში ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლების სახელობის ეკლესია.

საბჭოთა პერიოდში ეკლესია არ დახურულა. 1922 წელს ეკლესიიდან გაიტაცეს საეკლესიო ფასეულობები და ჩამოართვეს ქვედა ეკლესია, რომელშიც განათავსეს ბოსტნეულის ბაზა, ხოლო შემდეგ 1998 წლამდე სამხატვრო სახელოსნო. ზარები სამრეკლოზე კი ეკიდა, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე არავინ რეკავდა.

პეტრე პალამარჩუკი თავის წიგნში „ორმოცი კაჭკაჭი“ წერს, რომ ლეგენდის თანახმად სასწაულმოქმედმა ტიხვინის ღვთისმშობლის ხატმა მოსკოვი 1941 წელს გადაარჩინა გერმანელებისაგან[3]. თუმცა ისტორიკოს მიხეილ შკაროვსკის აზრით ეს ლეგენდა ცუდად შეესაბამება ისტორიულ სინამდვილეს[4].

1945 წელს ეკლესია გაარემონტეს. 1970-1980 წლებში მიმდინარეობდა სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის მშენელობის პერიოდშიც აღმოჩნდა ძველი კედლის მხატვრობის კვალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. История храма Тихвинской иконы Божией Матери.
  2. Храм Тихвинской иконы Божией Матери в Алексеевском დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. на официальном сайте Московского патриархата.
  3. Паламарчук П. Г. Сорок сороков: Кремль и монастыри. — М.: Книга и бизнес, 1992. — Т. 1. — С. 16. — ISBN 5-212-00501-9.
  4. Шкаровский М. В. Русская Православная Церковь в XX веке. — Вече, 2010.