მოსკოვის სვიმეონ მესვეტის ეკლესია (პოვარსკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის სვიმეონ მესვეტის ეკლესია
მოსკოვის სვიმეონ მესვეტის ეკლესია (პოვარსკი) — რუსეთი
მოსკოვის სვიმეონ მესვეტის ეკლესია (პოვარსკი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′11″ ჩ. გ. 37°35′49″ ა. გ. / 55.75306° ჩ. გ. 37.59694° ა. გ. / 55.75306; 37.59694
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710596000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1676-1679

მოსკოვის სვიმეონ მესვეტის ეკლესია (რუს. Церковь Симеона Столпника) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის არბატის რაიონში. ეკლესია აგებულია მეფე თედორე III-ის მიერ.

მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელზე. ეგვტერები კი სვიმეონ მესვეტისა და დიმიტრი როსტოველის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხის ეკლესია ამ ადგილზე იდგა ჯერ კიდევ 1625 წელს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად იგი აკურთხეს ბორის გოდუნოვის ჯვრისწერის წლისთავზე, რადგან იგი დაემთხვა სვიმეონ მესვეტის ხსენების დღეს.

ქვის ეკლესია ააგეს 1676 წელს მეფე თედორე ალექსის ძის ბრძნების საფუძველზე. ეკლესიას ჰქონდა ხუთი გუმბათი, სატრაპეზო, სამრეკლო და ორი ეგვტერი. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელზე იყო ნაკურთხი, ეგვტერები სიმეომ მესვეტისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. უკანასკნელი ეგვტრი 1759 წელს აკურთხეს დიმიტრი როსტოველის სახელზე.

შენობის კედლებში შემონახულია თეთრი ქვის XVII-XVIII საუკუნეების საფლავის ქვები.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესია დახურეს და 1930 წელს პრაქტიკულად დანგრევამდე მიიყვანეს. აპირებდნენ მის დანგრევას მაგრამ საზოგადოებამ იგი დანგრევას გადაარჩინა. 1966-1968 წლებში მიმდინარეობდა მისი მასშტაბური რესტავრაცია, რომლის შედეგადაც აღადგინეს ტაძარი.

1968 წელს ტაძარი გადაეცა რუსეთის ბუნების დაცვის საზოგადოებას და მასში განათავსეს მცირე ცხოველებისა და ფრინველების საგამოფენო დარბაზი.

1992 წელს სვიმეონ მესვეტის ეკლესია გადაეცა მოსახატად ახალგაზრდებს.

ტაძარი პოპულარული იყო მოსკოვის ინტელიგენციაში. 1801 წელს აქ ჯვარი საიდუმლოდ დაიწერეს გრაფმა ნიკოლოზ შერემეტიევმა და მსახიობმა პრასკოვია ჟემჩუგოვამ. აქვე 1816 წელს იქორწინეს მწერლამა სერგეი აქსაკოვმა და ოლღა ზაპლატინამ, სუვოროვის გენერალ ზაპლატინის შვილმა. 1918 წელს აქ ჯვარი დაიწერა მიხეილ ბულგაკოვის მომავალმა ცოლმა ელენა ნიურენბერგმა თავის პირველ ქმარზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]