მოსკოვის სვიმეონ მესვეტის ეკლესია (იაუზი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის სვიმეონ მესვეტის ეკლესია
მოსკოვის სვიმეონ მესვეტის ეკლესია (იაუზი) — რუსეთი
მოსკოვის სვიმეონ მესვეტის ეკლესია (იაუზი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°44′50″ ჩ. გ. 37°39′00″ ა. გ. / 55.74722° ჩ. გ. 37.65000° ა. გ. / 55.74722; 37.65000
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710496000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება 1792-1813

მოსკოვის სვიმეონ მესვეტის ეკლესია (რუს. Церковь Симеона Столпника) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ტაგანის რაიონში.

მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია სვიმეონ მესვეტისა სახელზე. ეგვტერები კი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და როსტოვის მიტროპოლიტის, დიმიტრი როსტოველის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვიმეონ მესვეტის ეკლესია მდებარეობს ნიკოლიამსკის ქუჩის ნომერ 10-ში. ეს ქუჩა არის ძველი ვლადიმირის გზის ნაწილი. თავისი სახელი ქუჩამ მიიღო მასზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიისაგან.

1598 წლის პირველ სექტემბერს სვიმეონ მესვეტის ხსენების დღეს ბორის გოდუნოვი ოფიციალურად ავიდა ტახტზე. სვიმეონ მესვეტის ხის ეკლესია ააგეს 1600 წელს, სავარაუდოდ სამეფო ქორწინების აღსანიშნავად[1].

1657 წელს სვიმეონ მესვეტის ეკლესია უკვე მოიხსენიება როგორც ქვის. 1731 წელს ეკლესიის მრევლმა თავისი ფინანსებით დაიწყო ტაძრის განახლება. საეკლესიო ჩანაწერების თანახმად ნიკოლოზის ეგვტერი აკურთხეს 1731 წელს, ორი წლის შემდეგ კი აკურთხეს მთავარი საკურთხეველი სვიმეონ მესვეტის სახელზე. 1763-1768 წლებში ადგილობრივი ფაბრიკის მფლობელის ა. მალენკოვის ფინანსებითა და ი. ნაზაროვის პროექტის თანახმად ააგეს ახალი სატრაპეზო, რომლის ეგვტერებიც აკურთხეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და დიმიტრი როსტოველის სახელზე. 1785 წელს ეკლესიას გალავანი შემოარტყეს. 1789 წელს ააგეს ახალი სამრეკლო.

თანამედროვე ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1792 წელს ს. ვასილევის ფინანსებით დაიწყეს ახალი ეკლესიის მშენებლობა, რომელიც ძლიერი სახეცვლილებებით დღემდეა შემონახული. ტაძრის Mშენებლობა არ იყო მარტივი. 1798 წელს თითქმის უკვე აგებული ეკლესიის გუმბათი ჩამოიქცა. 1812 წელს მშენებლობა დასრულდა, ტაძარი საკურთევლად მზად იყო კიდეც, მაგრამ შემოჭრილმა ფრანგებმა დაიკავეს და გაძარცვეს. მოსკოვის დიდი ხანძრის დროს ტაძარი გაძარცვეს და დაწვეს ახალი კანკელი. შედეგად ახალი ტაძრის კურთხევა მხოლოდ 1813 წელს მოხდა. 1847 წელს არქიტექტორ ნიკოლაი ჩიჩაგოვის პროექტის მიხედვით აგეს ახალი კანკელი. 1851 წლისათვის ეგვტერებსაც დაუყენეს კანკელები. ტაძრის გადაკეთება შემდეგ წლებშიც მიმდინარეობდა.

საბჭოთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1929 წელს ეკლესია დახურეს. 1979 წელს ადრე დახურული სვიმეონ მესვეტის ტაძრის პატივისცემის ნიშნად ღვთისმშობლის კვართის ეკლესიაში ერთ-ერთი ეგვტერი აკურთხეს სვიმეონ მესვეტის სახელზე[2][3].

ტაძრის დახურვის შემდეგ მასში განათავსეს მოსკოვის ინჟინერთა და ტექნიკურ მუშათა გადამზადების ინსტიტუტი.

თანამედროვე ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წელს სვიმეონ მესვეტის ტაძარში აღსდგა ღვთისმსახურება. ეკლესიასთან გაიხსნა საკვირაო ბავშვთა სკოლა და მოზრდილებისათვის საელესიო გალობის სკოლა. ასევე მოქმედებს გამომცემლობა, ხატწერისა და სარესტავრაციო სახელოსნო.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]