შინაარსზე გადასვლა

მოსკოვის სერგი რადონეჟელის ტაძარი (კრაპივნიკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის სერგი რადონეჟელის ტაძარი
მოსკოვის სერგი რადონეჟელის ტაძარი (კრაპივნიკი) — რუსეთი
მოსკოვის სერგი რადონეჟელის ტაძარი (კრაპივნიკი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°46′01″ ჩ. გ. 37°37′03″ ა. გ. / 55.76694° ჩ. გ. 37.61750° ა. გ. / 55.76694; 37.61750
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710339002
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) დიმიტრი უხტომსკი
ხუროთმოძღვრული სტილი რუსული ბაროკო
თარიღდება 1581

მოსკოვის სერგი რადონეჟელის ტაძარი (რუს. Храм Сергия Радонежского) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVI საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ტვერის რაიონში. ტაძრის არქიტექტორია დიმიტრი უხტომსკი.

მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია სერგი რადონეჟელის სახელზე. ეგვტერები კი სერაფიმ საროველისა და ყველა რუსი წმინდანის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ქვის ეკლესიის მშენებლობა დღევანდელი ეკლესიის ადგილზე დაიწყო 1625 წელს[1]. 1678 წელს უნდა აშენებულიყო ამჟამად არსებული ეკლესიის ყველაზე ძველი ნაწილი. 1702 წელს ააშენეს სამხრეთის გრძელი ეგვტერი იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღის სახელზე და, რომელიც გაერთიანებულია სატრაპზეოსთან[2].

1749-1750 წლებში სამრეკლოს დააშენეს ახალი იარუსი და ასევე მიაშენეს ჩრდილოეთის წმინდა ნიკოლოზის ეგვტერი[1].

1883 წელს მიწა, რომელზეც დგას ტაძარი, გადაეცა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და გახდა მისი მეტოქი (მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენლობა რუსეთში). თავად სერგი რადონეჟელის ეკლესია კი გადაეცა წარმომადგენლობას.

1920 წელს ეკლესიის სამრეკლო მოანგრიეს მეორე იარუსამდე, დატოვეს მხოლოდ ქვედა იარუსი. 1922 წლის 25 აპრილს ბოლშევიკების საბჭოთა ხელისუფლებამ საეკლესიო ფასეულობები დაიტაცა ეკლესიიდან[3]. 1938 წელს კი ტაძარი დახურეს და მეტოქი გააუქმეს. 1960 წელს ტაძარი გადაეცა მეტალის ნაკეთობათა ქარხანას.

1991 წელს ეკლესიაში ღვთისმსახურება აღსდგა, ამავე წლის აგვისტოში კი ეკლესიას გავაეცა კიისკის ჯვარი. 1993 წელს ეკლესიასთან გაიხსნა სერაფიმ საროველის სახელობის სასულიერო კულტურის ლიცეუმი.

1997-1998 წლებში ყველა ეგვტერისათვის დაამზადეს კანკელი. 2001 წელს აღადგინეს სამრეკლო.

2003 წელს აღადგინეს ეკლესიაზე მიწერილი სერაფიმ საროველის ეკლესია იზმაილოვოში.

2010 წელს აკურთხეს საკურთხეველი და დაიწყო ღვთისმსახურება რუსეთის ყველა წმინდანის ეგვტერში.

2013 წელს ეკლესიის საკურთხევლის მოხატულობა გახსნეს სერაფიმ სარობელის ეგვტერში, რომელიც შეასრულა ხატმწერმა ირინ ზარონმა[4],[5],[6].

ეკლესიის სიწმინდეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიაში ინახება კიისკის ჯვარი, რომელშიც დაცულია 300 წმინდანის სხეულის ნაწილი. იგი ქრისტეს ჯვრის ანალოგია და დამზადებულია კიპაროსისაგან. ჯვარი დამზადებულია 1657 წელს.

ტაძრის სიწმინდეებში შედის ასევე სერგი რადონეჟელის სასწაულმოქმედი XVIII საუკუნის ხატი.

  • Мурзин-Гундоров В. В. Дмитрий Ухтомский. — М.: Издательский дом Руденцовых, 2012. — С. 109—113. — 334 с. — (Архитектурное наследие России). — ISBN 978-5-902887-11-9.
  • Серафим, архимандрит. Церковь Преподобного и богоносного отца нашего Сергия, игумена Радонежского, чудотворца. — М.,1884 год.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 «Кийский Крест Патриарха Никона». М., 2007.
  2. Сайт храма, летопись. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-16. ციტირების თარიღი: 2018-04-04.
  3. «Священник Александр Мазырин. Изъятие церковных ценностей в Москве в 1922 году». М., 2006. СС.112,114,229-230,232.
  4. Православие и мир
  5. / Сайт Московской патриархии
  6. / Российская газета