მოსკოვის სამების ტაძარი (ოსტანკინო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მოსკოვის სამების ტაძარი
Holy Trinity Church in Ostankino 07.jpg
მოსკოვის სამების ტაძარი (ოსტანკინო) (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°49′26″ ჩ. გ. 37°36′49″ ა. გ. / 55.82389° ჩ. გ. 37.61361° ა. გ. / 55.82389; 37.61361
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710557005
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ვასილი შჩელკალოვი
თარიღდება XVI საუკუნე

მოსკოვის სამების ტაძარი (რუს. Храм Троицы) — მართლმადიდებლური ტაძარი, ძველი რუსული ხუროთმოძღვრების ძეგლი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVI საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის ოსტანკინოს რაიონში, მისამართზე ოსტანკინოს პირველი ქუჩა სახლი 7. ტაძარი შედის ოსტანკინოს სასახლის არქიტექტურული კომპლექსის შემადგენლობაში. ტაძარს აქვს რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი[1][2].

ტაძარი აგებულია 1677-1692 წლებში. მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია სამების სახელზე. ეგვტერები კი ღირსი ალექსანდრე სვირელის, ტიხვინის ღვთისმშობლის ხატისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხის ეკლესია სოფელ ოსტანკინოში ააგეს 1584 წელს და დაანგრიეს არეულობის ხანაში. ახალი ხის ეკლესია მშენებლობა მიმდინარეობდა 1625 წლიდან 1627 წლამდე თავად ივან ჩერკასკის მიერ, რომელსაც ოსტანკინო 1617 წელს გადასცა მეფე მიხეილ თედორეს ძემ.

ტაძრის მშენებლობის თხოვნა 1677 წელს გააგზავნა მიხეილ ჩერკასკიმ და თანხმობა მიიღო იმავე წელს პატრიარქ იოაკიმესაგან. გადაწყდა ქვის ეკლესია აეშენებინათ ახალ ადგილზე. ტაძარი შენდებოდა 1677 წლიდან 1692 წლამდე პერიოდში. ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ეგვტერი აკურთხეს 1683 წელს, ალექსანდრე სვირელისა - 1691 წელს, სამების სახელობის ეგვტერი - 1692 წელს. ამავე 1692 წლით თარიღდება კანკელიც. რამდენიმე ხნის შემდეგ მიაშენეს სამრეკლო გუმბათისებური დაბოლოებით. მსგავსი დაბოლოება მოხსნეს 1739 წელს და დააშენეს ახალი ბაროკოს სტილში. 1856 წელს გაარემონტეს კანკელი 1877-1878 წლებში სრულიად გაარემონტეს ტაძარი (არქიტექტორები ნ. სერებრიაკოვი და ნ. სულტანოვი).

საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ეკლესია მოქმედი იყო 1933 წლამდე, ხოლო 1934 წლიდან გახდა ოსტანკინოს სასახლის კომპლექსის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ 1918 წელს შეიქმნა. ტაძარი გაარემონტეს და მასში ოსტანკინოს სასახლე-მუზეუმის სამსახურებრივი ოთახები განათავსეს. 1980 წლიდან ტაძარში მიმდინარეობდა სასულიერო მუსიკის კონცერტები.

1990-იანი წლების დასაწყისში ტაძარი გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი პატრიარქმა ალექსი II-მ აკურთხა 1991 წლის 23 მარტს, სამხრეთი ეგვტერი 1994 წლის 31 დეკემბერს ვლადიმირისა და სუზდალის მთავარეპისკოპოსმა ევლოგიმ, ხოლო ჩრდილოეთისა 1996 წლის 14 აგვისტოს ისტრინის მთავარეპისკოპოსმა არსენმა.

1991-1999 წლებში ტაძარი იყო ოპტინის უდაბნოს მეტოქი. 2009 წლიდან ტაძრის წინამძღვარია ეპისკოპოს სერგეი (სოლნეჩნოგორსკი). 2011-2013 წლებში ეკლესიაში მიმდინარობდა კანკელების რესტავრაცია[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Памятники архитектуры Москвы, состоящие под государственной охраной. — Москва, 1980.
  2. Указ президента Российской Федерации об утверждении перечня объектов исторического и культурного наследия федерального (общероссийского) значения от 20 февраля 1995 года N 176.
  3. Москва, которая есть / Сост. А. Алексеев. — М.: Департамент культурного наследия г. Москвы, 2013. — С. 10, 178. — 238 с.