მოსკოვის სამების ტაძარი (ვორობიევი-გორი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის სამების ტაძარი
მოსკოვის სამების ტაძარი (ვორობიევი-გორი) — რუსეთი
მოსკოვის სამების ტაძარი (ვორობიევი-გორი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°42′39″ ჩ. გ. 37°32′25″ ა. გ. / 55.71083° ჩ. გ. 37.54028° ა. გ. / 55.71083; 37.54028
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7735818000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ამპირი
თარიღდება 1813

მოსკოვის სამების ტაძარი (რუს. Храм Живоначальной Троицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XV საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის რამენკის რაიონში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1811-1813 წლებში.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს სამების სახელზე. ეგვტერები სერგი რადონეჟელისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. 1937 წელს ტროიცე-გოლენიშჩევოს სამების ტაძრის დახურვის შემდეგ მისი ოდიკი სწორედ ამ ტაძარში გადმოიტანეს.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის შესასვლელი

ვორობიევი-გორის სამების ეკლესია დაკავშირებულია ისტორიული სოფლის ვორობიევოს ისტორიასთან, რომელიც წყაროებში ცნობილია XV საუკუნის 50-იანი წლებიდან, როდესაც იგი იყიდა თავადის ქალმა სოფია ვიტოვტის ასულმა, მოსკოვის დიდი მთავრის ვასილი I-ის ცოლმა[1][2]. სოფელი ეკუთვნოდა მოსკოველი თავადის იური ვორობიევის შთამომავლებს, რომელიც დიდმა მთავარმა 1352 წელს გააგზავნა კონსტანტინოპოლში მოსკოვის მიტროპოლიტის კატთედრაზე ალექსი ბიაკონტის დასამტკიცებლად[3][4][5][6][7]. თავად ვორობიევებისაგან მომდინარეობს სოფლის ამჟამინდელი სახელწოდება.

ვორობიევოს სოფლად მოხსენიება უკვე მეტყველებს იმაზე, რომ აქ არსებობდა ტაძარი. სამების ეკლესია წყაროებში მოიხსენიება 1644 წელს, რგორც ძალიან ძველი ეკლესია სოფელ ვორბიოვოში. ადრე იქ მდგარა 2-3 სასახლის ეკლესია, რომელიც შემდეგ დანგრეულა და მათ მაგივრად აუშენებიათ ერთიანი სამების ტაძარი, ეგვტერების საკურთხევლებით.

1790-იანი წლებისთვის ეკლესია ძლიერ მოძველდა და ეკატერინე დიდის ბრძანებით დაშალეს. ამჟამინდელი ტაძრის მშენებლობა კი დაიწყო 1811 წელს გვიანი კლასიციზმის - ამპირის სტილში ალექსანდრე ვიტბერგის პროექტის მიხედვით. ეკლესია იყო ოთკუთხა, პორტალებით, გაწყობილი სვეტებით, ერთგუმბათიანი, ორსართულიანი სამრეკლოთი. 1812 წელს ფილის კრების წინ აქ ილოცა მიხეილ კუტუზოვმა. შენობა გადარჩა 1812 წელს ნაპოლეონის ლაშქრობის დროს. მშენებლობა დასრულდა 1813 წელს. ტაძარი ორჯერ განაახლეს: 1858-1861 წლებში და 1898 წელს.

საბჭოთა პერიოდში ტაძარი რამდენჯერმე დადგა დახურვის საფრთხის წინაშე. პირველად 1920-იანი წლების ბოლოს, როცა განიხილებოდა საბჭოების სასახლის აშენების საკითხი. ტაძარი არ დაუხურავთ არც 1940-იან წლების ბოლოს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით.

1964 და 1971 წლებშ ეკლესიაში მიმდინარეობდა ფასადის, ხოლო 1971-1972 წლებში - ინტერიერს რემონტი.

2016 წლის 17ოქტომბერს სამების ეკლესიის შენობა გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას[8][9]. ტაძარს გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის ფედერალური მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი[10][11].

ტაძრის დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა სამების დღესასწაულს ტაძრის მრევლი აღნიშნავს აღდგომიდან 50-ე დღეს. ახალი სტილით 8 ოქტომბერი არის სერგი რადონეჟელის ხსენების დღე, ხოლო 19 დეკემბერი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხსენების დღე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Москва: все православные храмы и часовни / авт.-сост.: М. И. Вострышев, С. Ю. Шокарев. М.: Эксмо, 2009. С. 472—474. ISBN 978-5-699-34703-2
  • Полное собрание русских летописей: Т.1. Издание 1-е. Лаврентьевская и Троицкая летописи. СПб., 1846
  • Полное собрание русских летописей: Т.13. Летописный сборник, именуемый Патриаршею или Никоновской летописью. Часть I. СПб., 1904
  • Полное собрание русских летописей: Т.20. 1-я половина. Львовская летопись. Ч. 1. Под ред. С. А. Андианова. — СПб: Типография М. А. Александрова, 1910
  • Полное собрание русских летописей: Т.29. Летописец начала царства царя и великого князя Ивана Васильевича. Александро-Невская летопись. Лебедевская летопись. М.: Наука. 1965
  • Полное собрание русских летописей: Т.35. Летописи Белорусско-Литовские. Супральская летопись М.: Наука. 1978
  • Собрание государственных грамот и договоров, хранящихся в коллегии иностранных дел. ч.1 стр.192. Москва, в типографии Н. С. Всеволожского, 1813
  • Соловьёв С. М. История России с древнейших времен. Издательство: С.-Петербург. Издание Высочайше утвержденного Товарищества «Общественная польза», 1896
  • Татищев В. Н. История Российская. Т.3. Москва, Издательство «Ермак», 2005
  • Сытин П. В. Из истории московских улиц. Издательство: М., Московский рабочий, 1958
  • Тихомиров М. Н. Древняя Москва (XII-XV вв.) : Моск. гос. ун-т им. М. В. Ломоносова М.: Изд-во МГУ, 1947
  • Тихомиров М. Н. Труды по истории Москвы. Москва, Издательство: Языки славянской культуры, 2003 — ISBN 5-94457-165-9

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Собрание государственных грамот и договоров, хранящихся в коллегии иностранных дел. ч.1 стр.192. Москва, в типографии Н. С. Всеволожского, 1813
  2. Сытин П. В. Из истории московских улиц. Издательство: М., Московский рабочий, 1958
  3. Воробьёв Юрий. Большая биографическая энциклопедия, 2009. ციტირების თარიღი: 2013-07-31.
  4. Полное собрание русских летописей: Т. 20. 1-я половина. Львовская летопись. Ч. 1. Под ред. С. А. Андианова. — СПб: Типография М. А. Александрова, 1910
  5. Полное собрание русских летописей: Т.35. Летописи Белорусско-Литовские. Супральская летопись М.: Наука. 1978. ციტირების თარიღი: 2013-07-31.
  6. Татищев В. Н. История Российская. Т.3. Москва, Издательство "Ермак", 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 2014-01-22.
  7. Соловьёв С. М. История России с древнейших времен. Издательство: С.-Петербург. Издание Высочайше утвержденного Товарищества «Общественная польза», 1896. ციტირების თარიღი: 2013-07-31.
  8. Официальный сайт Финансово-хозяйственного Управления Русской Православной Церкви. Храм Живоначальной Троицы на Воробьёвых горах передан Церкви. ციტირების თარიღი: 2016-12-18.
  9. Агентство религиозной информации "Благовест". Храм Живоначальной Троицы на Воробьёвых горах передан Церкви. ციტირების თარიღი: 2016-12-18.
  10. О дополнении и частичном изменении Постановления Совета Министров РСФСР от 30 августа 1960 г. N 1327 "О дальнейшем улучшении дела охраны памятников культуры в РСФСР" - Постановление Совмина РСФСР от 04.12.1974 N 624. ციტირების თარიღი: 2013-12-10.[მკვდარი ბმული]
  11. Об утверждении границы территории объекта культурного наследия федерального значения "Церковь Троицы в Воробьёве, 1811 г." и правового режима использования земельных участков в границе территории объекта культурного наследия. ციტირების თარიღი: 2013-12-10.[მკვდარი ბმული]