მოსკოვის სამების ეკლესია (კოჟევნიკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის სამების ეკლესია
2nd Kozhevhichesky - Trinity 07.JPG
მოსკოვის სამების ეკლესია (კოჟევნიკი) — რუსეთი
მოსკოვის სამების ეკლესია (კოჟევნიკი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°43′37″ ჩ. გ. 37°38′53″ ა. გ. / 55.72694° ჩ. გ. 37.64806° ა. გ. / 55.72694; 37.64806
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7701632000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVII საუკუნე

მოსკოვის სამების ეკლესია (რუს. Церковь Троицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთის ადმინისტრაციული ოლქის დანილოვის რაიონში. ტაძართან ფუნქციონირებს სამოტივაციო საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც მორწუნეებს უწევს სასულიერო დახმარებას.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ტაძრის წინამძღვარია ოლეგ ტოგობეცკი.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია არის ხუთგუმბათიანი კვადრატული ნაგებობა, რომელსაც გააჩნია სამი საკურთხეველი. მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია წმინდა სამების სახელზე, ხოლო ეგვტერები ნაკურთხია წმინდა საკვირველმოქმედნის, უვეცხლონი, კვიროსისა და იოანეს, ასევე პარასკევას სახელზე. ეკლესიის სამრეკლო წარმოადგენს რვაკუთხა ნაგებობას, რომელიც დგას ოთხკუთხედზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხის ეკლესია სამების სახელზე ნაკურთხი, ააშენეს სლობოდაში დაახლოებით 1625 წელს. ამჟამად არსებული ნაგებობა კი შენდებოდა 1686 წლიდან 1689 წლამდე, შემდეგ 1722 წელს დააშენეს სამრეკლო, რომლის ზუსტი ავტორიც უცნობია. სავარაუდოდ იგი უნდა იყოს არქიტექტორი ივან ზარუდნი.

XX საუკუნის 1920-1930-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა და მისი დასრულება ვეღარ მოხერხდა. 1980-იან წლებში დაიწყო შენობის საერთო სარესტავრაციო სამუშაოები. სამუშაოების შემდეგ იგეგმებდა მისი გადაკეთება საკონცერტო დარბაზად. აღადგინეს გუმბათი და ჯვარი, აღადგინეს ფანჯრების ძველი სახეები, მოხსნეს ძველი შიდა ტიხრები. 1992 წელს ეკლესიის შენობა გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და ამავე წელს აკურთხეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Судариков А. В., Чапнин C. В. Православная Москва: Справочник действующих монастырей и храмов. — М.: Братство Святителя Тихона, 1993.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]